გერმანიის ნაკრებმა აჩვენა,რომ შეუძლია შეტევაში ეფექტურად,მრავალფეროვნად თამაში და ამასთანავე ერთად გოლების გატანაც,მაგრამ ძალიან სუსტი ჰყავს დაცვის ხაზი,პირველ რიგში ეს მცველების გამოუცდელობის ბრალია.ჩემი აზრით უმჯობესი იქნებოდა ახალგაზრდა დეა ვეტერანი ფეხბურთელების ნაზავი ყოფილიყო გერმანიის ნაკრებში,მცველებად უფრო ივარგებდნენ ვეტერანები და წინა ხაზზე ახალი სისხლი კარგი შემატება იქნებოდა.
იურგენ კლინსმანიც გამოუცდელია,მაგრამ ამას თავის პლიუსებიც აქვს.გერმანია სახლში თამაშობს და არავინ ისურვებდა ჩაკეტილი,პრაგმატული ფეხბურთის ხილვას მათი გუნდის შესრულებით.კლინსმანის მოწოდება კი შეწტევაა და კონკრეტულად ამ ჩემპიონატისთვის ის იდეალური კანდიდატურაა.მან რევოლუცია მოახდინა ბუნდეს ნაკრებში და შეცვალა გერმანული პრაგმატული სტილი,ნაკრები ტამაშობს არნახულად მიმზიდავ ფეხბურთს და საკუთარ კედლებში სხვაგვარად არც უნდა ეთამაშა.მართალია პლეიოფში ძაან გაუჭირდება კლინსმანის გუნდს,მაგრამ ვთვლი,რომ ცოტა გამართლების პირობებში გერმანიისთვის დაუმარცხებელი მეტოქე არ უნდა იყოს ამ მუნდიალზე.4 წლის წინ გერმანელებს საშინელი ნაკრები ჰყავდათ,რომელიც ძალიან უღიმღამო ფეხბურეთს აჩვენებდა,წელს შეიძლება შემადგენლობის მხრივ ეს გუნდი ჩამოუვარდებოდეს იმ გუნდს,სამაგიეროდ გუნდი გადახალისებულია და გამარჯვებაზე დაგეშილი ახალგაზრდა ფეხბურთელები თავის სიტყვას აუცილებლად იტყვიან ამ მუნდიალზე.
კლინსმანი არის დიდი წნეხის ქვეშ,ის ბოლო წლები ცხოვრობდა კალიფორნიაში მისი ამერიკელი მეუღლის სახლში და ძალიან იშვიათად ჩამოდიოდა გერმანიაში,ეს რა თქმა უნდა არ ახარებდა გერმანიის გულშემატკივარს და სამართლიანადაც თვლიდნენ,რომ კლინსმანი არასამართლიანად დაინიშნა ბუნდეს ტრენერად,ის მოწყვეტილი იყო გერმანული ფეხბურთის სამეებს და მართლაც ძალიან დიდი რისკი იყო მისტვის ნაკრების ჩაბარება,მითუმეტეს ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე.
კლინსმანი მწვრთნელთა კონგრესზეც არ წავიდა,რომელიც თვით კაიზერ ფრანცის მიერ იყო ორგანიზებული და ამით კრიტიკის ახალი ქარიშხალი გამოიწვია.სხვათაშორის არც თუ ისე სასიამოვნო ურთიერთობებია იურგენსა და ბეკენბაუერს შორის,ეს უკანასკნელი კლინსმანს გამუდმებით აკრიტიკებს.კლინსმანმა კი იმით ახსნა მწვრთნელთა კონგრესზე არ წასვლა,რომ იმ დღეს მამამისის წლისთავი იყო და უფლება არ ჰქონდა იმ დღEს დედამისის გვერდით არ ყოფილიყო.
რაიკაარდის ჰოლანდიის ნაკრებიც ასეთივე შთამბეჭდავ თამაშს აჩვენებდა და მის გუნდს უბრალოდ არ გაუმართლა ევროპის ჩემპიონატზე,ვნახოთ გაუმართლებს თუ არა კლინსმანის გუნდს.
