ინაკი უილიამსმა და თარიქ ლამპტიმ განის ნაკრებში თამაში გადაწყვიტეს. განისთვის ორივე დიდი ძალა იქნება.
ინაკი ლა ლიგის ლეგენდა გახდა და ერთხელ დაუძახეს ნაკრებში, მეტჯერ აღარ. არადა იმსახურებდა
ლამპტი კარგი მარჯვენა მცველია, მაგრამ რა შანსი ჰქონდა ინგლისში.
Tariq Lamptey, Inaki Williams, Mohammed Salisu, Stephan Ambrosius, Patrick Pfeffer and Ransford_Yeboah available for Ghana national selection.
სალოსუც დიდი ძალაა. დანარჩენები უფრო ახალგაზრდა ტალანტები არიან.

გარდა ამისა საუბარია კალუმ ჰადსონ-ოდოისა და ედი ნკეტიას განის ნაკრებში თამაშზე. ოღონდ ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
გუნდს ჰყავს ძველი გვარდია. ძმები ჯორდან და ანდრე აიუ. ორი უკვდავი კაცი. რამდენი წელია თამაშობენ.
ჰყავთ თავიანთი ტალანტები. ტექნიკური ნახევარმცველები - კუდუსი აიაქსში და ფატავუ ლისაბონის სპორტინგის აკადემიაში

მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაის თან არიან ჯგუფში.
საკმაოდ კარგი შემადგენლობა შეიყრება. ოღონდ რამდენად მოასწრებენ ძლიერი გუნდის მოხოდვას რამდენიმე კვირაში. კვალიფიციური მწვრთნელი ჭირდებათ, გამართული სანაკრებო სტრუქტურა და გარემო.
და მთავარი აფრიკული თავდადება ჭირდებათ. ის ჯიგარი რაც ასამოა გიანს ჰქონდა. სამშობლოს დროშის ქვეშ თამაშისას, რამდენჯერმე უფრო მაგარი თავდამსხმელი ჩანდა, ვიდრე საკლუბო დონეზე იყო.
იგივე თავდადება და ერთიანობა რამდენად ექნებათ ევროპელ განელებს.
სამაგიეროდ მეტი პროფესიონალიზმი ექნებათ. რაც არის აფრიკული ნაკრებების პრობლემა. შემადგენლობები თითქმის ყველას ჰყავს.