კალაძის ინტერვიუ ... ( იტალიელებმა ჩამოართვეს )
სიენასთან მატჩამდეა ჩაწერილი .
- კახა , ადასტურებთ იმ ფაქტს , რომ ანდრეი მილანში იყო ჩამოსული ?
-- რა მაქვს დასამალი , ჩამოსული გახლდათ მეუღლესთან ერთად .
- რასთან დაკავშირებით ?
-- ჩვენ მეგობრები ვართ და მესტუმრა
- რას გვეტყვით სხვას ?
-- ჩამოვიდა , დავპატიჟე ჩემთან რესტორანში , ვისაუბრეთ და შემდეგ ჩემთან სახლში წავედით .
ამის შემდეგ ანდრეი
საკუთარი თვითმფრინავით ლონდონში დაბრუნდა .
- მაგრამ რესტორანში მარტო არ იყავით . . . .
-- დიახ პაოლო მალდინიც მოვიდა მეუღლესთან ერთად .
- ისიც თქვენ დაპატიჟეთ ?
-- დიახ
-რატომ ?
-- ჩვენ მეგობრები ვართ .
- რის შესახებ საუბრობდით ?
-- ძველი დრო გავიხსენეთ
- ტურატის ქუჩაზეც ?
-- იქაც ( იცინის )
- მალდინის მოსვლა რით იყო განპირობებული ?
-- იგივე პასუხი უნდა გაგცეთ , ჩვენ მეგობრები ვართ .
- ანდრეი როგორ ხასიათზეა ?
-- საკმაოდ კარგად გრძნობს თავს , რაც ძალიან მიხარია . ის ჩემი ნამდვილი მეგობარია და როდესაც ვისაუბრეთ დავრწმუნდი , რომ ჩელსიში თავს კარგად გრძნობს .
- კახა ჩვენ შევიტყეთ , რომ ანდრეიმ ნიადაგი მოსინჯა მილანში დასაბრუნებლად .
-- რას გულისხმობთ ?
- თქვენთან ისაუბრა იმის თაობაზე , ღირს თუ არა მილანში დაბრუნება . .
-- მილანში დაბრუნებაზე საუბარი იყო , მაგრამ ანდრეიმ მითხრა , რომ ის მაურინიოს შეურიგდა , პრობლემები აღარ აქვს და ახლა მხოლოდ ჩელსიზე ფიქრობს .
- თქვენრა ურჩიეთ ?
-- მე რა უნდა მეთქვა , წარმატებები ვუსურვე . ჩვენ უბრალოდ დავინტერესდით , რა ხდებოდა მის თავს და აგვიხსნა , რომ ახლა ყველაფერი კარგადაა .
- ადრე ისიც თქვეს , რომ პაოლო მალდინიც კი წინააღმდეგი იყო მისი მილანში დაბრუნებისა . . .
-- სიცრუეა
- კახა , რონალდო გაიცანით ?
-- დიახ .
- როგორი პიროვნებაა ?
-- მხიარული , კარგი ბიჭია .
- როგორც ფეხბურთელი ?
-- აბა რა ვთქვა ? მას ყველა კარგად იცნობთ , ის ნამდვილი სრულყოფილებაა . თუმცა ვამბობ , რომ რამდენიმე წლის წინ ნამდვილად ფანტასტიურად თამაშობდა . მილანმა მას დიდი ნდობა გამოუცხადა და ახლა ის მოვალეა დაამტკიცოს , რომ ჩვენთან თამაში დაიმსახურა . ბიჭები მას მხარში ვუდგევართ და ვცდილობთ
თავი კარგად იგრძნოს .
- გავიგეთ , ყველაზე ახლოს მაინც კაფუსთანაა . . .
-- ბრაზილიელებთან თავს კარგად იგრძნობს, ეს ცალსახაა , თუმცა ჩვენც ვცდილობთ , თავი კარგად
იგრძნოს . ახალ გუნდში მოვიდა და ადაპტაცია უნდა გაიაროს . ეს პროცესი კი ადვილად არ მიმდინარეობს , რაოდენ დიდი ფეხბურთელიც არ უნდა იყო .
