მოკლედ ხვალ 6-ზეა ან შვიდზეო წეღან მითხრეს ვარჯიში.
აეროპორტში დასახვედრად არ წავსულვარ,მითხრეს აზრიც არ ჰქონდა არ მიგვიშვესო.
ლოკომოტივზე იყო ვარჯიში 7-ს ნახვარზე,მაგრმა რვისკენ დაიწყო,ვიყავი.
რა თქმა უნდა,გურჯებს არაფერი გამოასწორებთ.ასეთი არაორგანიზებული,უხეში და უზრდელი ქცევა არ ვიცი მე.ღია ვარჯიში ჰქვია იმას,რომ მიგიშვან ნორმალურად,მითუმეტეს ჟურნალისტი,მაგრამ არ აისევ ტავისი ძმისშვილები,ნატსავები და ეგეთი პონტები.ტყუილები,რომ ინტერვიუ და ავტოგრაფები მერ ეიქნებაავტობუთან და ახლა გადით და ეგეთები.
სტადიონიდან უნდოდატ გავეგდეთ,ზოგი გამოვიდა ზოგი მაინც შეეტენა.ფოტოს ვინც იღებს მათ გარდა ყველა გადითო.გავედით ჯერ ტრიბუნაზე მერე ჰოლში.ტრიბუნაზე პირველი საინერესო რაც მოხდა,გაიჩიტა სანდრო მაცოლა.თანამშრომელმა მოკლე ინტერვიუ ჩამოართვა.მე სურათიც გადავიღე და ავტოგრაფიც გამოვათვი.ქუდი გაისწორე არ ჩანხარ კარგადო გურამამ მითხრა და მეთქი თუ გავისწორე პონტი იკარგება იუვეს ლოგო არ გამოჩნდებათქო

ჰოდა,ამის გაგონებაზე მაცოლამ შემომხედა და ''ო,ნოოო ინტერ მილააან'' - მითხრა

საწყალი კაცი მის დროს ინტერი მართლა ინტერობდა

ისე ჯიგარი მასტია მაგარი.საინტერესო რაღაცეები თქვა,მერე მოვყვები,ერთს ვიტყვი მარტო რო,ახლა ნაკრებში თამაშსმარტო ტონი იმსახურებ რეალურად დანარჩენები ის დონე არ არისო.ჯილას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს(რგორც უმეტეს იტალიელებს) და ვერ ქაჩავსო,ცვეტში თქვა.კიდე ამათი პრობლემა ეს ფსიქოლოგია და გამ,ძლეობაა,ზედზედ რო არის თამაშები უჭირთ კონცენტრირებაო.
გადავინაცვლეთ ჰოლში,გამოდიან ფეხბურთელებიო,გავედი და კამორი შემეფეთა(ერთ-ერთი პირველი გამოვიდა),ეგ მოიქცა ყველაზე ჯიგრულად,აბსოლუტურად ყველას მოუწერა ვინც სთხოვა.ჩვენში დარცეს და ეალში უფრო მახინჯია

გვერდზე ტონი გაიძურწა მინდორზე.ამ დროს გამოჩნდა დე როსიც და მისვლა ვერ მივასწარი,რამდენიმეს მოუწერა და გავიდა,ისე უცნაური ხელმოწერა კი ჰქონდა,ხუთი დახრილი ხაზი დაახლოებით

გაიჩითა ინძაგიც,ოღონდ ისე აფერისტულად მოიქცა როგორც მინდორზეა ქეთინო

ერთ-ორს მოუწერა ვითომ მოვალეობა მოიხადა და გავიდა მინდორზე.
და კულმინაცია,გურჯი მცველების,ხიხოების სოფლელურმა გამოხტომებმა პიკს მიაღწია,აღარ იცოდნენ რა ექნათ და დაიწყეს წივილ-კივილი აბა გადით აქედან ბევრნი დგახართ და ეგეთები(ისე ჟურნალისტი თუ არა ჟურნალისტი მართლა ავტოგრაფზე იქაჩებოდა და ერთი ამბავი იყო )
ამ დროს,მე რაღაცნაირად მარტ მოვხვდი კედელთან და გასახდელიდან მატერაციმ შემოუხვია,ბევრად მაღალი ყოფილა ვიდრე მეგონა,სიმაღლე კი ვიცოდი,მაგრამ...

ჰოდს ავტოგრაფიმეთქი(იტალიური რო მცოდნოდა ვეტყოდი დღეს შენზე სტატია დავწერეთქო),არ მევასება,მაგრამ ნორმალური მასტი გამოჩნდა.უპრობლემოდ გამიღიმა გამომართვა პასტა და რო დაიწყო ხელმოწერა ერთი ასოც არ ჰქონდა დამთავრებული,ერთი გურჯი პოლიციელი,არ ვიცი ჩემთვის უნდოდა ხელისკვრა თუ ისთვის ეცა და მუჯლუგუნი გარკრა,ვითომ წადიო მაგ პონტში,მასტი გაგჟდ ესნი ინ არიანო,მერ ემომიბრუნდა,მხრები აიჩეჩა ბოდიშის პონტში პასტა დამიბრუნდა და გაყვა.ნერვები მომეშალა ამ ქლიავებზე მთლად.
ჰოდა დელ პიერო,ვისიც ავტოგრაფიც მინდოდა და სულ აღარ ვიაქტიურებდი მერე,ისე გამეპარა ვერც დვაინახე,მატერაცის მერე გამოსულა.
მერ ადავბრუნდით ტრიბუნასთან,ცოტა ხანში კანავარო გამოვიდა იტალიელ ჟურნალისტებთან ინტერვიუს მისაცემად,ერთი ათ წამი ჩემს წინ მოდიოდა,გვერზე გოტფრიდ_ლენცი იყო და შაკომ ავტოგრაფიო სთხოვა,მეც გაწვდილი მქონდა ფურცელი და პასტა,მაგრამ ცივად გვიტხრა ნო და გაიარა.ეგ ცოტა პიჟონია მაიცნ ტყუილა არ ამბობენ

