Goodman
FORZA ITALIA!

        
ჯგუფი: Members
წერილები: 41084
წევრი No.: 5640
რეგისტრ.: 5-July 04
|
#3929493 · 10 Oct 2006, 22:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"სარბიელი" # 231 სამშაბათი, 10 ოქტომბერი, 2006 წელი
რატომ მებუტება საფრანგეთი? ლუდოვიკ კარგი ადამიანი ხვდება, რომ ვერაფერს ხვდება
გიორგი კაკაბაძე
მხოლოდ მისი ფიზიკური მონაცემების შემხედვარე არც ერთი კლუბი არ ენდობოდა, მაგრამ იგი თავის ფეხბურთს თამაშობს და ეს ძალიან კარგად გამოსდის. პირველი ფრანგია, ვინც "ბარსელონაში" წარმატებულად ირჯება. თუმცა რატომღაც ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება წლეულს ერთხელაც არ მისცემია. გატანილი გოლების სტატისტიკა ამპლუით ნახევარმცველისთვის შთამბეჭდავი აქვს. იგი სიმპათიას იწვევს გულშემატკივრებში. თანაგუნდელებსაც ძალიან უყვართ, რადგან იუმორზე მაწყრალად არ არის. ნორმალური ურთიერთობა აქვს მწვრთნელთანაც, რადგან კარგად ესმის როტაციის მნიშვნელობა და პრეტენზიული არ არის. იგი ჟურნალისტებსაც უყვართ, რადგან ყოველთვის ხელმისაწვდომია და კომენტარებს არ იშურებს. ეს ლუდოვიკ ჟიულია და აი მასთან ინტერვიუც
- გული არ გწყდებათ, რომ სანამ "ბარსელონაში" ვარჯიშობთ, ამ დროს საფრანგეთის ნაკრებს ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები აქვს და თქვენ ეროვნულ ნაკრებში არ ხართ.
- არა, ყველაფერი რიგზეა. მე ისევ არ ველაპარაკები საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელს, ისეთივე ვითარებაა, როგორიც მუნდიალის დროს იყო.
- ანუ.
- მე მას არ ვურეკავ და ის მე არ მეხმიანება. რაიმონ დომენეკი პრესაში ამბობს ხოლმე, რომ ნაკრების კარი ყოველთვის ღიაა, მაგრამ ეს უკვე ბევრჯერ მომისმენია. სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე ლაპარაკი არც მსიამოვნებს, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. ეს ფეხბურთია და ამგვარი რამეები ხდება. ცხოვრებაში რაღაც-რაღაცებს ვერ ვიგებ ხოლმე. ამ შემთხვევაში კი ვხვდები, რომ ვერაფერს ვხვდები. არ მესმის, თუ რატომ არ მენდობიან ნაკრებში.
- როგორ ფიქრობთ, "ბარსელონა" კრიზისშია და ამ სეზონში პრობლემები ექნება.
- ეს ჟურნალისტების მოგონილია. ყველაფერი რიგზეა, ამაში ეჭვი ნუ გეპარებათ. ხუთი თვით ეტოო გამოგვაკლდა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.
- ეტოოს საქმე როგორ არის.
- მისთვის ყველაფერი ნათელი და გადაწყვეტილია. რამდენიმე თვე სარეაბილიტაციო კურსი უნდა ჩაიტაროს და ეცდება, მინდორს რაც შეიძლება, მალე დაუბრუნდეს.
- რა გააკეთეთ ისეთი სეზონისწინა პერიოდში, რომ ახლა რონალდინიოზე უკეთ გამოიყურებით.
- პირველ რიგში, ორი თვე ვისვენებდი, ამდენი ხანი ცხოვრებაში ჯერ არ დამისვენია. დანიაში ბევრს ვმუშაობდით, მერე ამერიკაში გავემგზავრეთ და ამ გადაფრენა-გადმოფერნით ისე დავიღალეთ, ბევრს არც ვვარჯიშობდით. არ ვიცი, სხვებზე უკეთ გამოვიყურები თუ არა, მაგრამ ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა ვუმატებ, სეზონი ახალი დაწყებულია.
- რონალდინიოზე რას გვეტყვით. ჯერჯერობით იგი ჩვეულად ვერ თამაშობს.
- ჩვეულებრივი ამბავია, როცა ფეხბურთელი ცოტას უკლებს. ყოველი დღე ერთმანეთის მსგავსი არ არის. არაფერი საგანგაშო არ ხდება, რონი კიდევ ბევრ ბრწყინვალე მატჩს ჩაატარებს.
- "მონაკოში" თქვენი ყოფილი თანაგუნდელი ფერნანდო მორიენტესი ახლა "ვალენსიაშია" და კარგად თამაშობს...
