შენ ჭკვიანად იყავი,ამხელა კაცი ხარ

და ფეხბურთზე მაინც ნუ მეკამატები - შენ

კარგიიი,ახლა ემოციებისგან დაცლილზე მიმოვიხილოთ კიდევ ერთხელ მთავარი:
1. იენს ლემანი - ადამიანი თავის ბუნებას ასე უცებ ვერ შეიცვლის და ვერ დამალავს.ვიცოდი ის გუნდს სადღაც მაინც უღალატებდა,რადგანაც ქენქერა,უჟმური ხასიათის და ფსიქოლოგიურად არცთუ ძლიერი მეკარეა.ასეც მოხდა და ალბათ გერმანიასაც დაღუპავს.ცუდად არ დაუწყია თამაში და კარიერაში საუკეთესო სეზონიც აქვს,მაგრამ... მაინც ვერ შეიკავა თავი და სრულიად უაზროდ გამოვარდა გიჟივით,მითუმეტეს დაარღვია თამაშის წესები.ბოლო ბოლო უნდა გაეშვა ის გოლი და ეგ იყო.
2. მსაჯობა იყო უსაშინლესი და ყელშია უკვე ამოსული.ფეხბურთი ისე განვითარდა,რომ თითოეულ მომენტს დიდი მნიშვნელობა აქვს და სასწრაფოდ შემოსაღებია ვიდეო გამეროება და ეს ყველაფერი დასახვაწეია.ჯერ ერთი ლემანისთვის ყვითელი უნდ აეჩვენებინა და გოლი ჩაეთვალა,ყველაზე ადამიანური და ნორმალური გადაწყვეტილება ეს იქნბოდა.მეორე ჯარიმა,რომლიდანაც არსენალმა გოლი შაგდო არ ყოფილა(და ამიტო კიდე შეიძLება ნაკლებად დაგწყდეს კაცს გული).წვრილმანი შეცდომები ხო უამრავი იყო კიდევ,ლაინსმენები ასევე პიტალოები იყვნენ,მაგათი ყოჩაღობა მაშინაც გამოჩნდა ბარსას მასიურები რო ჩააცვეს მატჩამდე.
3. ვნახეთ კიდევ ერთხელ,რომ არსენ ვენგერი არ არის მზად ასეთი დიდი რამეებისთვის.ტაქტიკურად საოცრად გამართული სეზონი ჩაატარა,ლიგაში ძირითადად და ბოლომდე სწორად მოქმედებდა,მაგრამ თავისი ''ქალაჩუნური'' ხასიატი მაინც გამოავლინა. ა) ბარსელონას,რომელიც არის შემტევი გუნდი და ყველამ ვიცით რასაც თამაშობს არ უნდა დაუყენო ერთი ანრი წინ,ანრი დიდია,მაგრმა არა იმდენად,რომ ამდენი გაქაჩოს. ბ) თუ რეიესს არ აყენებ,კაცს რომელმაც ყველაზე მეტი ჯარიმა აიკიდა ამ სეზონში ლიგაზე,ბოლოს მაინც ნუ მაიმუნობ და 5 წუთით ნუ შემოგყავს გ) ყველაზე უხეში შეცდომა სესკ ფაბრეგასის ნაადრევად გაყვანა მინდვრიდან.ეს პატარა ბავშვი მტელი სეზონი ჩინებულად თამაშობს და ფინალშიც ნახევარდაცვაში იდეალურად იდგა,ბუღტს იჭერდა,ანრის ეხმარებოდა,ყველაფერი კარგად იყო კონტრიერიშებზე უამრვ მომენტს ქმნიდნენ.მისი გაყვანით და ფლამინის შემოყვანით,ვენგერმა თავისი ხასიათი აჩვენა,პანიკა დაწყო ბოლო წუთებში,ვერ გაუძლო ცდუნებას და თავის ჭკუაში დაცვა გააძლიერა,შედეგად მივირეთ რა? ბარსა უფრო მეტად დაეუფლა მოედნის ცენტრს და მიიწია ახლოს ლონდონელთა საჯარიმოსთან.ასეტ დროს,უნდა იცოდე,რომ ეს ბარსაა და ერთხელ მაინც გაგტამაშებ სკომბინაციას და რო ხედავ 10 კაციც კარგად ქაჩავს არ არის საჭირო საკვანძო ნახევარმცველის გაყვანა,მაგას დაჟე ანრის მოხსნა ჯობდა.და რა მივიღეთ? ორი გოლი,გადამწყვეტი ფლამინის ფეხიდან,როცა ბელეტის ვერ დაუფარა.
მთლიანობაში ძია არსენა კაი კაცია,პატიოსანი,ნიჭიერი და უდიდეს პატივის ცემას იმსახურებს,მაგრამ... ეს ის არ არის რითაც ლიგას მოიგებ,ცოტა სვხა რამცაა საჭირო,იღბალმა შეიძლება რ გაგიღიმოს.მისი პანიკა ვილიარელთანაც გამOჩნდა საპასუხო მატჩში,იდეაში სწორად ათამაშა გუნდი,მაგრამ შისით.
