კვირას 18:00 წ. პრემიერლიგის ბოლო ტური -სიკვდილსიცოცხლის მატჩი პორტსმუთი - ფულჰემი

როგორც ბევრჯერ ავღნიშნე "პორტსმუთს" პრემიერლიგაში აღარანაირი ინტერესი აღარ გააჩნია, აი 17-ში კი 30-იანი წლების შემდეგ ტიტულის მოპოვების რეალური შანსი ექნება ასოციაციის თასზე "უემბლიზე", "კარდიფთან". ასე რომ მოთამაშეები ფინალზე იქნებიან კონცენტრირებულნი და ფეხებსაც მოუბრთხილდებიან. ამიტომ მათზე უკეთეს მეტოქეს ვერც ინატრებ! თუმცა წინა წლებში მსგავს სიტუაციაში აუტსაიდერები ასეთ ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ უძლებდნენ (იმედია გამოცდილი ჰოჯსონი ამას არ დაუშვებს) და ბოლო ტურის გადამწყვეტ მატჩებში ტყდებოდნენ ხოლმე - "საუტჰემპტონმა" "მანჩესტერთან" წააგო, "შეფილდი" "უიგანთან" დამარცხდა საკუთარ მოედანზე. თუმცა იქ ან ერთი რჩებოდა ან მეორე. სამი წლის წინ კი სულაც ჩვენ მოვისროლეთ საწყალი "ნორვიჩი" ქვედა ლიგაში. ჩვენთვის არაფრისმომცემ მატჩში თავი გავიგიჟეთ, მაგრამ მგონიუფრო ისინი გატყდნენ და ღია კარის დღე მოგვიწყვეს. საბოლოოდ 6-0 გადავურბინეთ... (მეშინია ცოდვამ არ გვიწიოს...) და სხვათაშორის ასეთ გუნდებს ბევრად უჭირთ დაბრუნება ვიდრე უიმედო აუტსაიდერებს როგორიც "სანდერლენდი" იყო...
შეიძლება ფრეც გვეყოს, მაგრამ ნაკლებსავარაუდოა რომ მკვდარმა "რედინგმა" მთლად გახრწნილ "დერბის" ვერ მოუგოს (თუმცა ჯუელი შეეცდება პირველი გამარჯვების მოპოვებას). და კიდევ უფრო დაუჯერებელია "ბირმინგემმა" საკუთარ "სენტ ენდრიუზე" "ბლექბერნი" ვერ დაჯაბნოს. ასე რომ მხოლოდ 3 ქულა, უჯეიმსო "პომპეებთან"!
მაგრამ მაინც რომ მოხდეს და გავვარდეთ ეს ასჯერ უფრო მტკივნეული გადასატანი იქნება როგორც გულშემატკივრისთვის ისე მთლიანად გუნდისთვის, რადგან დღეს დარჩენასთან სულ რაღაც ერთი პატარა ნაბიჯი გვაშორებს, როცა სულ რაღაც ორი კვირის წინ თითქოს არანაირი პერსპექტივა არ ჩანდა და ყველაზე ოპტიმისტ ფანსაც არღარ ჯეროდა წარმატების, მითუმეტეს შედეგი მარტო ჩვენ მატჩებზე აღარ იყო დამოკიდებული. გამოუვალ სიტუაციაზე ბრიტანული ტოტალიზატორების კოეფიციენტიც მეტყველებდა - 1/50, ჩვენს ელიტაში დარჩენაზე. მაგრამ 26 აპრილიდან, აღდგომის წინა დღიდან სასწაულები დაიწყო. (იმედია ეს სასწაული მუჰამედის ფულები არაა...

) ამ დღეს თავიდან ყველაფერი კატასტროფულად დაიწყო, "სიტისთან" I ტაიმის შემდეგ თითქოს უიმედო 2-0, კონკურენტი "ბირმინგემი" კი ამავე ანგარიშით "ლივერპულს" უგებდა! ამ შედეგების და მთლიანად საშინლად ჩატარებული სეზონის ფონზე ყველაფერი თითქოს დამთავრდა - მაგრამ, არა! და 65 წუთიდან სასწაულები დაიწყო, სიტუაცია 100% შემოტრიალდა, ბოლო 25 წუთში თამაში ჩვენს სასარგებლოდ შემოვატრიალეთ (2-3), "ლივერპულმა" კი დრამატულ ბრძოლაში გაათანაბრა. მომდევნო ტურში "ბირმინგემი" უკვე ჩვენ გვეწვია და "კოტიჯზე" დაიჩოქა კიდეც (2-0)., ხოლო კიდევ ერთი ჩვენი კონკურენტი "რედინგი" საკუთარ მოედანზე "ტოტენჰემთან" მარცხდება. არადა "მეფეებს" ფრეც რომ ეთამაშათ ცუდად გვექნებოდა საქმე..... ამის შედეგად ბოლოსდაბოლოს, 26 დეკემბრის შემდეგ გასავარდნ ზონას თავი დავაღწიეთ! ღმერთმა გადმოგვხედა! ნუ, ჩვენც ხომ უნდა გვქონოდა პატარა რენესანსი სეზონში....ხოდა, ამდენი შრომის, თავდადების და ჩასახული რეალური იმედის შემდეგ რა თქმა უნდა გავარდნა უფრო ძნელი აღსაქმელი იქნება (მაშინ ჯობდა "სიტისთან" საერთოდ წაგვეგო)- უხეშად რომ ვთქვათ, ორი ტურის წინ ისეთი სიტუაცია იყო როცა 90 წლის მოხუცი გარდაიცვლება ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ და ყველა შეგუებულია ცხოვრების ამ კანონზომიერებას. ეხლა (ბოლო ტურში) კი ეს ისეთივე რთული და მძიმე იქნება როგორც 20 წლის ახალგაზრდის ტრაგიკული დაღუპვა.....
მოკლედ ბოლო მატჩია და დამთავრდება ეს საგიჟეთი! ყველაფერი ჩვენს ხელშია! სასწაულები უნდა გაგრძელდეს და გასამდეს!!! (მთავარია მსაჯმა არ აურიოს) ევროს კარგი განწყობით უნდა შევხვდეთ!!!
ტოტალიზატორის კოეფიციენტები ჩვენს მხარეზეა 1-(3.35), X- (3,35), 2 (2.0).....
მაინც მეშინია...მაგრამ არა, ყველაფერი კარგად იქნება! ღმერთი დაგვეხმარება!