zvintikმილანი რა სხვებსაც ჰყავთ ორი პლეიმეიკერი

ნუ ეგ გამოკითხვა დაახლოებით წლის საუკეთესო ფეხბურთელის პონტია

ისე გიკრვირს? პირლო არ არის შესაძლებლობებით პლეიმეიკერი?

აგე ის სტატიები რა,მაგრამ გაზეთისგან განსხვავებით სტატისტიკა ონლაინ ვერსიაში რატომღაც არ არის და ხელით კოპირება ახლა მეზარება...
"სარბიელი"
# 8
ხუთშაბათი, 17 იანვარი, 2008 წელი
კაკა 2007
გიორგი კაკაბაძე ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია ორი წელია, წლის საუკეთესო გამთამაშებელს ასახელებს და ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ 2007 წლის ლაურეატად ბრაზილიის ნაკრებისა და იტალიური "მილანის" პლეიმეიკერი კაკა დასახელდა.
ამ გამოკითხვაში მონაწილეობას ყველა კონტინენტის 87 სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტი იღებს. 49 მათგანმა კაკა პირველ ნომრად დაასახელა, რის შედეგადაც 25 წლის ბრაზილიელმა საგრძნობი უპირატესობით გაასწრო მეორეზე გასულ თანაგუნდელს, 28 წლის ანდრეა პირლოს, მესამეზე კი "ბარსელონას" 20 წლის არგენტინელი ვუნდერკინდი ლიონელი მესი აღმოჩნდა.
შარშან ფედერაციამ საუკეთესო გამთამაშებლად ზინედინ ზიდანი დაასახელა. მეორეზე რონალდინიო გავიდა, მესამეზე კი - პირლო.
2007 წლის საუკეთესო ათეულში კიდევ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი მოხვდა - 20 წლის ფრანსესკ ფაბრეგასი, 22 წლის კრიშტიანუ რონალდუ, 22 წლის დიეგო და 23 წლის რობინიო.
23 პლეიმეიკერი 12 სხვადასხვა ქვეყნიდანაა წარმოდგენილი. აქედან ხუთი ბრაზილიელია, სამი ინგლისელი, ორ-ორი არგენტინელი, იტალიელი, პორტუგალიელი, ესპანელი და ჰოლანდიელი. აღსანიშნავია, რომ ხუთივე ბრაზილიელი საუკეთესო თერთმეტეულშია.
ამ 23 მოთამაშიდან 7 ინგლისში თამაშობს, ხუთი - ესპანეთში, ოთხი - იტალიაში, ხოლო სამი - გერმანიაში. მხოლოდ ორი ფეხბურთელი თამაშობს ევროპის გარეთ.
ოცდასამეულში სამ-სამი ფეხბურთელი ჰყავთ "მილანს", "ბარსელონასა" და "არსენალს", ორი კი - "მანჩესტერ იუნაიტედს".
"სარბიელი"
# 7
ოთხშაბათი, 15 იანვარი, 2008 წელი
რეკორდსმენი ბუფონი
გიორგი კაკაბაძე ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს 2007 წლის საუკეთესო მეკარედ იტალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი დაასახელა. 29 წლის იტალიელი პირველი გოლკიპერია, რომელმაც ეს აღიარება მეოთხედ მოიპოვა. სამ-სამჯერ წლის საუკეთესო მეკარის წოდება ბუფონის თანამემამულე ვალტერ ძენგამ, პარაგვაელმა ხოსე ლუის ჩილავერტმა და გერმანელმა ოლივერ კანმა მიიღეს.
უკვე 20 წელია რაც ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია წლის საუკეთესო მეკარის თავის ვერსიას ასახელებს. 2007 წელს ბუფონმა "ჩელსის" გოლკიპერ პეტრ ჩეხს გაასწრო. ჩეხეთის ნაკრების 25 წლის მეკარე მიჯრით სამი წელია, საუკეთესოთა სამეულში ხვდება, 2005 წელს კი საუკეთესოც გახდა. მესამე ადგილზე ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" 26 წლის მეკარე იკერ კასილიასი გავიდა.
ბუფონის, ჩეხისა და კასილიასის შემდეგ, მეოთხე ადგილზე "მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერი ედვინ ვან დერ სარია, ხოლო მეხუთეზე - ბრაზილიური "სან პაულუს" კარის დარაჯი როჟერიო სენი, რომელიც საოცრად პოპულარულია, რადგან მეკარეებს შორის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანალი. ჩილავერტის დარად, სტანდარტული დარტყმების უბადლო შემსრულებელი ეს ბრაზილიელიცაა.
2007 წლის საუკეთესო ათეულს თუ გადავხედავთ, პირველი სამეული გაცილებით ახალგაზრდულია, ვიდრე დანარჩენი შვიდეული - ამ უკანასკნელთა შორის 34 წელზე ახალგაზრდა არავინაა.
თუ უფრო შორს წავალთ და 2007 წლის ოცეულს გადავხედავთ, გამოჩნდება, რომ მასში 11 სხვადასხვა ქვეყნის მეკარეა წარმოდგენილი. აქედან ხუთი ესპანეთს წარმოადგენს, ოთხი - ბრაზილიას, ორ-ორი კი გერმანიასა და იტალიას. ამ ოციდან ხუთ-ხუთი იტალიისა და ინგლისის ჩემპიონატებში თამაშობს, ოთხი კი ესპანეთის ჩემპიონატში. "ინტერი", "მილანი" და "არსენალი" ოცეულში ორ-ორი მეკარითაა წარმოდგენილი.
"I feel sorry for people who don't drink. They wake up in the morning and that's the best they're going to feel all day." -Frank Sinatra
---
ყველაფერი მარტივია... ცხოვრება მშვენიერია
---
ეს საინტერესოა:
http://1myway1.wordpress.com/
---
Modigliani