ცოტა ვნებები ჩაცხრეს... და დავიწყე:
წეღან ჩემმა თანამშრომელმა(პა ხოდუ მაგრად ვმეგობრობთ,არსენალისტია)ასეთი რამე მკითხა - ძმურად,ერთი მითხარი,Iნტერს რატომ ბალელშიკობო? პირდაპირი პასუხები არც გამიცია - ვუთხარი,გახსოვს ინტერი - სამპტორია,89 წუთზე 0:2-ს რომ აგებდა მეთქი? კიო,მახსოვსო... ლაციოსთან 0:3-ს რომ აგებდა,ეგ თუ გახსოვს მეთქი? კი,ეგეც მახსოვსო,მანამდე ემრე ვინ იყო,აზრზე არ ვიყავიო!

კიდევ რამოდენიმე გამახსენდა უცბათ - შარშაბწინ 0:2-ს რომ აგებდა იუვესთან და მანჩინიმ ბოლო 15 წუთი ადრიანო,ვიერი,რეკობა და მარტენსი ერთად დააყენა და ბოლოს და ბოლოს,წლევანდელი სუპერთასი - 0:3 რომას სასარგებლოდ და 4:3 მოგებული თამაში! ამის მერე რატომ უნდა გაუჩნდეთ კითხვები ამასთან დაკავშირებით?????????????????

კაი,ორთქლი გამოვუშვი,ახლა თამაშზე: ყველა ცალ-ცალკე,ასე უფრო ამომწურავი ვიქნები:
სეზარი - ერთზელ მაგარი გადაგვარჩინა ბრეშანოს დარტყმის მერე,მაგრამ იქნებ ჯობდა კიდეც,ცოტა ადრე გაგვეშვა მეორე გოლი,რომ ცოტა ადრევე გამოფხიზლებულიყვნენ? თუმცა,ასეთ შემთხვევაში პირველი ტაიმი 0:3 დამთავრდებოდა და უფრო გრანდიოზულ გადარჩენას ვიხილავდით!

... ისე,პირველ გოლზე შეეძლო გადავერჩინეთ... შეფასება 6,5 ...
მაიკონი - პირველ ტაიმში სად დარბოდა,კაცმა ვერ გაიგო - არც წინ ჩანდა და უკანაც მაგის ზონაში სულ "პრახადნოი დვორი "იყო! მეორე გოლი მთლიანად მის სინდისზეა... თუმცა,მეორე ტაიმში იმდენი ირბინა,რომ დელაფიორე და გუანა ენაგადმოგდებულები დასდევდნენ და კინაღამ მოედანზევე აერიათ გული!დიდი არაფერი - უკეთესი თამაშებიც გვინახავს... შეფასება 6 ...
მატერაცი... რამეს ახალ ვიტყვი გგონიათ?

0 ეს არის არანორმალური! მეორე ტაიმში დააკლა (უხამსად მინდოდა,მაგრამ რა საჭიროა?

) ყველა ადგილზე,ვინც კი მის ახლო-მახლო ბურთით მოინდომა გასეირნება! ერთ მომენტში კი ისეთი პადკატი გააკეტა,მარტო ნესტამ რომ იცის მთელს მსოფლიოში! პირველ ტაიმში ცოტა გათიშულები იყვნენ ერთმანეთისგან ეგ და ბურდისო,ამის გამო იყო,რომ პირველ გოლზეც პირდაღებულები შეჰყურებდნენ ერთმანეთს! მაგრამ ერთიცაა - როცა მარკო უკან არის,ძალიან აღარ ვნერვიულობ! შეფასება 6,5 ...
ბურდისო - პირველი გოლი "ყლაპა" - დააგვიანდა კარაჩოლოზე გადმოსვლა და უკვე მესამე წუთზე გაგვისაინტერესოა თამაში!

... მეორეში გიჟივით ირბინა,მაიკონის საქმეც მაგან აკეთა და წინ წასული სტანკოვიჩისაც... შეფასება 6 ...
გროსო - უკვე დასრულებული ფეხბურთელი უბანში რომ მოვა და პატარა ბიჭების თამაშში გაერთობა ხოლმე - სანამ 3 კაცს არ მოატყუებდა,მანამდე არ ცდილობდა,რომ გაემწვავებინა - თუმცა,პირველ ტაიმში ფიგუ კარგად ვერ ეხმარებოდა და ამის გამო რაიმე განსაკუთრებული ხიფათი არ შეუქმნია... შეფასება 6 ...
დაკური - ამ კაცის სახელის დაწერა არც იყო საჭირო - სრულ კატასტროფამდე ბევრი აღარ უკლდა - მაგისი კარში დარტყმები საერთოდ შედევრები იყო!

