მომეწონა დღევანდელი თამაში - დაგეგმილი პროგრამა მინიმუმი დიდი პრობლემების გარეშე შევასრულეთ
პირველ ტაიმში გუნდი საათივით აწყობილი თამაშობდა და სათამაშო სიტუაციებიდან ბარსელონას მინიმალური შანსიც არ შეუქმნია.
ბუნებრივია, მეორე ტაიმს ბარსას შტურმი მოყვა, იმიტომ, რომ საჩემპიონო გუნდისთვის შინ უშუალო კონკურენტთან მატჩში ფრეც უარყოფით შედეგად შეიძლება, ჩაითვალოს. ჩვენ გავძელით და შევძელით ჩვენის გატანა.
სანტი დიდებული იყო.
დაცვაში საუკეთესო მიგელი და აიალა იყვნენ. ალბიოლმა და მორეტიმაც კარგად ითამაშეს, მაგრამ რამოდენიმე საკვანძო ეპიზოდში შეცდომები დაუშვეს.
ნახევარდაცვაში და საერთოდ ორივე გუნდის მთელ შემადგენლობაში საუკეთესო იყო კაპიტანი დავიდ ალბელდა, რომელმაც 5-იანზე გაართვა კაპიტნის მოვალეობებს თავი. ედუ ართმევაზე კარგი იყო, მაგრამ პასში ჰქონდა წუნი. ხოაკინი დიდად არ მომეწონა, უხეშ შეცდომებს არ უშვებდა, მაგრამ ძალიან პრიმიტიულ გამოსავალს ნახულობდა ხოლმე, რაც არ ამართლებდა. ვისენტე კარგი იყო, მაგრამ ძველ სიჩქარეს ჯერჯერობით ვერც კი უახლოვდება.
სილვას რაც შეეძლო იბრძოდა, მაგრამ მისი პატარა, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ტანს ბარსას ტანმაღალ და ფიზიკურად ძლიერ მცველებთან ჯაჯგური უჭირდა. ვილია კომენტარის გარეშე - ალბელდას და სანტის შემდეგ საუკეთესო.
შეცვლაზე შემოსულებში საუკეთესო ანგულო იყო. კი არა ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ნეტა თავიდანვე ყოფილიყო-თქო.
მოკლედ, შეფასება: ოთხიანი (4/5)
ეს ვილიას გოლი:
http://www.valenciacf.es/vr/Goles/20060924...-GOL-VILLA1.WMVეს თემა იხურება და ვხსნი ახალს!