ფრანჩესკო ტოტის ახალი წიგნიდან

როგორც იცით, იტალიაში ისეთივე რეპუტაციით სარგებლობს, როგორც ჩვენთან სანდრო მახარაძე (შუაქალაქელი)
ტოტი თავსხმა წვიმაში აივანზე დგას და სველდება.
ილარი ეძახის: "ფრანჩე, შემოდი სახლში , წვიმს!"
ტოტი: "ჯობია, შენ გამოხვიდე, აქ უფრო კარგად წვიმს!".
***
ფრანჩესკო ტოტიმ ეგვიპტეში, ნილოსში ნიანგი დაინახა და გაოცებულს აღმოხდა: “ვაა, ამათი სპონსორი LACOSTE ყოფილა!”.
***
ტოტის უნდა მობილურის დეპოზიტის შევსება, მაგრამ ვერ ახერხებს და სერვის-ცენტრში რეკს:
- უკაცრავად, მაგრამ ამ ბარათს ვერაფერი გავუგე. როგორ შევავსო ანგარიში?
- დამცავი ფენა გადაფხიკეთ?
პაუზის შემდეგ:
- კი, გადავფხიკე…
- მერე, მანდ რომ 12-ციფრიანი კოდია, ის უნდა აკრიფოთ…
- როგორ? ჩემ ტელეფონს ნომრები მარტო 0-დან 9-მდე აწერია…
***
ფრანჩესკო რეკავს აეროპორტში:
- ვერ მეტყვით რომიდან მილანში რამდენ ხანში ჩავფრინდები?
- ერთი წამი…
- დიდი მადლობა, - თქვა ტოტიმ და ყურმილი დაკიდა.
***
ფრანჩეკსო სასამართლოშია, ბრალდებულის სკამზე ზის.
მოსამართლე: სინიორ ტოტი, თქვენი ადვოკატი ვინაა?
ტოტი: რა?
მოსამართლე: ანუ, ვინ იქნება თქვენი დამცველი?
ტოტი: პელიცოლი, პანუჩი, კივუ, კანდელა, მანსინი…
***
როცა ტოტის უთხრეს, რომ მისი წიგნი მილიონიანი ტირაJით გაიყიდა, გაოცებულმა თქვა: “ეს შეუძლებელია, მე ხომ მხოლოდ ერთი წიგნი დავწერე?!”.
***
“კორიერე დელო სპორტი” იუწყება: “ტოტის ბიბლიოთეკა, მთელი ორი წიგნი ხანძარმა შთანთქა. დაზარალებული დეპრესიაშია. მან Jურნალისტებს განუცხადა, რომ ძალიანს სწყდება გული, რადგან მეორე წიგნის ბოლომდე გაფერადება ვერ მოასწრო”.
***
(ნამდვილი ამბავი)
2003 წელია. გაგანია ომი აშშ-სა და ერაყს შორის. Jურნალისტი ტოტის ეკითხება: ფრანჩე, რას იტყვი ამერიკისა და ერაყის დაპირისპირებაზე?
- აბა, რა გითხრა. ორივე მხარე მაგარია, ორივეს წარმატებას ვუსურვებ. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მხოლოდ ერთ-ერთს დარჩება.
***
დელ პიერო და ტოტი გამოდიან საკონტროლო წერიდან.
ტოტი: ალექს, რა ქენი?
დელ პიერო: ვერაფერი ვერ დავწერე და ცარიელი ფურცელი ჩავაბარე.
ტოტი: შენც? ახლა იფიქრებენ, რომ შენგან გადავიწერე…
***
ფრანჩესკომ ბარში დაინახა ლამაზი გოგო, რომელიც კატას ეფერებოდა. “შებმა” მოუნდომა და საუბრის აწყობის მიზნით ეკითხება:
- რა ლამაზი კატაა, მამალია?
- კი, როგორ მიხვდით?
- მაგას რა მიხვედრა უნდა?! ულვაშები აქვს…
***
იტალიის ნაკრების ფეხბურთელებმა იპოვეს ჟადონსური სარკე. ჟადოსნობა იმაში მდგომარეობს, რომ თუ სარკის წინ ტყუილს იტყვი, ანარეკლი იკარგება.
პირველად გატუზომ სცადა:
- მე ვფიქრობ, რომ ლამაზი ვარ…
ანარეკლი გაქრა.
კასანო:
- მე ვფიქრობ, რომ ინტელიგენტი ვარ…
ანარეკლი გაქრა.
ტოტი:
- მე ვფიქრობ…
ანარეკლი გაქრა.
This post has been edited by zumbito on 11 May 2009, 22:12