კომენტატორებს ცოტა ხნით თავს დავანებებ და გაზეთის ჟურნალისტის სტატიას დავდებ... უდაოდ მარგალიტია ვინც აბზორი მაინც ნახეთ , ტრო ინტერის დაპირისპირებისა
გაზეთების ( მითუმეტეს სპორტულის) კითხვის მოყვარული არ გახლავართ და ამის მიზეზიც მაქვს.
ხოდა გუშინ შემთხვევით ოლიპს გადავავლე თვალი და გაოგნებული დავრჩი.
მაინტერესებს ვინმემ თუ უყურეთ ტორინო ინტერის დაპირისპირებას, ან მიმოხილვას მაინც. და კიდე თუ ვინმეს მოგეპოვებათ ამ თამაშის მიმოხილვა იქნებ დადოთ. მე სპორტ 1 ვუყურე მიმოხილვას და სულ სხვა შთაბეჭდილება დამრჩა იმისაგან რაც ამ გაზეთში ამოვიკითხე, კერძოდ :
( ოლიპისეული ტორო ინტერის მიმოხილვა)
"მიუხედავად იმისა, რომ "ინტერს" "ტორინოს" წინააღმდეგ არ ჰყავდა შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩი,რომელიც წლეულს"ინტერის" ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა,
"ნერაძურიმ" ტურინელთა კართან დაახლოებით ათამდე საგოლე მომენტი შექმნა.
მარტო კრუზს თავისუფლად შეეძლო ჰეთ-თრიქის შესრულება, მაგრამ არგენტინელმა მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა თავი.ნამდვილ სასწაულებს ჩადიოდა "ტორინოს" კიპერი ფონტანა, რომელიც წლების წინ "ინტერის" ღირსებას იცავდა და მილანური კლუბიდან რობერტო მანჩინისთან კომფლიქტის გამო წავიდა. როგორც ჩანს, ფონტანა თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ძალზე მოტივირებული იყო და
მეტწილად სწორედ მისი დამსახურებაა "ტორინომ" მხოლოდ ერთი ბურთის სხვაობით რომ წააგო.
შემდეგ კიდევ ერთი აბზაცია ნაკლებად სასაცილო ..
მოკლედ მართლა მაინტერესებს თქვენი ააზრი ამ უდაოდ დიდი ფანტაზიის მქონე ჟურნალისტზე და საერთოდ ჯურნალისტიკურ პროფესიონალზმზე..
ეს კიდე არაფერია ისეთ სისულელეებს წერენ მაგრამ ამ ჯერზე ამით დავკმაყოფილდეთ