კარგია როდესაც რებუსები გევასება რადგანაც მეც მიყვარს
მსგავსი ინტერპრეტაციებით საუბარი.ისიც მომწონს რომ ამ მართლაც დიდი გუნდის სიყვარულში მეჯიბრები და ესეც მისასალმებელია რადგანაც ადამიანები კარგი იქნებოდა ზოგადად თუ სიყვარულში გაეჯიბრებოდნენ და არა ქიშპობაში.
მოკლედ.
ისტორია პირველი.
მე მყავს უფროსი მეგობარი რომელსაც დიდ პატივს ვცემ. მისი ხედვაც მომწონს და განათლებაც და წესიერებაც, სისხლის ჯგუფიც და ეთნიკური წარმომავლობაც.ერთია მხოლოდ რომ მას რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მისნაირი წესიერი და საღად მოაზროვნე ადამიანისაგან, მოსწონს ერთი საზიზღარი კლუბი.
აი სწორედ რომ მას დაუსვია ჩემთვის კითხვა თუ რატომ ჯორჯი ლივერპული?
ამ კითხვაზე პასუხი ძალიან ადვილია ერთი შეხედვით. მაღალი და დახვეწილი გემოვნების ადამიანისათვის განა სხვა ალტერნატივა არსებობს?
მე ძალიან მომწონს იქ ინგლისში განსაკუთრებით მსოფლიოს ჩემპიონატებზე როდესაც ამა თუ იმ კლუბების ქომაგნი ინგლისის დროშებზე თავისი თუნდაც კონფერენცის ფავორიტი გუნდების წარწერებით გადმოფენენ ხოლმე.ეს ყველაფერი იმდენად გასაგებია რომ მეც და ალბათ უმრავლესი იქ რომ დაბადებულიყო ამა თუ იმ ქალაქში რაღა თქმა უნდა იმ ქალაქის კლუბის ქომაგი იქნებოდა უპირველესად და ეს ნორმალურიცაა და მისასალმებელიც.მე აი მათი მიკვირს ვინც იქ არ დაბადებულა და გაზრდილა და მაინც არჩევანს საძაგლობაზე აკეთებს. დამეთანხმე როდესაც არსებობს ლეონარდო, რაფაელი და თვით მიქელანჯელო და თუ გაქვს შანსი მათი რეპროდუქციების მონახულების, ამ დროს კი კუბიზმის და თუ გნებავს პიკასოს ნამჯღაბნნამუშევრებს აირჩევს ესა თუ ის მე ვფიქრობ მათ ფსიქიკა მორყეული აქვთ.თუკი არის შანსი ესთეთიური სიამოვნება მიიღო პოლ მაკარტნის და ჯორჯ ხარისონის სიმღერებისაგან და ამათ ფონზე ბექსტრით ბოიზით ან ემინემით იღებ ადრინალინს მე არ მესმის და ეს მე მხოლოდ და რა უყო არ მინდა ვინმეზე ცუდი შთაბეჭდილებები მქონდეს და შემექმნას.როდესაც სტადიონის ატმოსფეროს ენფილდზე ერთხელ მაინც თვალს მიადევნებს ადამიანი და ყოველივე ამის ფონზე ის უპირატესობას რომელიმე აბეზიანნი პიტომნიკს მიანიჭებს, ნუ რა ვთქვა მე მაპატიეთ.
ისტორია მეორე.
ერთი ნაცნობ მეგობარი მყავს რომელსაც ძალიან ყოჩაღი 7-8 წლის ბიჭუნა ჰყავს. შეხვედრისას წამეწუწუნა და გინება დაუწყო ლივერპულს. რა გჭირს ბიჭო მეთქი რა ნერვებს მიშლი ვკითხე. მან მიპასუხა რომ მის აი იმ ცოცხალ ბიჭუნას ფსიქიკა კინაღამ მოეშალოსო. და მიზეზი რომ გამოვკითხე, გამეღიმა.
