Plantგაიხარე

ეხლა გალათასარაის მიღწევებზე დავწერ ცოტას.. გალათასარაი 1905 წელს ჩამოყალიბდა, პირველი თურქული კლუბია რომელმაც საკლუბო რეიტინში პირველ ადგილს მიაღწია. პირველი და ერთადერთი კლუბია რომელმაც უეფას თასი მოიგო წაუგებლად. თურქეთის ჩემპიონატის 16-გზის გამარჯვებული, ამით ის გახდა პირველი თურქული კლუბი რომელსაც მესამე ვარსკვლავი მიენიჭა. თურქეთის სუპერ ლიგის პირველი ჩემპიონია ამავდროულად. პირველი და ერთადერთი თურქული კლუბია რომელმაც ოდესმე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში ევროპა წარმოადგინა.
1907-1908 სეზონში გახდა პირველი თურქული კლუბი რომელმაც ქვეყნის გარეთ თამაში მოიგო.
1911 წელს პირველი კლუბი გახდა რომელმაც ქვეყნის გარეთ თურქეთი ოფიციალურად წარმოადგინა.
გალათასარაი არის პირველი თურქული კლუბი რომელმაც ესპანურ კლუბს მოუგო გასვლაზე და 2 იტალიური კლუბი გამოაგდო ერთ სეზონზე (მილანი და ბოლონია).
პირველი თურქული კლუბია რომელმაც 2 ინგლისური კლუბი გააგდო 1 სეზონზე (ლიდსი და არსენალი)
გალათასარაის ფორმით 9-ჯერ გახდა თურქეთის ჩემპიონი სუათი და არიფი ( არ ვიცი თუ გახსოვთ ესენი), ეს მაჩვენებელიც თურქეთისთვის რეკორდულია.
ევრო თასებში პირველი გოლი: მეთინ ოქტაი (1956)
მეასე გოლı: უღურ ქოქენ (1969)
მეორასე გოლი: მირსად სეიდიჩ(1982)
მესამასე გოლი: უღურ თუთუნეკერ (1992)
მეოთხასე: ფარუკ იღით (96)
მეხუთასე: თუგაი ქერიმოღლუ