ახლა ორიოდე სიტყვა იენს ლემანზე.არა რა იდიოტი ვარ,რატომ ავიყვანე ეგ ბლუ ფენტეზიში,-6 ქულა მიბოძა.პრინციპში მისი ბრალი არ იყო გაშვებული ბურთები,თუმცა სეივებიც ვერ მოახდინა და გერმანიის ნაკრების ნომერ პირველ გოლკიპერს ეს არ ეკადრება.გასათვალისწინებელია პირველი მატჩის ფსიქოლოგიური ფაქტორიც.დარწმუნებული ვარ ლემანი კიდევ ბევრჯერ იტყვის თავის სიტყვას ამ ჩემპიონატზე.
გერმანიის მცველებზე საუბარი არც ღირს,ნამდვილი საბავშვო ბაღია.ერთ ხაზზე თამაშიც კი არ იციან და ხელოვნური თამაშგარე სიტუაციების გაკეთების მცდელობებს მათი შესრულებით მხოლოდ ირონიული ღიმილით შEგიძლიათ შეხვდეთ.
ნახევარდაცვა ძალიან მომეწონა,ბასტიან შვაინშტაიგერი კი ნამდვილი საოცრებაა,ისე ძალიან ჰგავს შტეფან ეფენბერგს გარეგნობითაც და ისეც.
ბალაკის არყოფნაში ის მოგვევლინა ლიდერად და ბალაკის მოედანზე ყოფნის პირობებშიც თუ ისევ აიღებს თავზე ლიდერის ფუნქციებს,ამით გერმანიის ნაკრები მხოლოდ მოიგებს.
თავდასხმა გერმანიას საკმაოდ კარგი ჰყავს,მიროსლავ კლოზე ექსტრა კლასის თავდამსხმელია,თუმცა კურაჟის ფეხბურთელია ესეც აღსანიშნავია.პოდოლსკიც შესანიშნავი ფორვარდია,მართალია დღEს თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა,მაგრამ ეს მხოლოდ პირველი თამაში იყო.
გერმანელთა თამგანსაკუთრებით ავღნიშნავდი პრესინგს მეტოქის ნახევარზე,კარგ ფიზიკურ მომზადებას,არანორმალურად ზუსტ დაყენებულ დარტყმებს(ტრადიციისამებრ),შეტევაში დიდი ფანტაზიის უნარს და შეტევაზე დაგეშილობას გამარჯვების წყურვილთან ერთად.ამ ნაკრებს დიდი მომავალი აქვს,ამ მუნდიალზე თუ არა 2010-ში ნამდვილად.
კოსტა-რიკის ნაკრებს კი მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეეტყო,რომ ძალიან დაიღალა და გერმანელთა დაწოლას ვერ გაუძლებდნენ.პრინციპში კოსტარიკამ ცუდად არ ითამაშა და ამ გუნდისგან მეტს არც არავინ არაფერს არ ელოდა,ისინი საკუთარ თავზე მაღლა უბრალოდ ვეღარ ახტდნენ და არც იყო ამის მოთხოვნილება და საჭიროება.
ვანჩოპეს საღოლ,გამოცდილებამ თავისი ქნა,რა თქმა უნდ აგერმანელ მცველთა დიდი დახმარებით ბრჭყალებში.
ვანჩოპეს მეორე გოლი თამაშგარე სიტუაციიდან იყო გატანილი,მაგრამ ამას ეხლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს,მითუმეტეს თამაშგარე მიკროსკოპული იყო და ამზე უარესების ხდება ვთქვათ იგივე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.
საერთო ჯამში არბიტრთა ბრიგადამ კარგად იმსაჯა,რესპექტები.მასპინძელ გუნდს აშკარად არ ემხრობოდნენ და ეს ნამდვილად კარგი ტენდენციაა ამ მუნდიალისთვის.
ვულოცავ გერმანიის გულშემატკივრებს დამსახურებულ და ლამაზ გამარჯვებას,ამ უკანასკნელს კი მე ვაღმერთებ,ვინც მიცნობთ იცით ეს

1000 რესპექტები ჩემგან.