Eto_N
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1198
წევრი No.: 17215
რეგისტრ.: 14-February 06
|
#5315928 · 13 Apr 2007, 13:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
,,სან სიროზე’’ ,,ინტერს’’ ,,პალერმო’’ სტუმრობს და ტურის მთავარი მატჩიც ეს არის. ,,ნეროაძურის’’ ასი ქულის მოგროვება და ჩემპიონობის ოფიციალურად რაც შეიძლება მალე განაღდება განუზრახავს, ამიტომ კვლავაც მოსაგებად იბრძოლებს. სიცილელებს კი ქულები ალბათ უფრო მეტადაც სჭირდებათ, ვიდრე მილანელებს, რადგან ბოლო დროს საზიზღარი შედეგები აქვთ და ფანებიც განაწყენებულნი არიან. ,,პალერმოსთვის’’ ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ გუნდმა დიდი უპირატესობა ქარს გაატანა და ახლა ერთ დროს გარანტირებულად მიჩნეული ოთხეული კი არა უეფას თასის საგზურიც სათუო გაუხდა. წინა ტურში, შინ ,,კალიარისთან’’ მორიგი მარცხის შემდეგ, ,,პალერმოს’’ მწვრთნელ ფრანჩესკო გვიდოლინის მოხსნას უპირებდნენ, მაგრამ სიცილიელთა ხელმძღვანელობამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა და მისი სეზონის ბოლომდე პოსტზე დატოვება გადაწყვიტა. ხაზი გაუსვათ იმასაც, რომ ,,ინტერი’’ მიმდინარე სერია A-ში ჯერ დაუმარცხებელია. ბოლოს ჩემპიონატში რობერტო მანჩინის გუნდმა 2006 წლის 30 აპრილს წააგო ,,ემპოლისთან’’ მატჩში, მარკო მატერაცის საოცარი ავტოგოლის ,,წყალობით’’. ,,ინტერს’’ ხულიო რიკარდო კრუზი ჰყავს დაშავებული, ბოლომდე ჯანზე არ არის ზლატან იბრაჰიმოვიჩიც. სიცილელებს კი რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაუბრუნდათ. დანაკლისი დისკვალიფიცირებული ჯუზეპე ბიავა და მარკო პიზანო არიან, საკმაო ხნის წინ მძიმედ დაშავებული ამაური რომ აღარ ვახსენოთ. მიუნხენის ,,ბაიერნის’’ ძლევითა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლით ფრთაშესხმული ,,მილანი’’ ,,მესინას’’ სტუმრობს და აუცილებლად უნდა მოიგოს, თორემ მეოთხე ადგილის სხვა მაძიებლებს არ სძინავთ. ,,სტადიო სან ფილიპოს’’ ბინადრებს კი თავისი საფიქრალი აქვთ, ისინი ბოლოდან მეორე ადგილზე არიან და ქულები ჰაერივით სჭირდებათ. ,,მილანის’’ შემადგენლობა ფაქტობრივად უძლიერესია. ,,მესინას’’ კი ვინსენ კანდელა, მიცუ ოგასავარა და ანჯელო რეა არ ეყოლება. სათუაოა ვეტერანი ფორვარდის არტურო დი ნაპოლის თამაში. ,,მანჩესტერ იუნაიტედთან’’ შერცხვენილი ,,რომა’’ ფანების თვალში ოდნავ მაინც რეაბილიტაციას საკუთარ ,,სტადიო ოლიმპიკოზე’’ ,,სამპდორიასთან’’ მატჩში ეცდება. თუმცა ,,გლადიატორებს’’ გენუელებთან იოლი გასეირნება ნამდვილად არ ექნებათ. ,,რომას’’ ახლა ორი მიზანიღა დარჩა, იბრძოლოს იტალიის თასისი მოსაგებად ფინალში ,,ინტერთან’’ და სერია A-ში მეორე ადგილი შეინარჩუნოს, მით უმეტეს რომ მისი მადევარი მოსისხლე მტერი ,,ლაციოა’’. ლუჩანო სპალეტის მაქს ტონეტო, ალბერტო აკილანი და ჟილბერტო მარტინესი დააკლდება. ,,სამპდორიას’’ თავდასხმაში აქვს პრობლემები, გენუელები ემილიანო ბონაცოლის, ფრანჩესკო ფლაკის, მირკო პიერისა და ალესანდრო ბასტრინის მოისკალისებენ. ვალტერ ნოველინო გუნდის მთავარმეგოლის ფაბიო კალიარელას გარდა შეტევაში ალბათ ისევ 18 წლის უკრაინელს ვლადიმირ კომანს გაამწესებს, რომლის დებიუტიც სერია A-ში წინა ტურში შედგა. ტოსკანური დერბები შესაძლოა ძალიან პოპულარული არ იყოს, მაგრამ იტალიაში მათ დიდი ყურადრება ექცევა, მით უმეტეს მთავარ ტოსკანურ დერბის და ამ ტურში სწორედ ,,ფიორენტინა’’_,,სიენაა’’. სხვათა შორის, იტალიელი სამართალდამცავები ამ დერბის ბევრად დიდი ენერგიასა და ყურადრებას უთმობენ ხოლმე, ვიდრე ვთქვათ რომაულ დერბის. ,,იები’’ რომელიმე ევროტუნირის საგზურისთვის იბრძვიან და ასეც რომ არ იყოს ამ მატჩის მოსაგებად მაინც ყველაფერს გააკეთებდნენ. იგივე ითქმის ,,სიენაზეც’’, რომელიც ,,ფიორენტინასგან’’ განსხვავებით უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და ეს ჯერ გარანტირებული არ აქვს. ფლორენციელები სრული შემადგენლობით არიან, მარიო ბერეტა კი ალბერტოს,ეციო ბრევისა და დანიელე გალოპას ვერ დაიხმარს. ,,ასკოლი’’ ცალი ფეხით უკვე სერია B-შია და მისგან სასწაულს ალბათ აღარავინ ელის. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნედო სონეტის შეგირდები ,,ლაციოსთან’’ მატჩში წასაგებად გავლენ მინდორზე. ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ,,ბიანკოჩელესტი’’ კი აუტსაიდერთან ჩემპიონატში მიჯრით მეცხრე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. დანარჩენი მატჩების დაწვრილებით ჩამოთვლას აღარ მოვყვებით, ისე კი თუ სატურნირო ცხრილს ჩახედავთ, თავადაც დარწმუნდებით, რომ ფაქტობრივად ტურის ყველა მატჩს ,,ტორინო’’_,,ატალანტას’’ გარდა სატურნირო თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
This post has been edited by Eto_N on 13 Apr 2007, 13:38
|