მე მრცხვენია კიდეც რომ ვთქვა ფეხბურთს 70-იანებიდან ვადევნებ თვალს მეთქი.

(ვირი ხბორებშიო.)
შესაბამისად უმრავლესი თქვენგანისგან განსხვავებით ჩვენი თაობა კიღამ დინამოს სტადიონზე იზრდებოდა.ხოდა რა თქმა უნდა რომ ჩემი ფანობა თუ ეს სიტყვა სწორად მიესადაგება იმ გრძნობას რაც დინამოსთან მაკავშირებს დინამოდან იწყება და გულის სიღრმეში დღესაც დინამო ჩემია.

(ამ შემადგენლობით არა რა თქმა უნდა და ამ ხელმძღვანელობით.)
რაც შეეხება უცხოურ საფეხბურთო კლუბებსა თუ ნაკრებებს მათ მიმართ მე ჩემებური, ზოგისთვის აუხსნელიც კი მაგრამ ნაღდად ჩემებური დამოკიდებულება მაქვს.
დინამოს სტადიონზე ყველაზე დიდი გუნდი ვინც აქ თბილისში სტუმრებია დინამოს ეს რა თქმა უნდა 1979 წელს დიდი ლივერპული იყო. ისეთი განსხვავებულად აღმგზნები წითელი ფერის ფორმა ეცვათ იმ ოხერებს რომ არ შეიძლებოდა არ აღფრთოვანებულიყავი თუნდაც წითელი რეჟიმის ქვეშ მყოფი ქვეყნის წარმომადგენელიც კი.
რაც შეეხება სიყვარულს ეს ისეთი გრძნობაა რომ სურვილებისგან დამოუკიდებლად მოდის.ვერ გათვლი რომ ეს კლუბი უნდა შევიყვარო ან ის. ის თავისთავად შენგან დამოუკიდებლად მოდის ადამიანთან ჰოდა ესე გაღვივდა ჩემშიც იმ ოხერების მიმართ გრძნობა და არც კი ვიცი როგორ ვთქო სასიხარულოდ ჩემთვის მეთქი რადგან მე მგონი ავად ვარ. და ამ ავადმყოფობას ლივერპული ჰქვია.
ჩემი მათ მიმართ გრძნობა გამოგიტყდებით და ინტერნეტთან ურთიერთობამდე დიდი საბუღალტრო ისტორიული მონაცემებით და წვრილ წვრილი სხვადასხვა ინფორმაციებით არ იყო მდიდარი.ამას ოღონდ მათ მიმართ ჩემი დამოკიდებულისთვის ხელი არასოდეს შეუშლია.
ეხლანდელი პერიოდი ერთის მხრივ წინსვლაა ინფორმაციულობის თვალსაზრისით რადგანაც ინტერნეტთან ერთად არის საშუალება პირდაპირ ტრანსლირებებსაც კი ადევნო თვალი ადამიანმა და ეს ქართული ტელე არხებიდანაც კი.(თუმცა ცნობილაძემ რაც ის მეზურნე გოგუშკები ამღერა ტვ-ში მის მერე ინგლისსაც აღარ ანახებს და რაც ის ნაკრების პრესატაშეა თუ რაც არის და ის გახდა, აღარც რექვიემს უკრავს ქართული ფეხბურთის "ზასტავკად".)
ჩვენ კი პანტიანში დავდიოდით ხოლმე ოთხშაბათობით რომ იქ თურქული არხების საშუალებით ევროტუნრნირებისთვის კერძოდ კი ჩემპიონთა თასის თამაშებისთვის გვეყურებინა. ესე რომ დღეს ინფორმაციის მიღების საშუალება, თუნდაც საბუღალტროსი, გაცილებით, გაცლებით დიდია და ხელმისაწვდომია.
ეხლა რაც შეეხება მათ ვინც მიყვარს და ვინც ნაკლებად.