4. ტიერი ანრიმ ოფიციალურად განაცხადა კიდევ ერთხელ,რომ ის არის უდიდესი ფეხბურთელი,უნიჭიერესი,საოცარი და რაც მტავარია - დიდი პიჟონი.ყოველთვის მომწონდა,მომწონს და მომეწონება,მაგრამ... არც ანრია ის და ანრისაც აკლია ის რაც ვენგერს.გადამწყვეტ მომენტში მან გოლი ვერ გაიტანა,თან ორჯერ.ნამდვილად დიდი ფეხბუღტელები,დიდებს შორის დიდები კი სწორედ იმით ფასდებიან,რომ გადამწყვეტ მომენტში ამბობენ თავის სიტყვას.
5. დიდი ფეხბურთელი,დიდი ტექნიკის პატრნი,მაყურებელზე მოთამაშე და დიდი ჯამბაზი რონალდინიო გაუჩო.არავინ არ თქვას,რომ 72 კაცი კეტავდა და 83-ჯერ ჩაარტყეს ფეხში.ამ ადამანმა გდამაწყვეტი მატჩი ბევრად უარესად ჩაატარა ვიდრე ანრიმ.გუნდმა მის გარეშე მოიგო.დროა გაიზარდოს რონი,თორემ ასე ზიკოსაც ვერ აჯობებს და შორს ვერ წავა,ქუსლი და მთელი ამბავი ძალიან კარგია,მაგრამ მეტია საჭირო თუ მტი უნდა და თუ სურს სახელი გაამართლოს.არავის ეწყინოს,მაგრამ დამიჯერეთ რონალდინიო რონალდოს ნახევარიც არ არის ჯერ(შეიძLება ცოტა ვაჭარბებ სულ ცოტა,მაგრამ ასეა რეალურად).გასიებული რონალდო სასტიკად მძულს და ფრმაშიც აღარ არის ისე,მაგრამ მან იცის რ აქნას გადამწყვეტ მ,ომენტში და სარგებელი აქვს ბეეევრად დიდი ვიდრე რონის.ბრაზილიის ნაკრების წარმატებაც ბევრად მეტად რონალდოზე ადამოკიდებული ვიდრე რონალდინიოზე.
6. ეს პუნქტი ცალკე უნდა იყოს - ახლა გაიგეთ(არა ვიცი რო ბარსა მაგარიას მოყვირალი და უაზროდ გინებას დაჩვეული ბავშვები,რმლებსაც ჰგონიატ ფეხბუღტი კარგად იციან,მაინც ვერ გაიგებდნენ,მაგრამ მაინც)როგორ შორია ზიდანამდე? ანრიმ და რონალდინიომ ეს ნატლად დაგვანახეს,რა პელე,რა მარადონა,რა ზიდანი ხალხო,სირცხვილია,შორია ჯერ შორი,პოტენცილაი არის და ორივეს აქვს,მაგრამ ჯერ ადრეა და ბევრი შრომაა საჭირო.
7. კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ ბარსლონას ყველაზე სუსტი წერტილი - ოლეგერი
8. ფრანკ რაიკაარდმა ასევე გვაჩვენა,რომ ჯერ დიდბში პატარა მწვრტნელია.მან ვენგერსაც კი ვრ აჯობა.თუ ვინმე იმიტ ტყუვდბა,რომ შეცვლაზე შესულმა ხალხმა გადაწყვიტა თამაშის ბედი,ძალიან ცდება.ბელეტი შევიდა იმიტომ,რომ ფლანგიდან ჩაწოდებები ეკეთებინა და გოლისას გაუმართლა ეს იყო და ეს.კი,ლარსონი გამოიცნო,მაგრამ აბა ვინ უნდა შეეყვანა?
რაიკაარდმა წმინდად წააგო ვენგერთან და ძია არსენს თავად რო არ მიეაქარა და ის ორი გულუბრყვილო გოლიც,რომ არა ბოლომდე წააგებდა,მოგო ლარსონმა და ბარსელონამ,ფინალში რაიკაარდს არ მოუგია.თუმცა არც იმას უარვყოფ,რომ ბევრა დგაიზარდა წელს.
9. რაც შეეხება ჩვენს ძმას და მეგობარს ალმუნიას.მიჭირს ამ კაცის რამეში დადანაშაულება,მითუმეტეს რომ მარტლა კარგად იტამაშა,მაგრამ ორივე გოლისას მიქარა.რთი სიტყვით შეეძლო ქცეულიყო გმირად და ვერ იქცა.ორივე ბურთის აღება შეიძლებოდა,განსაკუთრებით მეორესი.
10. და ვინ მოიგო თამაში? თამაში მოიგო ჰენრიკ ლარსონმა - მეფე.აი ეს სიტყვა შეესეაბამება მას,ძალიან მიყვარს ეს ფეხბურთელი და ბრავო მართლა,მან თავისი სიტყვა თქვა გადამწყვეტ მომენტში და ბევრად მეტი სარგბელი მოუტანა კლუბს იმ ცოტა დროში რაც ითამაშა სულ,ვიდრე ზოგიერთებმა.მალადეც ეტოოსაც,მიუხედავად ბოლო დროინდელი ცუდი თამაშისა შეძლო გადამწყვეტ დროს თავის გამოჩენა.
11. არსენალს გამოციდლებაც არ ეყო,მოგებული მატჩი წააგო.მომენტებს გამოყენება უნდოდა.
რა ვიცი რაღაცეების თქმა მინდოდა კიდე მგონი,მაგრამ ახლა ვეღარ ვიხსენებ