ტელევიზორი კინაღამ დავამსხვრიო ან გადავაგდოო მეწუწუნებოდა. ღმერთმა არა ქნას და ლივერპულმა წააგოს ეს ოხერი ღამე მძინარე ტირის და აბოდებსო.ხან კედელს მიარტყავს თავს და კოპებით იღვიძებსო.მოკლედ ლივერპულმა შემაზიზღა თავიო და ის ოხრებიც აგებენო.რა მოვიღონო და რა საშველი ვნახოო განაგრძობდა წუწუნს.როგორც შემეძლო კი დავაწყნარე თუმცა, ცხოვრება გრძელდება და ხვალინდელი დღის წინასწარ განჭვრეტა ჩემს შესაძლებლობებს სცილდება.
ისტორია მესამე.
Tornikee გეცოდინება რომ არაბები დამწერლობაში ხმოვნებს არ მიუთითებენ.შენთან შედარებით ერთ ამბავში დათრგუნულად ვგრძნობ თავს და ამას თავისი მიზეზები აქვს. მთელი ჩემი დინასტია უცხო ენების მცოდნენი იყვნენ. ბიძაჩემი რომელიც ამჟამად ბელგიის მოქალაქეა გასაოცარი იყო ჩემთვის მაგრამ ყველა ლათინურ ენას ფლობდა.ცხონებული ორივე მამიდა უცხო ენების პედაგოგები მყავდა. საწყალი მამაჩემი კი აღმოსავლურ ენების სპეციალისტი და ყველაფერი ამის ფონზე მე მრცხვენია კიდეც რომ თუნდაც ინგლისური არ ვიცი.
დაუბრუნდეთ იმ საკითხს და ისევ გკითხო უნდა ხმოვნები რატომ ამოყარე და gsndo რატოომ?
ესეიგი გინდა ვინმეს აფიქრებინო არაბიაო?
აბი გლუკოზა(გახსოოვს კადრი ფილმიდან "შერეკილები")
აბია ისეთი აბია რომ დიდი სურვილი აქვთ ე იმ საძაგელი კლუბის ფეხბურთელებს და მათი ოჯახის წევრებსაც ზოგს დოპინგად გამოიყენოს და ზოგმაც სამკურნალოდ თან ორალურად მიიღონ საინფორმაციო ღრუში.
ისტორია მეოთხე
შენ კარგი ჯეელი ჩანხარ და მუდამ დანავარდობ ინტერნეტსამყაროში, ეძებ და ეძებ ახალახალ ინფორმაციებს და მოიპოვებ კიდეც.შეიძლება მე მაგხელა დროს არ უთმობ ამ ჩემთვის საყვარელ გუნდს რამდენსაც შენ, უფრო სწორედ ინფორმაციების ძიებას.მაგრამ არა მგონია მაგ მოტივით ეჭვქვეშ დაგეყენებინა ჩემი სიყვარული ამ დიდი გუნდის მიმართებაში და გამოცდების ჩატარება და კარგი რაა .
ერთი ფილოსოფოსი მეგობარი მყავს და მეორე მეგობარმა აგდება დაუპირა რაზეც პასუხად ლამაზი ფრაზა მიიღო, ვეცდები გამოვიყენო და გიპასუხო. სიმპატიური ბიჭი ხარ Tornikee და არ გინდა ეგ რიჟა ბაზარი.

ისტორია მეხუთე
მე არასოდეს ამ ფორუმზე არ შევსულვარ ერთი საძაგელი გუნდის თემაში. ერთხელ კითხვა დაუსვი და მახსოვს რომ თავი ამირიდეს პასუხზე. კითხვაზე პასუხი რა თქმა უნდა ჩემთვის და შენთვისაც ცნობილია ოღონდაც ორმაგად მსიამოვნებს როცა ისინი მპასუხობენ. გავბრიყვდები და შევალ კიდევ დავსვავ იმ კითხვას და თუ მიპასუხეს შენ იყო ფინთი თუ შენც არ ნახო.