ამ მატჩში ქულების მოპოვება ხორვატიისათვის გაცილებით მნიშნელოვანია, ვიდრე სერბეთისთვის. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მასპინძლები ბოლომდე არ იბრძოლებენ. ამ შეხვედრას განსაკუთრებულობას სძენს ამ ორ ქვეყანას შორის ისტორიული დაპირისპირება და შესაბამისად, "ცრვენა ზვეზდას" სტადიონზე (ტევადობა 51,862), რომლის ზედმეტსახელი "მარაკანა" გახლავთ, შეკრებილი მაყურებელი დაძაბულ თამაშს იხილავს.
სერბებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის თეორიული შანსებიღა დარჩათ, მაგრამ ბოლომდე შეეცდებიან ამ შანსის გამოყენებას. ნაკრებს ვერ დაეხმარება იტალიური "უდინეზეს" ფეხბურთელი დუშან ბასტა, რომელსაც ტრავმის გამო იძულებითი ორკვირიანი პაუზა აქვს. სინიშა მიხაილოვიჩმა მის გარდა ყველა ის ფეხბურთელი გამოიძახა ნაკრებში, ვისი ხილვაც სურდა. სასიკეთოდ გადაწყდა "ანდერლეხტის" თავდამსხმელ ალექსანდრე მიტროვიჩისა და ლისაბონის "ბენფიკას" ნახევარმცველ ნემანია მატიჩის საკითხი. ორივე ეს ფეხბურთელი განაცხადშია და უკვე მწვრთნელი გადაწყვეტს, ითამაშებენ თუ არა ისინი ხორვატიასთან დაპირისპირებაში. მწყობრშია გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ფილიპ დიურჩიჩი (3 გოლი). ასევე, გამოძახებულია გამოცდილი მეკარე ვლადიმირ სტოიკოვიჩი, რომელსაც ამხანაგურ მატჩში კოლუმბიასთან არ უთამაშია. მატჩის წინ მან კომენტარიც გააკეთა: "იმის მიუხედავად, რომ თითქმის შანსი არ გვაქვს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის, ჩვენ ბოლომდე ვითამაშებთ, რადგან ეს არ ამცირებს ჩვენს ვალდებულებას. მე არ მიკვირს, რომ ხორვატები შოტლანდიასთან დამარცხდნენ, რადგან ჯგუფი ისეთია, რომ ქულების დაკარგვა ყველგან მოსალოდნელია". მატჩის წინ ასევე ისაუბრა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა დუშან ტადიჩმა: "ზაგრებში პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, მეორე ტაიმი შედარებით უკეთესი იყო. ჩვენ მივიღეთ გაკვეთილი. კარგად მოვემზადეთ და შედეგი აუცილებლად მოვა. ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მოვიდეს სტადიონზე და მხარი დაგვიჭიროს". ასევე, მაყურებელს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს ნაკრების კაპიტანმა ბრანისლავ ივანოვიჩმა და ვიცე-კაპიტანმა ალექსანდრ კოლაროვმა. ცნობისთვის, გუშინდელი ინფორმაციით 40,000 ბილეთი უკვე გაყიდულია; ამიტომ, დიდი ალბათობაა იმის, რომ "მარაკანაზე" თავისუფალი ადგილი რთულად მოსაძებნი იქნება. "პირველ შეხვედრაში ხორვატების წინაამღდეგ რაც მოხდა, აღარ უნდა განმეორდეს. განსაკუთრებით პირველ ტაიმში ვითამაშეთ ცუდად. კარგად გავაანალიზეთ ის შეხვედრა, ჩვენ თავში მოვძებნეთ მიზეზები. შევეცდებით საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და შედეგიც უკეთესი გვქონდეს!", - დასძინა სინიშა მიხაილოვიჩმა.
ხორვატებისთვის ყველაფერთან ერთად სატურნირო თვალსაზრისითაც ძალიან მნიშნელოვანია ეს შეხვედრა. ნაკრების მიზანი პირველ ადგილზე გასვლა და მუნდიალზე ყოველგვარი პლეი-ოფის გარეშე გაღწევაა. მაგრამ, თუ დღევანდელ შეხვედრას ვერ მოიგებენ, მიზნის შესრულება მეტად გაუჭირდებათ. ხორვატების მთავარმა მწვრთნელმა იგორ სტიმაჩმა ყველა ის ფეხბურთელი გამოიძახა ნაკრებში, ვისაც აქვს იმის ძალა, რომ დღევანდელ შეხვედრაში სასურველ შედეგს მიაღწიონ. მატჩის წინ კომენტარი არ დაიშურეს ხორვატიის ნაკრების ორმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა. ივან პერისიჩი: "სწორი გზით ვითარდებით, მაგრამ შოტლანდიასთან მარცხი იყო რეგრესი. ცუდად ვითამაშეთ და ეს აღარ უნდა განმეორდეს. უნდა ავიღოთ ბევრი ქულები და ახლა ჩვენი მთავარი აქცენტი არის გადატანილი სერბებთან მატჩზე. ჩვენ ამ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში დიდ ნაბიჯის გადავდგამთ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობისთვის, რაც ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. ჩემი აზრით, ჯერ კიდევ ვართ ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები მსოფლიოში". იგივე აზრზეა პერიშიჩის თანაგუნდელი ედუერდო: "ჩვენთვის მინიმალური შედეგი არის მეორე ადგილი, თუმცა ეს სახიფათოა, რადგან პლეო-ოფში შესაძლოა დავუპირისპირდეთ ესპანეთს, საფრანგეთს, პორტუგალიას ან ინგლისს. ამიტომ, ჩვენი მიზანია პირველ ადგილზე გასვლა, რაც ავტომატურად მუნდიალზე ასპარეზობას ნიშნავს. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და ჯერ-ჯერობით ბრძოლაში ვართ".
ეს გუნდები ერთმანეთს პირველად სწორედ წელს დაუპირისპირდნენ ზაგრებში, სადაც მასპინძლებმა 2:0 დაამარცხეს სერბეთის ეროვნული ნაკრები. გოლები მარიო მანჯუკიჩმა და ივიცა ოლიჩმა გაიტანეს.
მაქსიმალური კოეფიცენტები: სერბეთის მოგებაზე: 2.79 (Pinnacle Sports)
ფრეზე: 3.30 (Tipico)
ხორვატიის მოგებაზე: 2.88 (William Hill)
ჰანდიკაპის ზღვარი: +/- 0
წინა შეხვედრის მიმოხილვა: ხორვატია 0:1 შოტლანდია
ბელგია 2:1 სერბეთი
გუნდების ინფო: სავარაუდო შემადგენლობები: წყარო:
http://www.preview.ge/news/14_shesarchevi_...a/2013-09-06-28 This post has been edited by BettingExpert on 6 Sep 2013, 16:08