ევროპის ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი მატჩი - ამკარი - ფულჰემი 1-0 - კუშევი 90წ. (პირველი მატჩი მოვიგეთ 3-1)

ვარჯიში...








ძრწოლა და სკვდილი "ფულჰემისათვის" ვიდრე პერმის "ამკარი", ევროპის ლიგის ფლეი-ოფის განმეორებით მატცში "ფულჰემის" წინააღმდეგ საპაექროდ ემზადებოდა, უქმად არც მასპინძელი გულშემატკივარები მსხდარან. პერმელმა ქომაგებმა ალბიონელებს ისეთი დახვედრა მოუწყვეს, რომ მათ მნახველს თავი, ალბათ, "ჯოჯოხეთის კარიბჭესთან" ეგონებოდა. მოგვიანებით კი, ფანების ასეთი საქციელის გამო, "ამკარის" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად მოუხადა ბოდიში ინგლისურ კლუბს.
"გამოდი ქუჩაში და შეხედე, როგორც მინიმუმ, ეს ძალიან საოცარია", - მიუმართავს პერმის აეროპორტის დარბაზში "ფულჰემის" ერთ-ერთ წარმომადგენელს თავისი თანაკლუბელებისთვის. ამ უკანასკნელს კი, გარეთ გამოსვლისთანავე სასაფლაოს ინსცენირება დაუნახავს, რაც აქციის ორგანიზატორთა ჩანაფიქრით, მომავალ მატჩში "ფულჰემის" "დასამარების" მომასწავებელი უნდა ყოფილიყო.
სწორედ ასეთი "სტუმართმოყვარეობით" დახვდნენ "ამკარის" ყველაზე რადიკალურად განწყობილი ქომაგები ევროპის ლიგის მატჩში მექოქე გუნდის წარმომადგენლებს. "ფულჰემის" თვითმფრინავის დაფრენამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, აეროპორტის გამოსასვლელთან მყოფმა 16-იდან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა, რომელიც დაახლოებით 20 კაცსს აერთიანებდა, მოულოდნელად შავი ლაბადები გადაიცვა. როდესაც ინგლისელები საბაჟო კონტროლს გადიოდნენ, საგანგებოდ დამზადებული ცელებით ხელშიმომარჯვებული ახალგაზრდები, სწორად მაშინ მივიდნენ აეროპორტინ გამოსასვლელთან. მათი მხილველისთვის ყველაფერი გასაგები იყო - ისინი მეტოქე გუნდს განადგურებას, სიკვდილს უწინასწარმეტყველებდნენ. სხვა ფანებმა კი, რომლებსაც ლაბადები ა ეცვათ, ორი ბანერი გაშალეს, პირველზე ეწერა "WELCOME" (კეთილი იყოს თქვენი მობრძანება), ხოლო მეორეზე სასაფლაჯს ქვები ეხატა, თუმცა წარწერა მხოლოდ ერთ-ერთ მადგანს ჰქონდა - Jonson.
"მათ იგივე ელით, რაც ჯონსონს". - ახსნეს ქომაგებმა თავიანთი ბანერების შინაარსი. საქმე ისაა რომ ევროპის ლიგის ფლეი-ოფის პირველ მატჩში, "ამკარის" დმიტრი ბელორუკოვმა, მეტოქის თავდამსხმელს ენდი ჯონსონს მხარი დაუზიანა, თუმცა, რა თქმა უნდა ეს განგებ არ გაუკეთებია.
ინგლისელმა ფეხბურთელებმა, ამ არცთუ ისე სასიამოვნო სცენას ისე ჩაუარეს თითქოს აეც არაფერი დაუნახავთ. ისინი თვით ცელების ტარების მიწაზე რტყმის ხმასაც არ გამოუყვანია წყობიდან, მხოლოდ მარკ შვარცერს ეღიმებოდა. თუმცა მათი ასეთი გულგრილობა, მხოლოდ დროებითი აღმოჩნდა. როგორც კი ფეხბურთელებმა ავტობუსს "შეაფარეს თავი", შავლაბადიან, ხელშიცელმომარჯვვებულ ბიჭებს უფრო გულმოდგინედ დაუწყეს თვალიერება და უმალვე სიცილი აუტყდათ. ეს არც იყო გასაკვირი - მათ ხომ ამგვარად არსად დახვედრიან.