ის რაც სიყვარულთან ასოცირდება:
საქართველო :
დინამო(თბილისი)ეროვნული ნაკრები (დღეს ორთავე უფრო გულისტკივილია ვიდრე სიხარული.)
საქართველოს ფარგლებს გარეთ:
ლივერპული .
სიმპათიებს ყველა ლამაზად მოთამაშე სხვადასხვა კლუბი იწვევს ჩემში რომელნიც იმ კლუბთა რიცხვს არ განეკუთვნებიან ვინაც მძულან. და ოდნავ მეტად მაინც:
ატლეტიკო(მადრიდი)
ბოკა ხუნიორსი(ბუენოსაირესი)
ნაპოლი(იტალია)
მონაკო(მონაკო.საფრამგეთი)
ბენფიკა(ლისაბონი)
ბავარია(მიუნხენი)
ხო რაც შეეხება სანაკრებო დონეზე ფავორიტი ქვეყანა საქართველოს დარად რომ მიყვარდეს ეს წარმოუდგენელია აი ოღონდ მაინც ინგლისს ვქომაგობ ხოლმე უფრო მეტად უპირველეს ყოვლისა იმ ოხერებიდან რომელიმეს მაინც იქ ყოფნის გამო.
ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი ჩემს ბავშვობაში იყო ვოვა გუცაევი. აქ საქართველოში რა თქმა უნდა.
ყველაზე დიდი ვინც კი ოდესმე სადმე მინახია რომ ბურთს თამაშობს თუ თამაშობდა ეს დიეგო მარადონაა.
წარმოიდგინეთ 1986 წელს ინგლისს ვქომაგობდი არგენტინის წინააღმდეგ სხვადასხვა მიზეზების გამო.(ერთი ისიც იყო რომ ევროპულ ქვეყანას კერძოდ ინგლისს, მინდოდა ამერიკიდან თასი წამოეღო და ამის ძალიან დიდი შანსი იყო. 3-1) თუმცა იმ მატჩში რაც იმ დედით ინდიელმა გააკეთა წარმოუდგენელი რამ იყო.
ესე რომ იმ ფეხბურთელებიდან ვინც აღარ ბურთაობენ და მე მათი ხილვით ვიღებდი უდიდეს აღფრთოვანებას (ქართველთა გარდა) არიან:
მარადონა
კიგანი
ვან ბასტენი
რუმენიგე
ისინი ვინაც ახლა ბურთაობენ:
სტივი-ჯიოუენი (მიშა)
ტორესი
ჯო კოული
კაკა
ლეო მესი
**********************************************************************************************
ეხლა რაც მძულდა, მაღიზიანებდა ბავშვობიდან და ეხლაც მძულს არიან:
საფეხბურთო კლუბები:
სპარტაკი(მოსკოვი)
არარატი(ერევანი)
MU
რეალი(მადრიდი)
რივერი(ბუენოსაირესი)
ნაკრებები რომელთა მიმართ ზიზღს ვერასოდეს ვერ მვალავდი და ახლაც ვერ ვმალავ არიან:
რუსეთის ეროვნული ნაკრები.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრები.
სასომხეთის ეროვნული ნაკრები.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრები.
ფეხბურთელები რომელთა ხილვას არც ვისურვებდი საერთოდ
იყვნენ:
იური გავრილოვი.
სკილაჩე.
რობერტო ბაჯო.
ბებეტო.
და წვრილწვრილად ბევრი სხვა თუმცა აღარ ჩამოვთვლი თემა მაინდამაინც რომ არ წავბილწო.
ეხლანდელ დღეებში ვითომ მობურთავეთაგან კი:
როლანდუ.
ბექჰემი.
ბალაკი.
საყვარელი ქართველი მწვრთნელი რა თქმა უნდა ნოდარ ახალკაცია.
საქართველოს გარეთ კი აღფრთოვანებას ვერ ვმალავ ერნს ჰაპელის მიღწევებთან. სიყვარულით კი ჩემი ელამი ფრანგი ულიე მიყვარდა და ეხლაც მიყვარს.