მოკლედ რა მინდა ვთქვა, ჩემი აზრით 3 მცველით არ უნდა გამოსულიყო. ტურამის კისერზე ბევრი შეცდომა იყო, ერთერთი გოლითაც დამთავრდა

ძალიან მომეწონა რონალდინიო, დიდი ხანია ეგრე გულით არ უთამაშია. მესიმ საერთოდ გამაოგნა, ასე თუ გამახარებდა არ მეგონა, ისე თავიდანვე შეეტყო კოჭებში რომ ჰეტტრიკი ეფხანებოდა

მარკესი თავის თავს არ გავდა, ოლეგერი მოსაკლავად მინდოდა, საცოდავი პუიოლი მაგის ხელში...
ეტოს არაუშავდა, ლივერპულთან თამაშისგან განსხვავებით მოტივაცია ქონდა, მალე დაუბრუნდება ჩვეულ ფორმას. შეცდომა იყო მაგის გაყვანა.
დეკომ ცუდად ითამაშა, ინიესტამ საკმაოდ დიდი სამუშაო შეასრულა მაგრამ მიზანი აქვს სასტიკად გასასწორებელი.
ხო და რაც მთავარია ვენაცვალე ვალდესს!!! მაგარი იკაცა რამოდენიმეჯერ, ერთხელ ხომ საერთოდ მკვდარი ბურთი აიღო! მოკლედ საღოლ.
რაც შეეხება რაიკარდს მე ვფიქრობ რომ ბარსაში მან თავის თავი როგორც მწვრთნელმა ამოწურა, დროა მის შეცვლაზე იფიქრონ... და დაცვაშიც რამოდენიმე კარგი კაცი გვინდა და ყველაფერი კარგად იქნებააა
როცა გისმენს ნორჩი, რიჟა ბაზარს მორჩი.