ახალ-ახალი ხალხი გვეპარება რიგებში. დია სასიამონოა, მაშ!!!
ჩემი აზრით, ჰიტცფელდი რამე ახალს შემოგვთავაზებს. ისეთს, რაც ჯერ არავის უჩვენებია. ეგ კაცი რევოლუციისთვის ემზადებოდა თურმე ამდენი ხანი. ახლა კი ასპარეზი აქვს.
იქნება მეტი თავდადება, მეტი დისციპლინა, მეტი გოლი სხვის კარში და ნაკლები ჩვენსაში.
რატომღაც მგონია, რომ 3-5-2-ით ითამაშებს. კარში იასნია ვინც, დაცვაში: ვან ბუიტენი, ლუსიო, ისმაელი - ფლანგები: ლამი, სანიოლი - ნახევარდაცვა: ვან ბომელი, ჰარგრივსი, შვაინშტაიგერი - თავდასხმა: მაკაი, პოდოლსკი.
გუნდი სავარაუდოდ ითამაშებს კონტრშეტევებზე და ამით ხელი გაეხსნება ჩვენს თავდასხმას. ორივე კონტრიერიშის კაცია.
ეს ამბავი ამ წუთამდე არ მჯერა. ცოტა ზღაპარს ჰგავს, არა?
cicilaლიტერატურაზე კამათს ხომ სჯობს, ბაიერნის წარმატებებზე ლაპარაკი, ჰა? რატომ არ შემოდიხარ ხოლმე?

არ გეპატიება, არა!!!
This post has been edited by oli on 1 Feb 2007, 01:47