zvintikჰოო,ცოტა ძველია,მაგრამ მთელი ეფექტი იმაშია,რომ 2004 წელსაა დაწერილი და წინასწარმეტყველებასავით ამიხდა!

კაი,მაცალე ახლა - 5 გვერდი მაქვს საწერი!
* * *
შვედეთი - იტალია 1 :1 .. პირველ ტაიმში კასანოს გატანილ გოლს,ბოლოს იბრამ სასწაული ქუსლით უპასუხა და მეც ცხელ გულზე თამაშის მერე ეს სტატია გამოვაცხე -
1.
"ასე გაგრძელება აღარ შეიძლება... უკვე ქრონიკულად დაეჩვივნენ... კი,მე მესმის,რომ იღბალი სადღაც ძლიერსაც უნდა სწყალობდეს,მაგრამ აქ ხომ ყველაფერი გაადამიანურებულია და ავტომატიზმამდეა დაყვანილი???
43-ე წუთზე მარცხენა ფრთაზე გათამაშებული მინი-შოუ დელ პიეროს,ძამბროტას და კასანოს შესრულებით უკვე დასასრულის დასაწყისი მეგონა... არა,ჯერ კიდევ არ ვიყავი დარწმუნებული,რადგან ამათი შემხედვარე პესიმისტის თვისებები ჩამომიყალიბდა

,მაგრამ ისევ თვალწინ მედგა მატჩის დასაწყისში ბიჭების ანთებული და ბრძოლის მოსურნე თვალები. ულაპარაკოდ,გადამწყვეტი როლი ამაში პატარა მებრძოლის,რინო გატუზოს გამოჩენამ გამოიწვია(რა იდიოტია ტრაპატონი - დანიასთან გატუზო,პირლო,კასანო სკამზე,ჯილარდინო სახლში - არაა,ეს კაცი მართლა დაბერდა

)...
მოკლედ,პირველი შთაბეჭდილება - ბიჭებს ბრძოლა სწყურიათ! "აქლემი" ილარისთან ერთად ტრიბუნაზე ზის...(ისე,ნეტა ილარი და მანუელე ბლაზი ერთმანეთის რანი არიან?

)
აქ აღარ მინდა მატჩის პერიპეტიების მოყვანა,მით უმეტეს,რომ ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს და თან ყველაფრის გახსენებაც არ მსურს... მხოლოდ მინდა ტრაპს სამომავლოდ(თუ დატოვეს პოსტზე,რა თქმა უნდა) ჩემეული ვერსია შევთავაზო გუნდის:
- მეკარე და უკანა ხაზი... ალბათ მაინც უძლიერესი მთელს მსოფლიოში. ასე,რომ მასთან პრეტენზიები ნაკლებად უნდა იყოს. სასიამოვნოდ გამაკვირვა პანუჩიმ - ამ ბებერი ბიჭისგან ნამდვილად არ მოველოდი ასეთ კარგ თამაშს. დამსახურებულად მიიღო ადგილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში და იმ ავადსახსენებელ მომენტშიც ცოტა უფრო ხისტად რომ ეთამაშა,ზლატან იბრაჰიმოვიჩი დღეს აღარავის გაახსენდებოდა...
ჯან-ლუკა ძამბროტა ცალკე აღნიშვნის ღირსია - ვეცემი მის თამაშზე,მაგრად მისწორდება! შარშან ნახევარფინალში "რეალის" წინააღმდეგ ისეთი ათრია სალგადო,რომ დელ ბოსკეს გასატანი გაუხდა თავისი მარჯვენა მცველი! არც აქ დააკლო რამე შემადგენლობაში შემთხვევით მოხვედრილ ვილჰელმსონს - ორჯერ ისე შემოურბინა,რომ ლაგერბაკ-სოდერბერგის ტანდემმა სასწრაფოდ შეცვალა მცველი,ემანდ ფილტვების ანთება არ აიკიდოსო!
ისე,სრული ბედნიერებისთვის მეტი რაღა გინდა მწვრთნელს: ერთ რგოლში პანუჩი,ნესტა,კანავარო და ძამბროტა რომ გეყოლება,იდიოტი უნდა იყო,ეს სიკეთე რომ ვერ გამოიყენო!
რითი იგებს "მილანი"? - მას პანუჩის და ძამბროტას მაგივრად კაფუ და პანკარო ჰყავს(ალბათ იგრძენით განსხვავება