ძირითადი ეს არის.
კიდევ ერთხელ საღოლ არსნალს და დიდი მადლობა ვაჟკაცური თამაძშითვსი,საოცრად იტამაშეს და ვენგერსაც საღოლ მიუხედავად შეცდომებისა.ბედმაც ზურგი აქციატ მეტოფეებს,რას ვიზმთ ასეტია ხოვრება,ასეთია ფეხბურთი

მილოცვბი ბარსელონას,დიდი გუნდია და მთლიანობაში იმსახურებდ აამ გამარჯვებას,მაგრამ არა ფინალში თამაშით,ფინალში არსენალი უკეთესი იყო

თუმცა რაც არის ეს არის,ახლა ერთი ათწლეული მაინც სულ ცოტა გეყოფათ ეს თასი ბიძია,სად არის ავლაბარის საბლატაო

პ.ს.
''მატჩამდე ყველაზე მეტს რონალდინიოზე ლაპარაკობდნენ,მაგრამ მე მინდორზე ვერც ის დავინახე და ვერც სამუელ ეტოო,მთავარი ჰენრიკ ლარსონი იყო''-იტყვის მატჩის შემდეგ ტიერი ანრი.
ჭკვიანი და კარგი ბიჭია ანრი

მე კი დავამატებდი - შენ ჩანდი ანრი,მაგრამ შენ გადამწყვეტ მომენტში ვრ ივარგე,როგორც გჩვევია,დიდი ხარ,მაგრამ არა დიდთა შორის დიდი,ახლა კი დროა წახვიდე არსენალიდან,თუნდაც რეალში

პ.პ.ს.
ბარსელონას მოგება მხოლოდ ერთი რამს გამო ღირდა თუნდაც.ის დიდი კაცი,რომელსაც ქვემოთ სურათზე ხედავთ,ფეხბურთიდან დიდი გამარჯვების გარეშე არ უნდა წასულიყო.კაცი,რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იყო მსოფლიოში და ბოლომდე ვერ დაფასდა.იგი ამას იმსახურებდა,იგი მეფეა...
მიმაგრებული სურათი
"I feel sorry for people who don't drink. They wake up in the morning and that's the best they're going to feel all day." -Frank Sinatra
---
ყველაფერი მარტივია... ცხოვრება მშვენიერია
---
ეს საინტერესოა:
http://1myway1.wordpress.com/
---
Modigliani