ესეც ინტერვიუ....
მანჩესტერი
-აქ ყველაფერი მომწონს, დაწყებული ცხოვრების რიტმიდან, დამთავრებული სახლით, რომელიც მომცეს. როცა დედაჩემმა ეს სახლი ნახა, გაოცდა...ამხელა სახლი რათ გინდაო? რატო არ მინდა? მინდა. კლუბმა საჭიროდ ჩათვალა, რომ ეს სახლი მოეცა, მომწონს დიდ სახლში ცხოვრება!
ბავშვობა
-ნამდვილად არ ვიყავი განებივრებული ბავშვი. ბევრჯერ სკოლაში ფეხითაც წავსულვარ!
-რატომ?
_(იცინის)სიარული მომწონდა, თანაც სკოლა სახლიდან 15 კმ-ში იყო. ფულიც არ გვქონდა და ამიტომაც ფეხით მიწევდა წასვლა. მშურდა, ნამდვილად მშურდა იმ ბავშვების ვინც მშობლების ნაირ-ნაირი მანქანებით დადიოდნენ, მაგრამ ვეგუებოდი ჩემს ბედს!
-მშობლები რას საქმიანობდნენ?
-მოსამსახურეები იყვნენ, მაგრამ როცა წამოვიზარდე მივხვდი რომ ჩემი შრომით ბევრს მივაღწევდი. ვარჯიშებზე ყოველთვის სიხარულით მივდიოდი...
-სწავლა?
ვსწავლობდი ისე, როგორც შემეძლო. დედას და მამას ვპირდებოდი რომ სკოლაში ვივლიდი და ასეც ვიქცეოდი, ბევრჯერ ნატკენი ფეხით ძლივს მიმიღწევია სკოლამდე, მაგრამ...
სახელი
-რატომ გქვიათ რონალდუ?
-(იცინის) არ ვიტყვი.
-იქნებ....
-მამაჩემი დიდ პატივს სცემდარონალდ რეიგანს.ეს სახელი სწორედ ამიტომ დამარქვეს.კრიშტიანუს აღარავინ მეძახის, უკვე რონი ვარ! იმ პერიოდში, როცა მე დავიბადე, ამერიკასა და რუსეთს შორის ცივი ომი მიმდინარეობდა და სიტუაცია რონალდ რეიგანმა გამოასწორა. ასე დამარქვეს რონალდუ.
-ძმა გყაავთ?
-დიახ, ერთი ძმა და სამი და.
-თქვენს ძმას რატომ არ დაარქვეს რონალდუ?
-არ ვიცი, არ ვიცი. მერიდეთ, პოლიტიკური სახელი მქვია და ფეხბურთიდან რომ წამოვალ, პორტუგალიის პრეზიდენტი უნდა გავხდე!
პირველი გუნდი
-ლისაბონის სპორტინგი. არ მინდა ბავშვობის გუნდებზე საუბარი. სპორტინგი იყო ჩემი პირველი პროფესიონალური გუნდი, რომელშიც 17 წლისა მივედი. მეორე წელს ჩემპიონი გავხდი და იქაურობა დავტოვე.
-მანჩესტერიდა წასვლა არ გინდა?
-არც ვფიქრობ...
-აქ რა მოგწონთ?
-ბედნიერი ვარ. ამ კლუბს, წითელ ეშმაკუნებს ეძახიან, და მეც პატარა წითელი ეშმაკუნა ვარ, მაგრამ მხოლოდ ფეხბურთში.
-მგონი ეს თქვგენს წიგნშიც დაწერეთ.
