მგონი ამ ნაკრებზე არ შექმნილა ჯერ თემა და ისეთ გუნდებზეა თემა გახსნილი, ესეც იმსახურებს.

ხალხო, ვიცი, რომ 2002 წლის შემდეგ ამ გუნდს ბევრი ვერ იტანთ, მაგრამ ეხლა სულ სხვა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და იმსახურებენ ისინი პატივისცემას.
მართალია მანჩესტერში მოთამაშე პარკ ჯი სუნგი აღარ ჰყავს ამ გუნდს, მაგრამ მთავარი ლიდერები არიან:
1) ლი ჩუნგ იონგი - ბოლტონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. თუმცა ამხანაგურ მატჩში მას შემდეგ რაც ფეხი მოტეხეს, ისეთი კარგი ვეღარაა.

2010 წლის მსოფლიოზე 2 ბურთი გაიტანა, ერთი არგენტინასთან და ერთი ურუგვაისთან.
2) პარკ ჩუ იონგი - სამწუხაროდ რაც არსენალში გადავიდა, გაფუჭდა. ვენგერი არ ათამაშებდა საერთოდ, მაგრამ ნაკრების მწვრთნელი ენდობა და ძირითადში იქნება. 2010 წლის მსოფლიოზე მან მნიშვნელოვანი ჯარიმა გაუტანა ნიგერიის ნაკრებს, რითიც ჯგუფიდან გაიყვანა კორეა.
3) ჰონგ მინ სონი - ლევეკრუზენის ბაიერის ნახევარმცველი. გოლები გააქვს კარგად. ახლახანს ბოლო ორ თამაშში გაიტანა რამოდენიმე ბურთი რითიც ბაიერი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა. 21 წლისაა და ჯერ წინ აქვს ყველაფერი.
წესით ამ ჯგუფიდან გავლენ ძალიან მარტივად. მერე ვნახოთ.

პ.ს. თემა იყოს გახსნილი და როცა ითამაშებენ მერე შეგიძლიათ დაპოსტოთ.
This post has been edited by Virtuslb on 15 Jun 2014, 17:54
History and everything else...