მსოფლიო ჩემპიონატის არსებობის ისტორიაში თასი რვა ნაკრებს აქვს აღმართული. 7 მათგანთან ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს ნათამაშები აქვს, მხოლოდ ურუგვაისთან არ აქვს არც ერთი მატჩი ჩატარებული. ხორვატებმა საერთო ჯამში ბრაზილიის, გერმანიის, იტალიის, არენტინის, ესპანეთის, საფრანგეთისა და ინგლისის წინააღმდეგ 38 მატჩი ჩაატარეს, სადაც 10 შემთხვევაში გამარჯვებულები გამოვიდნენ, 12-ჯერ ფრე ითამაშეს, ხოლო 16-ჯერ დამარცხდნენ.
ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს ყველაზე ცუდი შედეგები აქვს ფრანგებისა და ბრაზილიელების წინააღმდეგ, რომელთანაც გამარჯვებისათვის ჯერ არ მიგვიღწევია. სამაგიეროდ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული რვა თამაშიდან არც ერთ შეხვედრაში არ დამარცხებულან.
საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ სამი წაგება და ორი ფრე.
გერმანიის წინააღმდეგ ხორვატიის თამაში დადებითადაა შეფასებული - 2 გამარჯვება, 2 წაგება, 1 ფრე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს გამარჯვებები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის თამაშებზე შედგა.
1998. მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი. ხორვატია-გერმანია:
VIDEO 2008 წელი:
VIDEO VIDEO ესპანეთის წინააღმდეგ ხორვატებს ექვსი შეხვედრა აქვთ ჩატარებული. 2 მოგება, 3 წაგება და ერთი ფრე. თუმცა მათგან მხოლოდ 2 შეხვედრა იყო ოფიციალური, სადაც ერთი გამარჯვება ხორვატებს დარჩათ, ერთი კი ესპანელებს.
2016 წელი:
VIDEO არგენტინის ნაკრებთან, რომელიც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატიასთან ერთადაა ჯგუფში ცეცხლოვნებს 4 შეხვედრა აქვთ ჩატარებული. 1 მოგება, 2 წაგება და 1 ფრე.
ინგლისის წინააღმდეგ შვიდი შეხვედრა (2 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება). ევრო 2008-ის შესარჩევ ეტაპზე ხორვატებმა ინგლისელებს ორივე მატჩში აჯობეს, რითაც მათ მოუსპეს შანსი გასულიყვნენ ფინალურ ეტაპზე. ხორვატ გულშემატკივრებს დღემდე ახსოვს უემბლიზე მოპოვებული გამარჯვება (2-3).
ინგლისი-ხორვატია, 2007
VIDEO დღეს 18:00-ზე ენფილდზე გაიმართება ამხანაგური მატჩი ხორვატია-ბრაზილია. (HRT 2, SporTV, Match TV Football 1)
როგორც ხორვატები იუწყებიან გუშინდელი ვარჯიში მანძუკიჩმა ტრამვის გამო გამოტოვა. ტრმვის დეტალები არ არის ცნობილი. მის ნაცვლად ბრაზილიასთან შეხვედრას კრამარიჩი ან კალინიჩი დაიწყებს. თუმცა როგორც ოფიციალური წყაროები იუწყებიან "ქუჩის მებრძოლს" არც თუ ისე დიდი დაზიანება აქვს და იგი დღევანდელ შეხვედრას სამედიცინო შტაბთან შეთანხმების შესაბამისად გამოტოვებს.
როგორც ტიტემ განაცხადა ნეიმარი თამაშს ძირითადში არ დაიწყებს.
https://www.index.hr/sport/clanak/brazilski...ke/2001947.aspx https://net.hr/sport/nogomet/mario-mandzuki...ndzina-zamjena/