),(მალდინის და კანავაროს ახლა აქ არ შევადარებ - ელემენტალურად უტაქტობა იქნება ჩემი მხრიდან)... "მილანი" სულ უტევს! მაშინაც კი,მაშინაც კი,როცა დაცვას აძლიერებს შთაბეჭდილება რჩება,რომ ისევ შეტევაზეა მომართული. თუ ძლიერი დაცვა(!) არ გყავს ჩათვალე,რომ ძლიერ გუნდს ვერასდროს შექმნი! - ამის ნათელი მაგალითია მადრიდის "რეალის" წლევანდელი რუსტერი(დაცვას ვგულისხმობ) - უბრალოდ რომ ვთქვა,დასაცინი გუნდი!
2.
მე დღესაც იმ აზრზე ვარ,რომ ტრაპი უფრო დიდი მწვრთნელია,ვიდრე ანჩელოტი,კაპელო და ლიპი (ავტორისგან - ეს არის 2004 წელს დაწერილი,ასე,რომ მაპატიოს სამივემ

) - მაგრამ დაბერდა მოხუცი და ეს ყოველთვის ეტყობა ხოლმე ბოლო წუთებზე - შიში იპყრობს,რომ მოგებული თამაში ხელიდან გაუფრინდება და იწყებს დასვენებული მცველებით(?) ვარსკვლავების შეცვლას! მერე კი ამას იმით ამართლებს,რომ იგივე კასანო და დელ პიერო ძალიან დაიღალნენო(?) კი მაგრამ,23 წლის კასანო თუ ასე მალე იღლება,31 წლის ვიერი ასე მაგრად არის ფიზიკურად მომზადებული?
რა თქმა უნდა ტრაპს ვერ დავუკარგავ,რომ დიდი ტაქტიკოსი და თეორეტიკოსია - მის მიერ 2 წლის წინ დანერგილი 4-2-3-1 სისტემას დღეს უკვე ისეთი გუნდები იყენებენ,როგორიც საფრანგეთი,პორტუგალია და დანია არიან(ავტორისგან - ნათელი მაგალითი შარშანდელ მუნდიალზე,როცა დომენეკი ზუსტად ამ სისტემით ათამაშებდა თავის ნაკრებს)... მაგრამ ერთია ეფექტური ტაქტიკის შემუშავება და მეორე მისი გუნდზე მორგება და საბოლოო განხორციელება. სასაცილოა,მაგრამ ბებერმა მაესტრომ ეს ტაქტიკა სახელდობრ თავისი "ლუბიმჩიკისთვის" მოიფიქრა - ტოტის უკან დაუყენა ჩამშლელთა მძლავრი დუეტი,ფლანგებიდან დაახმარა ფილიგრანული ტექნიკის მქონე ფეხბურთელები და წინ მხოლოდ ერთი ვიერი დატოვა,ანუ რომაელს მისცა დიდი სივრცე და თავისუფლება; საკითხავია,თავად ტოტი როგორ იყენებს ამას... ამ იდიოტმა უნდა ილოცოს,რომ გუნდი ნახევარფინალამდე გავიდეს,თორემ ისედაც ბევრს აღარ ეხატება გულზე იტალიაში,რომს გარეთ. მით უმეტეს,რომ შვედებთან ის სრულფასოვნად შეცვალა კასანომ - თავისივე ლაწირაკმა თანაკლუბელმა...
3.
ანტონიო კასანო... ამ ბიჭზე დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო და თანაც დიდი აღტაცებით! ვთვლი,რომ დღეს დღეობით ყველაზე მზარდი და დიდი ვარსკვლავური პერსპექტივის მქონე თავდამსხმელები იტალიელებს და ინგლისელებს ეზრდებათ! ამ უკანასკნელთ რუნის სახით... ანტონიო ჯერ კიდევ იმ დროიდან მახსოვს,"ბარიში" ენინაიასთან დუეტში "ინტერი" რომ გაამასხარავა!