- მორიენტესმა "ვალენსია" ძალიან გააძლიერა. იგი ჩინებული ფორვარდია. ვფიქრობ, "ვალენსია" ჩვენთვის საკმაოდ საშიშია.
- რას ელით სუპერკვირისგან, რომელშიც "სევილიასთან", "ჩელსისთან" და "რეალთან" მოგიწევთ თამაში.
- ვემზადებით. ჩვენთვის ახალი არ არის ასეთი რთული პერიოდები.
- გსურთ "სევილიასთან" რევანშის აღება ევროპის სუპერთასზე სამარცხვინო წაგების გამო.
- რა თქმა უნდა... თანაც შინ, ათიათასობით ქომაგის თვალწინ ვითამაშებთ და გვინდა, დავამტკიცოთ, რომ "სევილიაზე" ძლიერები ვართ.
- ლაპორტასთან მართლა დანიძლავდათ, რომ ამ სეზონში ათ გოლზე მეტს გაიტანთ.
- არა! ფულზე არასოდეს ვნიძლავდებით. უბრალოდ, ეს კაცური სიტყვა და შეთანხმება იყო. რა ჰქვია ამას ესპანურად.
- კაბალიეროების შეთანხმება.
- ზუსტად! კაბალიეროების შეთანმხება, ფულის გარეშე.
- რატომ ვარჯიშობთ სხვა ფეხბურთელებისგან განცალკევებით.
- სპეციალური პროგრამით ვვარჯიშობ, რათა ჯანზე უკეთ ვიყო. როცა მატჩები არ გვაქვს, ეს ფორმის შესანარჩუნებლადაა საჭირო. თანაც ყველა შეხვედრაში თამაში არ მიწევს და კალაპოტიდან არ უნდა ამოვვარდე.
- გაწუხებთ, რომ ძირითად შემადგენლობაში მუდამ ვერ ხვდებით.
- ამას უკვე მივეჩვიე. გუნდში 24 უმაღლესი კლასის მოთამაშეა და ყველანი ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის ვიბრძვით. ამისთვის კი ბევრი მუშაობაა საჭირო. ხან ითამაშებ, ხან არა - ეს ფეხბურთი და ცხოვრებაა, რისთვისაც მზად უნდა იყო.
- ადაპტაციის პერიოდი ისე მალე გაიარეთ და ისე მოერგეთ "ბარსელონას", რომ ყველა მეგობრად გთვლით. რაშია თქვენი საიდუმლო.
- აქ თავს კარგად ვგრძნობ. ერთი ესპანეთის ან კატალონიის მოქალაქეობა მაკლია. ერთი სიტყვით, აქ ბედნიერი ვარ და ურთიერთობა არავისთან მიჭირს.
- სკოლაში არ გაჯავრებდნენ იმის გამო, რომ ყველაზე პატარა იყავით კლასში.
- ასეთი აღნაგობა მაქვს და ყოველთვის ვიცოდი, რომ ამას ვერ შევცვლიდი. დაბალ ბავშვებს თავისი პლუსები აქვთ და ეს მათ უნდა აუხსნან. როცა მაღალი არ ხარ და შედარებით სუსტი აღნაგობისა ხარ, შენი სისწრაფით უნდა ისარგებლო. სამაგიეროდ, უფრო მოქნილი ხარ.
- თქვენ თამაში ქუჩაში დაიწყეთ...
- დიახ, ქუჩა თავისუფლებაა. გუნდის, ფორმის, პოზიციის, ბუცებისა და მწვრთნელის გარეშე თამაშობ, მითითებას არავინ გაძლევს, ბურთს გრძნობ და აკეთებ იმას, რაც გსიამოვნებს - ეს მართლაც ნამდვილ თავისუფლებაა. კლუბში კი ყველაფერი გათვლილია და წესები უნდა დაიცვა.
- "ბარსას" წესები თქვენთვის მისაღებია.
- რა თქმა უნდა. თუმცა ბევრი ჩვენგანი ქუჩიდან მოდის. ეტოო, დეკუ, რონალდინიო, ბელეტი, ედმილსონი... ყველანი ქუჩაში ან პლაჟზე თამაშობდნენ, ეს ჩვენი საიდუმლო და პატარა, დამატებითი იარაღია. ხავი და ინიესტა კი სრულყოფილი ფეხბურთელები არიან, რადგან ბავშვობიდანვე დისციპლინით იზრდებოდნენ.
(ც) გაზეთი "სარბიელი " (ც) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი
--------------------
"I feel sorry for people who don't drink. They wake up in the morning and that's the best they're going to feel all day." -Frank Sinatra --- ყველაფერი მარტივია... ცხოვრება მშვენიერია --- ეს საინტერესოა: http://1myway1.wordpress.com/ --- Modigliani
|