გაიღიმეთ ხალხო
არ აღიარებული ქალობა არ ნიშნავს კაცობას
15 დეკემბერს დამთავრებულ აზიის თამაშებს, მსოფლიო მაშტაბის სკანდალი მოჰყვა.
საქმე ეხება ინდოელ მორბენალ სანტი სუნდარადჟანს, რომელმაც ქალ მორბენალთა შორის მეორე საპრიზო ადგილის დაკავება მოახერხა.
ქალბატონს, რომელსაც საპრიზო თანხა გადაეცა, ექიმებმა გენდერის ტესტის ჩააბარება მოსთხოვეს, რომლის თანახმადაც სპორტსმენის ქალობა არ დადასტურდა.
საქმეში ჩაერია აზიის სპორტული ფედერაცია, რომლებმაც მორბენალის დასჯა მოითხოვეს.
ქალბატონი, რომელიც მრავალი წელია მონაწილეობს სქვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე და ინდოეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, დამცველებიც გამოუჩნდნენ.
ინდოეთში ჩატარებული ინტერნეტ გამოკითხვის თანახმად, სანტის ვერცხლის მედალი უნდა შეუნარჩუნდეს. გარდა ამისა, ინდოეთის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ მორბენალს საჭიროების შემთხვევაში საპრიზო თანხას თავად გადაუხდიან.
გაურკვეველი სქესის სპორტსმენს ინდოეთში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ტრანსვისტიტთა კავშირის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ყურადღეება გაამახვილეს ამ ტიპის ადამიანების მრავალ პრობლემაზე, რომლებსაც ისინი ცხოვრებაში ხშირად აწყდებიან და აღნიშნეს, რომ სანტის მაგალითი მისაბაძი უნდა იყოს ყველასათვის.
თავად სპორტსმენს, რომელსაც ჯერჯერობით ვერც კაცობა დაუმტკიცდა და ვერც ქალობა, სკანდალის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია. დუმილს ამჯობინებენ სანტის ახლობლებიც, რომლებსაც ჟრნალისტები მხოლოდ ერთი კითხვით მიმართავენ: სანტი სუნდარადჟანი ქალია თუ კაცი.