ბრაზილია სადღაც 93-94-ის მიჯნიდან.
მიზეზი: მამაჩემი 50-იანი წლებიდან ბრაზილიის ქომაგი, ჩემი ძმა 82-დან.
ჩემზეც იწონიეს გავლენა, პირველი ზიარება ბრაზილიურ ფეხბურთთან სან პაულუ იყო მილანთან.
ზაფხულში კი უკვე მსოფლიო დაიწყო.
ეხლაც მახსოვს ის განცდა როგორ ველოდებოდი ბრაზილია-რუსეთს და როგორ უნდა ვზიარებოდი პირველად იმ ნაკრების თამაშს, რომელსაც ვგულშემატკივრობდი, თუმცა არცერთი მისი თამაში ნანახი არ მქონდა

არნახული სიამოვნება მომანიჭა ფეხბურთმა, პირველი სექსივით იყო. თუ კი მანამდე უბრალოდ ვუყურებდი ფეხბურთს,
გულშემატკივარი ზუსტად მაგ დღეს გავხდი.
თუმცა მანამდე იყო ბავშვური ღლეობები

92-ის ევროპა იყო საერთოდ პირველი ფეხბურთი რომელსაც ვუყურე (თუ არ ჩავთვლით 90 წელს დინამოზე ივერია-ოდიშის თამაშს

),
ხოდა სანამ დაიწყებოდა ევროპა ხელში 90-ის მსოფლიოს ბუკლეტივით ჩამივარდა,
ხოდა რო წავიკითხე, გამოვაცხადე რომ გერმანიის გულშემატკივარი ვარ და საყვარელი ფეხბურთელი მატეუსიათქო

თუმცა ძაან პატარა ვიყავი და მაგ ევროპის მერე, რათქმა უნდა ფერმანიისთვის აღარ მიგულშემატკივრია.
კი არადა 96-2002 წლებში აუტანელი ზიზღი მქონდა.
საკლუბო:
პირველი თამაში რომელსაც საკლუბო ფეხბურთშსი ვუყურე იყო სან პაულუ-მილანი (უფტო სწორად რაღაცა მიმოხილვის მსგავსს ჩანაწერს),
მეორე კი 94 წლის ლიგის ფინალი. თუმცა გულშემატკივრობის სურვილი არ გამჩენია არც ბარსასადმი და არც მილანის.
პირვველი გუნდი რომელიც შემიყვარდა და დავუწყე გულშემატკივრობა, იყო პსჟ, ვეას, ჟინოლას და რაის დროს 94-95-ში.
ძაან მომწონდა, მერე მილანმა გააგდო. მილანის წაგებამ ფინალში ისე გამახარა დიდი სიმპათიებით განვეწყე აიაქსისადმი :ლოლ:
და შემდეგი ორი სეზონი მაგათკენ ვიყავი.
ამ დროს კი ფეხბურთში რონალდო გამოჩნდა

რეალური მიზეზი რატომაც ეს კაცი სულ თავიდან ამოვიჩემე სათავეს ჯერ კიდე 94 წლიდან იღებს.
მამაჩემს ქონდა ალპინიადა თრუსოს ხეობაში (ყაზბეგი) და აქედან გზაში გვერდით მამაჩემის მეგობარი მთამსვლელი მეჯდა და როცა გაიგო რო ბრაზილიის გულშემატკივარი ვიყავი, მთელი გზა მიყვებოდა ვიღაც 17 ბიჭზე, რომელსაც პელეზე უკეთესი შედეგები აქვსო (იგულისხმებოდა პელე 17 წლის ასაკში). ეგ საუბარი და იმ ბიჭის სახელი ჩამრჩა დიდხანს და როდესაც პირველად გამოჩნდა ჩემთვის (ბარსაში 96) იმ დღიდანვე მაგის გულშემატკივარი გავხდი.
1997 წლის ზაფხულიდან კი ინტერის გულშემატკივარი ვარ აგერ უკცე 17 წელია.
როცა რონალდომ ინტერი დატოვა უკვე საკმაოდ დიდი ვიყავი იმისთვის რო გუნდი შემეცვალა,
იმდენი მქონდა გადატანილი ინტერის გამო, იმდენი ცრემლი, სისხლი და წყლები (

) დაღვრილი რო ცხოვრების ბოლომდე შევეკარი ამ გუნდს
This post has been edited by Augustto Pinochet on 29 Apr 2014, 11:36