გინებებს და რაღაცეებს მერე მივხედავ

1. ბარსას ფანებო გილოცავთ დამსახურებულ გამარჯვებას მთლიანობაში(მაგრამ არა კონკრეტულად ფილანში თამაშით)
2. ტერიე ჰაუგეს და მისი დამხმარეების დედას დავეცი
3. მერე აღარავინ თქვას რატოა ბარსელონა არასერიოზული კლუბიო.ათკაციანმა გუნდმა,თანაც ზოგადად მასე უფრო არასერიოზულმა ცუმპუშასავით აპამპულავა სანამ ორი უაზრობა მოხდებოდა.როგორც კი გადამწყვეტი მომენტი დადგა აიჭრნენ ავლაბრელი ბიჭუნები.
4. იმედია დარწმუნდით,რომ იმ ცირკაჩ პაპუასს(რომელიც ძალიან ნიჭიერია მართლა და დიდი ფეხბურთელი)კიდევ უამრავი რამ აქვს დასამტკიცებელი,რადგანაც დღეს გუნდმა მის გარეშე მოიგო.ერთი ორი პასის გარდა ჩასვრილი დადიოდა თავისი კლოუნის ტრიუკებით.
5. ანრიმ მიღალატა სხვა მომენტები რო არ გავიხსენოთ,ის თავისი გასატანი უნდა გაეტანა და მორჩებოდა იქ ყველაფერი.
6. ჰენრიკ ლარსონი დიდია,ძალიან დიდი,ორი საგოლე პასი გააკეთა და სამუელ ეტოომაც თავისი სიტყვა თქვა მიუხედავად ბოლო დროინდელი არადამაჯერებელი თამაშისა.აი რა განსხვავებაა შედეგსა და ესთეტიურ სილამაზეს შორის,ალბათ ხვდებით რასაც მივანიშნებ.
7. რაიკაარდის კოჭობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა და ვენგერი? ყოჩაღ ძია არსენას,კარგი კაცია ამდენს არ ველოდი წელს ტაქტიკაც უსწავლია და ძნელია რამე დააბრალო მას მერე რაც კაცს გაგიდებენ დებიუტში,მაგრამ ალბათ მაინც სესკი არ უნდა გაეყვანა ნუ არ უნდა ეჩქარა მაინც და რეიესი ცოტა ადრე უნდა გამოეშვა თუ ძირითადში არა.
8. ალმუნიამ ძალიან კარგად ითამაშა,მაგრამ 5 წუთში ყველაფერი გააფუჭა.ეტოოს გოლისას თუ დააკვირდთ 2 წამით ადრე ზედმეტი მოძრაობა გააკეთა მარცხნივ რო გადაიხარა და მაგან დაღუპა.ბელეტის გოლის კი საერთოდ სირცხვილი იყო.
9. იმედია დარწმუნდით ახლა მაინც,რომ ბარსას ყველაზე სუსტი წერტილი ოლეგერია.
10. ფკ ავლაბარი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია,რაღა დაგვრჩენია,უნდა მიულოცოთ.ბოლო ბოლო ინგლისურმა კლუბებმა იტალიურებს ვერ გადაასწრეს

და კატალონიელებიც იმსახურებდნენ ამას მთლიანობაში თუ ვიმსჯელებთ,მაგრამ მაინც გაუმართლათ და მაინც არასერიოზულ კლუბად რჩებიან,ეს ბუნებრივიცაა

11. ტეხავს,პროსტა ძალიან ტეხავს,რო არ ტეხავდეს არ გეტყოდით

პ.ს. თუ რამე გამახსენდა კიდე მერე დავწერ
This post has been edited by Goodman on 18 May 2006, 00:58
"I feel sorry for people who don't drink. They wake up in the morning and that's the best they're going to feel all day." -Frank Sinatra
---
ყველაფერი მარტივია... ცხოვრება მშვენიერია
---
ეს საინტერესოა:
http://1myway1.wordpress.com/
---
Modigliani