-დიახ. გამოვუშვი ავტობიოგრაფია, რომელსაც მომენტები დავარქვი. საქმე ისაა, რომ ძალიან მინდოდა ფეხბურთისადმი ჩემი სიყვარული გადმომეცა. 12 წლის ვიყავი, როცა მადეირაზე საუკეთესო ბავშვი ფეხბურთელი გავხდი. 6 წელში უკვე მანუში ჩავირიცხე! როცა ევროპამ გამიცნო, პირველი ვისაც ჩემი ყიდვა უნდოდა მანჩესტერი იყო, მერე კი ბარსამაც და არსენალმაც გამოიჩინა ინიციატივა. მაგრამ მანჩესტერი ავირჩიე მხოლოდ იმიტომ, რომ როცა ტელევიზიით ოლდ ტრაფორდზე მოთამაშე გუნდებს ვუყურებდი, გაოცებას ვერ ვმალავდი. ეს სულ სხვა სამყარო იყო. როცა მანჩესტერ იუნაიტედი თასის მფლობელი გახდა, მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, მაგრამ როცა ამ გუნდის თამაში ვნახე, ვთქვი რომ იქ თამაში ჩემი ოცნება იყო... როცა სპორტინგს მანჩესტერი დაუკავშირდა, მივხვდი რომ ეს იყო გუნდი, სადაც კარიერას გავაგრძელებდი, ასეც მოხდა. 4 წელიწადია რაც აქ ვარ, მაგრამ მგონია, რომ სულ ახლახან მოვედი. ჩემთვის ოლდ ტრაფორდზე მოსვლა კვლავ დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული. ჯერ მხოლოდ 22 წლის ვარ და კიდევ რამდენიმე წელი აქ ვაპირებ დარჩენას.
-რონი, რამდენი გადაიხადა შენში მანჩესტერმა?
-მაშინ მთელი ევროპა ამ ტრანსფერზე საუბრობდა. ჩემში 12 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადეს და ამბობდნენ, რომ თინეიჯერში ამხელა თანხა არ უნდა გადაეხადათ!
-ახლა რა ღირს რონალდუ?
-ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ 12 მილიონად რომ ნამდვილად გავიყიდები, ეს ვიცი (იცინის)
-როდის შეგამჩნიათ მანჩესტერმა?
--ამხანაგური შეხვედრა ჩატარდა ლისაბონის სპორტინგსა და მუს შორის.
-როგორ დამთავრდა ეს შეხვედრა?
-(იცინის) მოვუგეთ! 3:1
-მერე?
-მოდიოდნენ ჩემთან ინგლისელები და მეუბნებოდნენ, რა მაგარი ყოფილხარო. როგორც მერე ალექს ფერგიუსონმა მითხრა, მისი შეგირდები მიდიოდნენ და თხოვდნენ ჩემს შეძენას. ალექსმა დამიძახა და მითხრა, ითამაშებ ჩვენთანო. კი-მეთქი. ამ შეხვედრიდან რამდენიმე თვე გავიდა და 2003 წლის 12 აგვისტოს გადავედი იქ!
-და 7 ნომრიანი მაისური მოირგეთ...
-დიახ. ახალი არ უნდა იყოს რომ ლუიშ ფიგუ ჩემი იდეალია, მას კი სულ ამ ნომრით უყვარდა თამაში.
-პირველი თამაში გახსოვთ?
-დიახ, ბოლტონს ვეთამაშეთ!
-როგორ ითამაშეთ?
-ორ გატანილ გოლში მივიღე მონაწილეობა, პენალტი გამოვიმუშავე და ხალხი გადავრიე. მერე ტრიბუნები ყვიროდნენ, ახალი ვარსკვლავიაო. მერე კი ლეგენდაც მიწოდეს, ბევრმა კი ამ გუნდში ლეგენდარულ ფეხბურთელ ჯორჯ ბესტსაც შემადარა!
-მერე მოგწონთ?
-როგორ არ მომწონს, მაგრამ ეს ზედმეტია. მე რპონალდუ ვარ და ჩემი ადგილი მიკავია ამ გუნდში, ჯორჯ ბესტს ვერ შევედრები.
----------------------------------------
ტაკ დევიღალე....გაგრძელება იქნება, შემდეგი თემებია ,, რეალის ვარიანტი,'' და ,,ოჯახი''