რა იყო ეს? თავდამსხმელის გარეშე ფეხბურთი სად გაგონილა? არცერთი გამოკვეთილი ფორვარდი არ გვყავდა, რა ზაზიზღრობა იყო ეს?! რონალდინიო რომელ გუნდში თამაშობდა ვერ გავარკვიე, თავისიანებსაც აძლევდა (იშვიათად) პასებს და სარაგოსას ფეხბურთელებსაც (გაცილებით ხშირად)
ჩავი იყო ერთადერთი ნათელი წერტილი და პუიოლი (ბოლოს დაშვებულ შეცდომას თუ არ ჩავთვლით, რომელიც მოედნის საფარის უხზარისხობით იყო გამოწვეული)
ისე სარაგოსას თამაშიც რას გავდა?! ფეხბურთელები არიან თუ ტერორისტები?! ვისი ფეხიც დაინახეს, ყველას ჩაარტყეს.
არა რა, რაიკარდს რაც შეეძლო გააკეთა, ეხლა წასვლის დროა, შევარდნაძე წავიდა და ეგ რაღა გახდა კაცო?! ვაჟკაცურად ადგეს და წავიდეს რა....
ნახევარფინალში კი ვართ მაგრამ გვეკუთვნოდა?! გუნდი რომელიც გამოკვეთილი ფორვარდის გარეშე თამაშობს, ნახევარფინალში კი არა სახლში უნდა იჯდეს ჩემი აზრით.
იმედია ესეთი დებილი ტაქტიკა აღარასოდეს გვექნება.
ეხლა მთელი მობილიზაცია და ყურადღება სევილია-ლივერპული-რეალზე.
3 თამაში დაგვრჩა და სევილია-რეალი მაინც უნდა მოვიგოთ, არ მჯერა რაღაც ლივერპულთან მოგების. (მარტო სურვილი არ კმარა

)