
მოდით ერთ რაღაცას ვიტყვი და ზემოთ კონფლიქტის პოსტებს წავშლი.
მარკო მატერაცის თამაშს ვუყურებ მას შემდეგ, რაც პერუჯამ იუვენტუსს ჩემპიონობა დააკარგვინა.
სწორედ მატერაცი იყო ის კაცი, რენატო კურიზე თავსხმა წვიმაში ბოლო 5 წუთი ბურთი რომ დაიჭირა და ბიანკონერის სკუდეტო წაჰგვარა. მაშინ მივხვდი რომ სამქ გვქონდა მეტად პროვოკატორ და ყველაფერზე წამსვლელ ფეხბურტელთან
გამოხდა ხანი. გადმოვიდა ინტერში. თავიდან მაგარი დებილი იყო, მაგრამ ბოლო 2 წელიწადში საოცრად გაიზარდა. იქცა სკუადრა აძურას წამყვანს მცველად. მე თუ მკითხავთ, შარშან და წელს მთელი თავით სჯობდა ნესტას, რომელიც მუდმივად ნახევრადტრავმირებულ მდგომარეობაში იყო. კაცმა მუნდიალის მოგებაში მინიმუმ 30% მაინც გააკეთა.
კი, ბინძური ფეხბურთელია, მაგრამ მოდით დავფიქრდეთ, განა სხვაგან არ არიან ესეთი ფეხბურთელები? რამდენიც გნებავთ. ინგლისიდან აიღეთ რუნი, საფრანგეთიდან იგივე ზიდანი და გალასი, ესპანეთშიც მოიძებნებიან ასეთი ხალხი. მაგალითისთვის ხოაკინის მაგალითის მოყვანაც შეიძლება. ვალენსიაში რაც ვნახე ისეთი არაფერი მიუქარია, მაგრამ 2002 წლის მუნდიალზე და დროდადრო ბეტისში ძალიან ბინძურად და ძალიან უხეშად თამაშობდა. გერმანია გნებვთ? ინებეთ ბალაკი. ზიდანის ვარიანტშია, თამაში რომ არ მისდით უხეშ პადკატებს და პროვოკაციას არ გაურბის.
ასე რომ, ანგელოზი არავინაა. მატერაცისდარი ფეხბურტელი ყველგანაა.
და მაინც, პირადად მე იმ აზრზე ვრჩები, რომ მასა, რომელიც მატერაცის ბრმად ლანძღავს, იმ PR-საა აყოლილი, ტომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ფინალის შემდეგ აგორდა.
ჩემი აზრით, დღეს მატერაცი პლანეტის ხუთ საუკეთესო მცველს შორის ულაპარაკოდ შედის.
ვსიო მორჩა ბაზარი.
ესპანეთს რომ მარეტაცისნაირი მცველი ჰყოლოდა, ან არაბეთს გაუტანდა გოლს, ან ფრანგებღან ერთ ფორვარდს მაინც აიყვანდა და ფეხს არ გაანძრევინებდა.
ბეჩავმა სერხიო რამოსმა კი ვერცერთი ვერ შეძლო.
ნახეთ, ხომ მაგარ ფორმაშია დონ მარკო
მიმაგრებული სურათი