"სარბიელი"
# 227
ხუთშაბათი, 5 ოქტომბერი, 2006 წელი
იყიდება წინდაში შენახული არგენტინა
გიორგი კაკაბაძე
გერმანიის ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" მეკარე იენს ლემანი იმ ფურცლის აუქციონზე გაყიდვას აპირებს, რომელიც მუნდიალზე არგენტინასთან მეოთხედფინალურ მატჩში ორი პენალტის მოგერიებაში დაეხმარა. 36 წლის გოლკიპერი მიღებულ თანხას ქველმოქმედებაში დახარჯავს.
ფურცელი, რომელიც მუნდიალთან დაკავშირებით ნაციონალმანშაფტზე გადაღებულ დიდ დოკუმენტურ ფილმშიც მოხვდა, პენალტების სერიის დაწყებამდე ლემანს გერმანელთა სამწვრთნელო შტაბიდან მიაწოდეს.
როგორც ირკვევა, გერმანელები საკმაო ხნის მანძილზე დეტალურად აკვირდებოდნენ იმ არგენტინელი ფეხბურთელების თვისებებსა და სტილს, რომლებსაც სავარაუდოდ, პენალტების დარტყმა მოუწევდათ.
ლემანი არგენტინელთა ყოველი დარტყმის წინ ფურცელში, რომელსაც წინდაში ინახავდა, იჭყიტებოდა და ეს, ალბათ, სამხრეთამერიკელების ნერვებზე დამატებით თამაშობდა, ხოლო გერმანელებს გვარიანად დაეხმარათ.
გაოფლილ ფურცელს მაინც შემორჩა ფანქრით ნაწერი.
1. რიკელმე - მარცხენა მაღალ კუთხეში
2. კრესპო - გრძელი გამორბენი - მარჯვნივ, მოკლე
გამორბენი - მარცხნივ
3. ჰაინცე - მარცხენა დაბალ კუთხეში
4. აიალა - დიდი პაუზა, გრძელი გამორბენი, მარჯვნივ
5. მესი - მარცხნივ
6. აიმარი - დიდი პაუზა, მარცხნივ
7. როდრიგესი - მარცხნივ
(ც) გაზეთი "სარბიელი "
(ც) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი
Ocelot2შენთან კამათი ცოტა არასერიოზულია,მაგრამ მაინც გეტყვი მოკლედ.პირლო როგორც პროფესიონალი რიკელმეს ყოველთვის ჯობდა დ აჯობია.ცრუ ფეხბუღტელები დიდ წარმატებას ვერ აღწევენ.რიკელმემ კი ვილიარეალი ნახევარფინალში კი არ გაიყვანა იქიდან გამოაგდო

და იმასაც უნდ დაუკვირდე რა კლუბში თამაშობს პირლო და რა კლუბში რიკელმე.
"I feel sorry for people who don't drink. They wake up in the morning and that's the best they're going to feel all day." -Frank Sinatra
---
ყველაფერი მარტივია... ცხოვრება მშვენიერია
---
ეს საინტერესოა:
http://1myway1.wordpress.com/
---
Modigliani