გასაკვირი არც ის უნდა ყოფილიყო, რომ ამ შოუმ, არა მარტო ლონდონელი ფეხბურთელების, არამედ რუსული მილიციის, აეროპორტის თანამშრომლების და სხვა რეისით მგზავრთა ყურადღებაც მიიქცია.
"- და რატომ უნდა გავრეკო ისინი? მეც ქომაგი ვარ და ეს საინტერესოა", - განაცხადა ერთ-ერთმა წესრიგის დამცველმა.
სასტუმრო "ჰილტონში" გუნდი ღამის 2 საათზე და 15 წუთზე მივიდა. საგულისხმოა, რომ "ფულჰემის" ფეხბურთელებს ფანები არ დახვედრიათ., რომლებმაც თავიანთი საყვარელი გუნდის დახვედრას დროზე დაძინება ამჯობინეს.
"ქომაგთა ამ ქცევის შესახებ არაფერი ვუცოდით. რომ გვცოდნოდა შევეცდებოდით, რომ არ დაგვეშვა. გულშემატკივრებთან სპეციალურ სამუშაოებს ჩავატარებთ. ინგლისურ კლუბს პერმული კლუბი ოფიციალურად ბოდიშს მოუხდის", - განაცხადა "ამკარის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურუს გენერალურმა დირექტორმა, რულლან მულაგალიევმა.
"მოთამაშეებთან არ მისაუბრია და ამ ყველაფრის შესახებ მათი აზრი არ ვიცი", - თქვა "ფულჰემის" პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, სარა ბრუკსმა. ჩვენ, უბრალოდ, არაფერი გვაქვს სათქმელი. რა რეაქცია გამოიწვია ჩემში ამგვარმა მიღებამ?! მე არ გამიღიმია. არც სხვებს ჰქონდათ საქმე სასაცილოდ, ჩვენ ხომ საკმაოდ დიდი მანძილი ვიფრინეთ".
რუსი ქომაგების საქციელზე, თავშეკავებული კომენტარი გააკეთა "ფულჰემის" მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა: "ეს სასაცილო იყო, მაგრამ არა მგონია, რომ სერიოზულად უნდა მივიღოთ. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია".
* * *
წილიც იყარა... Group draws Group A:Ajax
Anderlecht
Dinamo Zagreb
FC Timisoara
Group B:Valencia
Lille
Slavia Prague
Genoa
Group C:Hamburg
Celtic
Hapoel Tel-Aviv
Rapid Vienna
Group D:Sporting Lisbon
Heerenveen
Hertha Berlin
Ventspils
Group E:
Roma
Basel
Fulham
CSKA SofiaGroup F:Panathinaikos
Galatasaray
Dinamo Bucharest
Sturm Graz
Group G:Villareal
Lazio
Levski Sofia
FC Salzburg
Group H:Steaua Bucharest
Fenerbahçe
FC Twente
Sheriff
Group I:Benfica
Everton
AEK Athens
BATE Borisov
Group J:Shakhtar Donetsk
Club Brugge
Partizan Belgrade
Toulouse
Group K:PSV Eindhoven
FC Copenhagen
Sparta Prague
CFR Cluj
Group L:Werder Bremen
Austria Vienna
Athletic Bilbao
Nacional
Details of Fulham’s UEFA Europa League group stage matches have been announced:
17th Sept - Sophia (a)
1st Oct - Basle (h)
22nd Oct - Roma (h)
5th Nov - Roma (a)
3rd Dec - Sophia (h)
16th Dec - Basle (a) რომში ჩავალთ! ტოტის ვნახავთ!
This post has been edited by MEDS on 30 Aug 2009, 19:50