წუხელ ვუყურე მიმოხილვას ...
ცუდად არ გვითამაშია მაგრამ 20 მომენტიდან ერთიც ვერ გამოვიყენეთ....

6-7 მომენტი მარტო კაკას ქონდა...4 კი რაც იმ მიმოხილვაში ჩანდა პიპოს...
მაგრამ რად გინდა ან AEK -ს მეკარე იღებდა ან კარს ცდებოდა...
მე კაკას თამაში მომეწონა როგორც ყოველთვის კარგად გამოიყურებოდა...
პირლო ერთხელ გამოჩნდა მგონი ოლივეირა რომ წააქციეს და საჯარიმო დაარტყა მაშინ...
ზეედორფმაც მგონი კარის მიმართულებით დაარტყა 1-2 ჯერ ბევრი სხვა ვერაფერი დავინახე მისი გაკეთებულიც...
დაცვა თითქოს ნორმალურად გამოიყურებოდა მალდინი საკმაოდ აქტიური მეჩვენა...
ის გოლი კი AEK-მა რომ გაგვიტანა საჯარიმოდან დარტყმული იყო და დიდა ვერ ხედავდა...
ამიტომ რეაგირება მარცხნივ გააკეთა და ფაქტიურად არაფერშუაში იყო ...
ტაიმის ბოლო წუთზე კი დიდამ მუხლი დაიზიანა იმედია სერიოზული არ იქნება...