"სარბიელი"
# 19
სამშაბათი, 30 იანვარი, 2007 წელი
ზიდანისტი გენუიდან
გიორგი კაკაბაძე
ფეხბურთში ახალი მოდაა - თუ გინდა ,,კაი ბიჭი" იყო და პატივს გცემდნენ, მარკო მატერაცის უნდა დაარტყა, ხოლო თუ თავს ჩაარტყამ, ეს კიდევ უფრო აგიწევს ფასს. ხუმრობა ხუმრობად, მაგრამ ზიდანი მართლაც ბევრმა "აიტაცა". მას მერე, რაც ზინედინ ზიდანმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მატერაცისგან სიტყვიერი შეურაცხყოფა ვერ მოითმინა და მას თავი ჩაარტყა, ყველა, ვისაც არ ეზარება, ,,ინტერისა" და იტალიის ნაკრების მცველს უმოწყალოდ უტყაპუნებს. მერე, მყრალი ხასიათითა და პროვოკატორობით განთქმული ,,მატრიცა" გამოდის და ამბობს, მსხვერპლი ვარო.
კვირას სერია ფ-ს 21-ე ტური გენუაში ,,სამპდორია" - ,,ინტერის" მატჩით დასრულდა. ,,ნეროაძურიმ" მორიგი, მიჯრით მე-14 გამარჯვება მოიპოვა, რითაც სრულიად ევროპის რეკორდს მიუახლოვდა - ზედიზედ 15-ჯერ აქამდე მხოლოდ ,,რეალსა" და ,,ბაიერნს" მოეგოთ. ამაში მილანელებს მასპინძელთა ნახევარმცელი ჯენარო დელ ვეკიო დაეხმარა. შეხვედრის მე-7 წუთზე იგი ,,ინტერის" მეკარე ჟულიო სეზარს ეუხეშა, მატერაცი თანაგუნდელს გამოესარჩლა და დელ ვეკიოს წაეკინკლავა. რითიც დასრულდა ეს ყველაფერი, ძნელი გამოსაცნობი არ არის - დელ ვეკიომ მატერაცის თავი ჩაარტყა და მსაჯ რიცოლისგან წითელი ბარათი მიიღო. კინაღამ გუნდური ჩხუბი ატყდა, მაგრამ ბოლოს ვითარება განიმუხტა და ,,ინტერმაც" ათკაციან მეტოქეს საკმაოდ იოლად მოუგო.
მარკო მატერაცი: ,,ცუდი არაფერი გამიკეთებია. ჟულიო სეზარის ინციდენტამდე დელ ვეკიო ადრიანოსაც ეუხეშა. მე აგრესიული ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ როცა ხედავ, რომ მეკარეს ბურთი უკვე ხელში აქვს, მგონი, უნდა გაჩერდე. დელ ვეკიომ იუხეშა და მასთან მივედი, არანაირ პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ, ვუთხარი, მსგავსი გამოხტომები შეეწყვიტა, პასუხად კი მან თავი ჩამარტყა, რის გამოც ენა გავიჭერი და სისხლი წამომივიდა. არც ,,სამპდორიას" მწვრთნელ ვალტერ ნოველინოსთან მიჩხუბია, მხოლოდ ვუხსნიდი, რაც მოხდა. ზოგჯერ შარში ვეხვევი, მაგრამ ჩემს შეცდომებზე ყოველთვის პასუხს ვაგებ. ამჯერად კი ნამდვილად არაფერი დამიშავებია".
,,შევცდი, რისთვისაც ბოდიში უკვე მოვიხადე. თუმცა მატერაციმ ჩემი პროვოცირება მოახდინა და მინდა, ეს აღიაროს. მან თქვა,რომ მე ადრიანოსა და ჟულიო სეზარის დაშავება მინდოდა, რაც ტყუილია. სხვანაირად რომ დაეწყო ჩემთან ლაპარაკი, ამგვარი რეაქცია არ მექნებოდა. რა თქვა ასეთი მატერაციმ. შეგიძლიათ ეს, ვიდეოჩანაწერში მისი ტუჩების მოაძრაობით გაარკვიოთ" - განაცხადა დელ ვეკიომ.
მოახდინა მატერაციმ მორიგი ,,მსხვერპლის" პროვოკაცია, თუ ამჯერად მართლაც თავად იყო ,,მსხვერპლი", ეს ჯერ უცნობია. თუმცა რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ამ ყველაფრისგან ისევ თავად დელ ვეკიო და ,,სამპდორია" დაზარალდნენ. ხუთ დღეში ეს გენუელების ზედიზედ მეორე საშიანო მარცხი იყო ,,ინტერთან". წინა კვირაში ,,ნეროაძურიმ" იტალიის თასის ნახევარფინალურ მატჩში ვალტერ ნოველინოს გუნდს 3:0 მოუგო.
,,ინტერის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი: ,,ჩემპიონატი ჯერ არ დამთავრებულა, კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ. მომავალ ტურში ,,რომასთან" ძალიან მნიშვნელოვანი და რთული მატჩი გველის. რაც შეეხება უშუალოდ ,,სამპდორიასთან" მატჩს, დელ ვეკიოს გაძევების შემდეგ ინერტულები ვიყავით, მაგრამ ტაიმის მიწურულს გამოვიღვიძეთ, რაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლშიც აისახა".
ვალტერ ნოველინო: ,,პროფესიონალი ასე არასდროს არ უნდა მოიქცეს. ,,ინტერთან" თამაში ისედაც ძნელი იყო და, მით უმეტეს, ათი კაცით... თუმცა ცუდად მაინც არ გამოვიყურებოდით. დელ ვეკიოს საქციელს კი გამართლება არ აქვს".
(ც) გაზეთი "სარბიელი "
(ც) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი
მიმაგრებული სურათი
"I feel sorry for people who don't drink. They wake up in the morning and that's the best they're going to feel all day." -Frank Sinatra
---
ყველაფერი მარტივია... ცხოვრება მშვენიერია
---
ეს საინტერესოა:
http://1myway1.wordpress.com/
---
Modigliani