- ის ფაქტი , რომ ის ადრე ინტერში თამაშობდა , ხელს არ უშლის მილანში თამაშში ?
-- არანაირად . ის ადრე ბარსელონაში თამაშობდა და შემდეგ რეალში გადავიდა , ინტერში თამაშობდა და ახლა მილანელია . ის ფეხბურთელია და კარგად ესმის , რომ სადაც თამაშობს , იქაური ქუდი უნდა დაიხუროს .
- შევჩენკოს შეადარებდით ?
-- გამიჭირდება
- რომელი უფრო ძლიერია?
-- გითხარით , რომ რონალდო სრულყოფილებაა და მსოფლიოს ჩემპიონია . უძლიერესი თავდამსხმელია , მაგრამ ანდრეი შევჩენკომ მთელი შვიდი წლის მანძილზე უდიდესი საქმე გააკეთა , ეს გუნდი უფრო გააძლიერა და არ დაგავიწყდეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალი მისი გოლის წყალობით მოვიგეთ .
- ისურვებდით , ეს ორი მოთამაშე მილანში ერთად ყოფილიყო ?
-- დიდი სიამოვნებით , მაგრამ რამდენად რეალურია , არ ვიცი . ალბათ უძლიერესი დუეტი იქნება.
- ისიც თქვეს , რომ მალე მილქანში რონალდინიო ჩაირიცხება . . .
-- ნამდვილად არ ვიცი .
- კახა ახლა თავს როგორ გრძნობთ ?
-- ნორმალურად .
- გამიჯამრთელდით ?
-- დიახ , ფორმაში ვარ .
- სიენასთან ითამაშებთ ?
-- მე მზად ვარ ( გამოჩნდა როგორ ფორმაშიც ხარ

)
- ნაკრებში რატომ არ ითამაშეთ , ამბობენ , რომ თქვენა გუნდმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა . . .
-- ნამდვილად საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ , მაგრამ მე არ მითამაშია . მწვრთნელმა დამასვენა .
თან ახალი ფეხბურთელები გამოსცადა .
- სელტიკთან ითამაშებთ ?
-- ვესაუბრე კარლო ანჩელოტის და მითხრა , რომ ჩემი იმედი აქვს . იმედი მაქვს , ძალიან მალე ძირითად შემადგენლობაში ვიქნები .
- მიზანი ?
-- ფინალი .
- სელტიკი სერიოზული გუნდია . . .
-- სელტიკთან ორივე შეხვედრა უნდა ვითამაშო . საქმე ისაა , რომ ეგ გუნდი შოტლანდიური ფეხბურთის სახეა და 24 მარტს საქართველოს ნაკრებს გლაზგოში სწორედ შეტლანდიის ნაკრებთან სათამაშოდ უნდა გავუძღვე . მაინტერესებს , როგორ თამაშობენ სკოტები . ჯერ საკუთარ თაზზე უნდა გამოვცადო . ისე ერთი რამ ვიცი , მილანი სელტიკის დამარცხებას აუცილებლად მოახერხებს და იმედი მაქვს, რომ იგივეს გააკეთებს საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან .
- შევჩენკოსთან ნაკრებების შესახებ არ გისაუბრიათ ?
-- არა.
- სერია ა განახლდა და მაინტერესებს თქვენი აზრი მომხდართან დაკავშირებით . . .
-- ადამიანი როცა იღუპება , ამ დროს გულშემატკივრის გამართლება არ შეიძლება . ადამიანის სიცოცხლე ამად არ ღირს . ეს არის ნამდვილი ტრაგედია და გული მწყდება , იტალიურ ფეხბურთში ასეთი რამ რომ მოხდა . იმედი მაქვს , რომ გულშემატკივარი დაწყნარდება და ტრიბუნაზე აგრესიას ადგილი არ ექნება .
- კახა , მილანს აქვს მესამე ადგილზე გასვლის შანსი ?
-- მეოთხე ადგილზე თუ გავალთ არც ეგ იქნება ცუდი , მაგრამ მესამე ადგილის შანსიც გვექნება , ამისთვის მონდომებაა საჭირო და ყველა შეხვედრაში მაქსიმალურად მომზადებულნი უნდა ვიყოთ .