მერე უცებვე გავიდა მინდორზე.
ცოტა ხანში ლუიჯი რივა გაიჩითა ტრიბუნაზე და ინტერვიუებს რო მორჩა ავტოგრაფი მასაც გამოვართვი.გოგოები მიახტნენ სურათზე და რამე.
ივარჯიშეს მსუბუქადგანსაკუტრებული არაფერი.ჩამოყვათ ესე 50-60 ჟურნალისტი.
დაცვის და ხელმძღვანელობის ტყუილები ავტობუსთან ავტოგრაფები და ინტერვიუებიო მაელევ გაიშიფრა,ავტობუსთან საერთოდკატასტროფა იყო,ნუ იქ მაღთლა იყვნენ გოგოები წივილით და არაჟურნალისტები.კოლონა გააკეთეს ახლოს არც მიგვიშევს(ჟურნალისტები კიდე რო გვაპამპულავეს და ცუდად მგვექცნენ მაგას აღარ გავიმეოებ)არ ვცი შიგნით ჰოლში თუ შეძვრა ვინმედა რამე მოახერხა,მაგრამ ჩვენ ვარჯიშის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე გამოვედით და ავტობუსთან დავდექით.კაი ხანი ველოდეთ.პირველი დონადონი გამოვიდა ყურადღება ა რმგოვაქცია და ავიდა ავტობუსში,მერე ოდო გამოვიდა ხელ აგვიწია დაავიდა.დანარჩენს აღრა დავლოდებულვარ,რადგან ძალიან დავიღალე,თან ავტგაფის შანსი მაქ არ იყო.ჩემს უკან კიდე ერთი ქალი იყო,რასაც ჰქვია ტვინი მოტYნა ნიკა ფრთიხლად რამე არ მოგივიდეს ძახილით,შვილი იყო ალბათ,პატარა ბიჭი წინა რიგში იდგა და ამ ქალმა გაბურღა ტვინი,ერთხელაც რო დაიძახა ნიკაო ამასხ და წამოვედი.კიბებეზე ო ავდი პარკისკენ,მეგობრები შემხვდდნენ და სანამ იათ ველაპარაკებოდი სწორედ ამ დროს გამოვიდნენ ფეხბუღთელები,ატყდა ერთი ამბავი,მერე ერთი 10 კაცი დაახლობიტ ომახიანად სკანდირებდა იუვე! იუვე! ალბათ იუვენტინოები გაიჩითნენ.ეს ხმა პარკის გამოსასვლელს რო ვუახლოვდებოდი იქაც მესმოდა,მერე კი წავიდოდა ავტობუსი.
ერთი სიტყვით,არც უკმაყოფილო ვარ და არც ბოლომდე კმაყოფილი,მონაგარი ასეთია - დაუვიწყარი და სასიამოვნო მოგონება.კამორანეზის,რივასა და მაცოლა ავტოგრაფები(ასევე სურათი მაცოლასთან)

ხვალ კი შევალ როგორც ჟურნალისტი და ცნობილაძემაც გამოაცხადა,ინტერვიუები და საუბარი ფეხბუღტელებტან ხვალ,პრესკონფერენციაც ექნებათო,მაგრამ ცოტა კი მეზარება დინამოზე წასვლა თან თუ მოვასწრებ სამსახურიდან.რაც მთავარია პოლიციელებზე მაქვს ნერვები აშლილი და შარი არ მინდა.ტყუილადაც ა რმომიწიოს მისვლა.ერთადეტი დელ პიროს ავტრაფი მინდა და მორჩა.
ხო,რა თქმა უნდა,ყველაზე დიდი მოთხოვნა დელ პიეროზე იყო,და ჯიჯიზე.ყველაზ ემეტი ქომაგი მათ ჰყავთ ჩვენთან.
პ.ს.
ყველაზე ჭკვიანი ჩვენი ერთი უშატატო თანამშრომელი ნუკრი ლოლაძე გამოდგა,დარჩა სტაიონზე მაინც ვითომ ფოტოგრაფი მყავდეს

პერტაიაც იქ დარცა აპარატი ეჭირა და აგან უშველა,ჰოდა,ბუფონთანაც მახერხა სურატის გადაღება,თან საკაიფო სურათის.კამორთანაც და კინაღამ დელ პიეროსაც ჩაუხტა კადრში,მეტი შეძლ თუ არა არ მახსოვს.
This post has been edited by Goodman on 9 Oct 2006, 23:49
"I feel sorry for people who don't drink. They wake up in the morning and that's the best they're going to feel all day." -Frank Sinatra
---
ყველაფერი მარტივია... ცხოვრება მშვენიერია
---
ეს საინტერესოა:
http://1myway1.wordpress.com/
---
Modigliani