
ვისენტე როდრიგესი ვერ დაეხმარება ვალენსიას,ჩემპიონთა ლიგის მატჩზე "შახტართან". ამის მიზეზი გახლავთ,კვირას ესპანეთის პრიმერადივიზიონში "სელტასთან" მატჩის 26-ე წუთზე მიღებული ტრავმა.
მედიკოსები შიშობდნენ,რომ ეს ტრავმა შეიძლებოდა გამხდარიყო 2004 წლის 29 სექტემბერს "ვერდერთან" მატჩში მიღებული ტრავმის რეციდივი,რომელსაც მაშინ ქირურგიული ჩარევა დაჭირდა.
თუმცა შემდგომმა გამოკვლევებმა აჩვენეს,რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ კუნთის დაჭიმულობაა.
"მე წესრიგში ვარ"
ვისენტე ფრიად უიღბლოა მსგავს შემთხვევებში,14 იანვარს მან მარჯვენა ფეხი დაიზიანა,თუმცა იგი არ ანიჭებს ამ ყოველივეს დიდ მნიშვნელობას და ბრძოლისთვის ემზადება

"მე წესრიგში ვარ"-აცხადებს ის. "ბოლო-ბოლო ეს ყველაფერი არც თუ ისეთი სერიოზულია,ერთადერთი რაც შიშს იწვევდა იყო ის,რომ მე დავიზიანე ადრე უკვე ტრავმირებული კოჭი,რომელიც გასივდა და მტკივა,თუმცა თუ ყოველივე გეგმის მიხედვით წარიმართა,
მომავალი კვირისათვის უკვე ფორმაში ვიქნები"
გეეენათალე
This post has been edited by EndoMorph on 16 Oct 2006, 18:02