არგენტინა საჩემპიონო გუნდია!!!
გუნდი თამაშობს ძალიან გამართულ ფეხბურთს და კანონზომიერად მიიწევს წინ
თანაში მექსიკასთან ძალიან რთული იყო და ამას თავისი მიზეზებიც აქვს.
მექსიკა არის საკმაოდ ძლიერი გუნდი ამასთან სამხრეთ ამერიკული გუნდების დაპირისპირება (მექსიკაც უფრო სამხრეთამერიკული გუნდია ყველა კომპონენტით ვიდრე ჩრდილო ამერიკული) ყოველთვის სპეციფიკურია. აღიარებული აუტსაიდერების გარდა (მაგ. ვენესუელა) თამაშები ურუგვაისთან, კოლუმბიასთან, ეკვადორთან,პარაგვაისთან ყოველთვის დაძაბულია. ეს გუნდები მართალია კლასით განსხვავდებიან მაგრამ სათამაშო სტილით ახლოს დგანან ერთმანეთთან, ამიტომ ტექნიკურობა, ბურთის ფლობაში უპირეატესობა არც ისე მკვეთრად ჩანს.
ამასთან ერთად, მექსიკამ ითამაშა დესტრუქციული ფეხბურთი, გამოკვეთილი ფავორიტის წინაღმდეგ, მათ კარგად გამოუვიდათ არგენტინისთვის ბურთის ფლობის/კონტროლის წართმევა. თუმცა მეტი არაფერი, არგენტინამ გამოავლინა თამაშის ორგანიზება, შექმნა რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი (კრესპოს, სავიოლას) და შეძლო გადამწყვეტ მომენტში გოლის გატანა. არც ერთი წუთი არ მქონია შეგრძნება რომ არგენტინა თამაშს დათმობდა.
პაკერმანის ცვლილებებიც გააზრებული იყო. აიმარის და მესის შემოყვანა იყო მცდელობა ბურთზე კონტროლის მოპოვების ანუ როცა არგენტინა ბურთს აკონტროლებს ქმნის კიდეც სახიფათო მომენტებს მრავასვლიანი კომბინაციური პასებით.
რაც შეეხება შემადგენლობას, ფვიქრობ არსებული სადებიუტო შემადგენლობა ოპტიმალურია. სავიოლა-კრესპოთი წინა ხაზზე. კრესპოს თამაში მისდის გატანილი 3 გოლი ამის დასტურია თანაც აუცილებელია ერთი ათლეტური თავდამსხმელის არსებობა წინახაზში. სავიოლა დაუღალავად მუშაობს, რასაც ვერ დავუკარგავთ. ტევესი პოტენციურად ძირითადის მოთამაშეა (შესაძლებელია სავიოლას მაგივრად მისი დაყენებაც) მაგრამ ძალიან კარგია შეცვლაზეც, აგრესიული, ტექნიკური, დაღლილი მოწინაღმდეგეების წინააღმდეგ. ნახევარდაცვაც საკმაოდ ძლიერია საყრდენები - კამბიასო და მასკერანო კარგად ასრულებენ დავალებას. რიკელმე მართალია ცოტა ნელია მაგრამ მას ყოველთვის შეუძლია საგოლე პასის გაკეთბა და თანაც სტანდარტების შემსრულებელია

აიმარი ნამდვილად არ არი დრეს რიკელმეზე ძლიერი.
სუსტია მარჯვენა ფრთა. ხავიერას არყოფნაში ბურდისოს თამაშიც კი სანატრელი გაგვიხდა. ყველა ვარიანში სკალონიც კი ჯობს კოლოჩინის - მაგ რიჟა ცხვარს.
არ დაგვავიწყდეს რომ აბონდანსიერიც საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება!
გერმანია - არგენტინა
დარწმინებული ვარ ეს თამაში განსხვავებული იქნება, გერმანია ფავორიტის როლშია და შეეცდება შეუტიოს რაც საშუალებას მისცემს ჩვენებს კარგი კონტრშეტევები გააკეთონ. დარწმინებული ვარ გერმანელებიც შეეცდებიან არგენტინას ბურთი წაართვან და პაკერმანი ამისთვის მზად უნდა იყოს ანუ ფლანგური შეტევების ან როცა საჭიროა გრძელი პასების გაკეთბაც კრესპოზე შესაძლოა საჭირო გახდეს.
გერმანია კარგ თამაშებს აჩვენებდა კოსტა რიკასთან, პოლონეთთან და ეკვადორთან მაგრამ რომელ ამ გუნდს ყავდა არგენტინის დონის ნახევარდაცვა და თავდასხმა ??? არცერთს !!!! ჩვენი ფეხბურთელები გაცილებით უკეთესი შემსრულებლები არიან და ეს ძალიან კარგად გმოცნდება პარსკევს...
გაუმარჯოს არგენტონას, ჯოგრები ხართ რო მაგარი საფეხბურთო გემოვნება გაქვთ და იმედიანად იყავით. გავალთ აუცილებლად!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მიკა