- ახლაც მიკვირს,საფრანგეთის ნაკრებში რატომ იძახებდნენ ხოლმე? კიდევ კარგი მანჩინი დროზე მიხვდა - გაიყვანეს თუ არა,თამაშმა სულ სხვა ელფერი მიიღო,თუმცა ამაში თავისი წვლილი ტაქტიკურმა გადაადგილებებმაც გამოიწვია... შეფასება 5 ...
კაპიტანი - ამას 2 ღვიძლი რომ აქვს,უკვე მეათედ ვწერ ამაზე! ნორმალურ ადამაინს,რომელიც 30-ს დიდი ხანია გადაცდა,რანაირად უნდა შეეძლოს ამდენი სირბილი??? პირველ ტაიმში მარჯვნივ იყო,მეორეში სტანკოვიჩის შემოსვლის მერე კამბიასომ შუაში შეიწია და თვითონ მარცხნივ გადავიდა... თუმცა,მარცხნივ,მარჯვნივ - რა მნიშვნელობა აქვს,ეს ყველგან არის! შეფასება 6,5 ...
კამბიასო - ვაფრენ ამ ბიჭზე - ასეთი შრომისმოყვარე უნივერსალი,ასეთი ტექნიკური არსენალით... ეჰ,რატომ იტალიელი არაა... მაგრად იმუშავა,ტავისი საქმეც აკეთა და დაკურისაც! შეფასება 6,5 ...
ფიგუ - ცა და დედამიწა! პირველ ტაიმში მეგონა,დაბოლილია მეთქი

- ყველა ბურთი დაკარგა,ერთი ხეირიანი პასი ვერ გააკეტა და ცალი თვალით მანჩინისკენ იყურებოდა,ნეტავ როდის გამომცვლისო! ეტყობა მანჩომ გასახდელში უთხრა,თამამად,შენ არ გცვლი,დაკური გამყავსო და აიწყვიტა - იმდენი ჩააწოდა,რომ ძაკარდოს და ბარძალის გამე კისრები თუ გაუშეშდათ,ამის ბრალი იქნება!

ორი მკვლელი ნავესი და წყნარად გადარჩენილი თამაში... შეფასება 7 ... პირველ ტაიმში რომ არ ენძრია,მეტის კანდიდატიც იყო...
ადრიანო - ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ კიდევ თავის შესაძლებლობათა 30%-ზეა გაჩერებული! მეტი არ მინდა - 70% ითამაშოს და დანარჩენს სხვებიც ეყოფიან! ... ისე,ხშირად აგდია ძირს,მაგრამ რა ქნას - სულ ზედ ეკიდნენ! გოლი ისეთი გაიტანა,რომ იტყვიან შეკვეთითო - ველოდებოდი,რომ მეორეში აიწყვეტდა,მაგრამ მაგის აწყვეტა ეგაა რაა! ... შეფასება 7 ...
კრესპო - არ ვიცი,ტრავმამ შეუშალა ხელი,თუ რა... არ იყო მისი დღე... შეფასება 5,5 ...
სტანკოვიჩი - ბევრი არაფერი გაუფუჭებია,მაგრამ მაგისი ცალი ფეხი მირჩევნია ჯანმრთელ დაკურს! შეფასება 6 ...
იბრა - ამასაც არაფერი გაუფუჭებია,მაგრამ ამისი მარტო მოედანზე ყოფნა უკვე ბევრს ნიშნავს - იზმენაში ყავს მთელი დაცვა! ფინია ძაღლებივით დასდევდნენ - 2 კაცი ზედ ეჯდა და ბევრი არაფერი გაუკეთებია,მაგრამ ფაქტია - ამის შემოსვლის მერე გავიტანეთ გოლები და თავისი წვლილი ამასაც მიუძღვის... შეფასება 6 ...
კრუზი - რამდენჯერ უნდა გადაგვარჩინოს ამ კაცმა?! იმ ნაბოზ$$$მა გვერდითმა 2 ბურთი არ შეარგო კიდევ - ორივე საეჭვო ვითარებაში გაუუქმეს! მოკლედ,მაგარი კაცია რაა - კონტრაქტი ცხოვრების ბოლომდე! შეფასება 7 ...
ახლა რაც შეეხება მწვრთნელს - მანჩინისთვის ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა,რომ პალერმო 3 მცველით და 5 ნახევარმცველით დაიწყებდა თამაშს და ამიტომაც იყო,პირველ ტაიმში ზონები დაგვახიეს სიმპლისიუმ და ბრეშანომ... გროსოს მოხსნით და ტაქტიკური გადაადგილებებით დაამტკიცა,რომ თამაშს იდეალურად კითხულობს,თუმცა ისევ ძველი პრობლემა - სანამ კვერცხი არ მოადგება,გარისკვა უჭირს ხოლმე,მაგრამ ოიი,თუ გაუჭირდაა - 4 თავდამსხმელითაც შეუძლია თამაში!
მსაჯებზე რა ვთქვა - უკეთესადაც შეეძლო ემსაჯა,პალერმოელები ბევრს უხეშიბდნენ,განსაკუთრებით მეორე ტაიმში,როცა ქანცი გასძვრათ,მაგრამ მთლიანობაში,მატჩის სადავევები არ გაუშვია ხელიდან... თუმცა(ეს ჩემი სუბიექტური აზრია) პირველ ტაიმში კრესპოს დამიწებისთვის პენალტის დანიშვნაც შეეძლო...
მოკლედ,ეს არის ძალიან მოკლედ და მშრალად,რაც დაგროვდა,სათქმელი(რაღა მოკლედ არა?

) - გზა და გზა თუ რამე გამახსენდა,არ მომერიდება დაწერა!
ფაქტია,რომ მეორე ტაიმის სადღაც მე-20 წუთზე უკვე იმას ვფიქრობდი,ძალიან მტკივნეული იქნებოდა თუ არა პირველიწაგება,თანაც სექტემბრის მერე??? მაგრამ არა - კიდევ დიდ ხანს მოგვიწევს ამაზე ფიქრი და ნერვიულობა!!! მიყვარს ეს გუნდი რაა!