http://www.championat.ge/news.php?id=2637ესპანეთის სუპერთასის განმეორებითი მატჩის ანონსი
როგორც მოგეხსენებათ პირველი მატჩი სევილიაში 3:1 დამთავრდა მასპინძელთა გამარჯვებით, მაგრამ გვარდიოლას იმედს აძლევს ის ფაქტი, რომ განმეორებით შეხვედრაში კლუბს ის ფეხბურთელები დაემატებიან რომლებმაც ეროვნულ ნაკრებში გამოძახების გამო პირველი შეხვედრა გამოტოვეს.
პეპს არ შეიძლება არ აწუხებდეს იბრაჰიმოვიჩთან დაკავშირებული სიტუაცია. "მილანი" კვლავ ადასტურებს მისი შეძენის სურვილს, შვედი ფეხბურთელის აგენტი კი აცხადებს, რომ გვარდიოლა უფრო ადრე დატოვებს "ბარსელონას" ვიდრე ზლატანი, .პეპი ასევე იძულებულია პრეს-კონფერენციებზე ჟურნალისტების შემოტევა იგერიოს, რომელნიც "ბარსას" გაურკვეველ სატრანსფერო კომპანიაზე სვამენ კითხვებს. ის აცხადებს, რომ კლუბი მზადაა რამდენიმე ახალწვეულს გაუფორმოს კონტრაქტი, მაგრამ ჯერჯერობით "ბლაუგრანას" მხრიდან არცერთ კლუბს ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია კონკრეტულ ფეხბურთელთან დაკავშირებით. სანამ როსელი გამოსავალს ეძებს-გვარდიოლა თან ჟურნალისტების დაჟინებულ შემოტევას იგერიებს და თან "სევილიასთან" განმეორებითი მატჩისთვის ემზადება. "ბარსელონას" განაცხადში ამჯერად აღარ იქნებიან ტიაგო და ჯონათან დოს სანტოსი. ასევე, ბევრი მიმომხილველი იხსენებს ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერთან" პირველი მატჩის 1:3 წაგებას.
"სევილიას" სხვა სახის პრობლემები აქვს. ისინი ცდილობენ სკილაჩის "არსენალისთვის" რამდენადაც შესაძლებელია სარფიანად მიყიდვას და ასევე პრიორიტეტების ზუსტ განსაზღვრას. საჭიროა ბალანსის პოვნა, სუპერთასის მოგების საკმაოდ მაღალი შანსი არსებობს, მაგრამ ამავდროულად ძალებია შემოსანახი ჩემპიონთა ლიგისათვის, სადაც პირველ მატჩში ისინი "ბრაგასთან" 1:0 დამარცხდნენ პორტუგალიაში.
"ბარსას" ამ მატჩში კიდევ ერთი დამატებითი მოტივაცია აქვს. თუ კატალონიელები დაეუფლებიან ამ ტიტულს, გაასწრებენ მოგებული ესპანეთის სუპერთასების რაოდენობით მადრიდის "რეალს".
"ბარსელონა" - "სევილია" 21.08 22.30
სტადიონი: "კამპ ნოუ"
არბიტრი: ფერნანდეს ტეშეირა
I Love Dinamo Tbilisi......
მე მიყვარს თბილისი...
Ribo #1
AC MILAN