- მაშინ კასანო 17 წლის იყო,მისი შავტუხა კოლეგა კი 18-ის! დაუნი ბავშვებივით ათრია მაშინ მთელი "ინტერის" დაცვა ამ სკოლის ასაკის მქონე ქუჩის ხულიგანმა!
ცალკე არის არსანიშნავი კაპელოს და კასანოს ურთიერთობა - 3-ჯერ(!) გაექცა ბიჭი თავის დამრიგებელს გუნდიდან,მაგრამ დღესაც ამბობს,რომ დონ ფაბიო მისთვის მამაც იყო,აღმზრდელიც და დამრიგებელიც!
4.
...............................................................................................ბუფონი.......................................................................................
.......................პანუჩი....................ნესტა.......................................................კანავარო.........................ძამბროტა...........
..................................................................................გატუზო....................................................................................................
..................................................................................................პირლო.......................................................................................
...................................................ფიორე....................................................................................................კასანო.....................
...............................................................................ტოტი............................................................................................................
..............................................................................................ჯილარდინო................................................................................
ეს არის დაახლოებით ის სქემა და შემადგენლობა,რასაც დიდი სიამოვნებით შევთავაზებდი იტალიის ნაკრების მწვრთნელებს! ვიცი,ერთში არ დამეთანხმებიან და ამ შემთხვევაში ნომინალური ფლეიმეიქერის ნაცვლად ვინმე მუშატა კლასის წარმომადგენელს(თუნდაც პეროტას) დააყენებდნენ.სწორედ ეს არის იტალიური ფეხბურთის სენი - თუ "მილანში" ფაქტიურად არ არსებობს ე.წ. "აპორნი პოლუზაშიტნიკის"(MIDFELD OF DIFENსE) მცნება და ამ ფუნქციას(ფლეიმეიქერობასთან ერთად) 25 წლის პირლო ითავსებს,რატომ არ შეიძლება იგივე იტალიის ნაკრებშიც გამოვიყენოთ?! მესმის,რომ კასანო ზეედორფის მაგივრობას ვერ გასწევს,მაგრამ ხომ იყო დრო,როცა გუნდები 1(!) ჩამშლელი ტიპის ნახევარმცველებით თამაშობდნენ? თუნდაც იგივე ვიეირა საფრანგეთის ნაკრებში - როთია ის გატუზოზე მეტი?! ამას დაუმატეთ პირლო წყვილში და პრობლემაც არ არის - ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება ამ მოდელის გადაწყობა და იგივე ფიორეს მაგივრად პეროტას შემოყვანა,კასანოს ოდნავ ცენტრში შემოწევა და შეტევებში(თუ კონტრეშეტევის დროს) პანუჩის და ძამბროტას უფრო აქტიურად გამოყენება!
5.
ცალკე თემაა ცენტრფორვარდის საკითხი: რატომღაც ეს საკითხი იტალიაში ტაბუდადებული თემაა - ძირითადში ვიერის ადგილი გარანტირებული აქვს! მე არ მახსოვს შემთხვევა ვიერი ჯანმრთელი ყოფილიყოს და ის იტალიის ნაკრებში არ მიეწვიათ! მიუხედავად იმისა,ფორმაშია,თუ არა. ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში მას ინძაგი ცვლიდა! არა,მე მესმის,რომ თუ ეს ბიჭები ფორმაში არიან,მოწინააღმდეგის მცველებს საშინელი დღე ადგებათ,მაგრამ რამდენად მიზანშეწონილი იყო ჯილარდინოს სახლში დატოვება? აგერ მაგალითი - ვიერი საშინელ ფორმაშია,ინძაგი საერთოდ არ არსებობს წელს(ერთად ერთი თამაში ითამაშა უელსთან ძლიერად) და კორადის ბოლომდე ვერ ენდობი. ასეთ დროს,როცა შვედთა საჯარიმოში ბურთი ხშირად დაფრინავდა უპატრონოდ და ის არანაკლებ უპატრონო ვიერის თავში ხვდებოდა(არ ვაჭარბებ

),დარწმუნებული ვარ ჯილარდინო ერთ ბურთს მაინც გაიტანდა! ამ ბიჭს ვერც მაღალ დონეზე თამაშის გამოუცდელობას დასწამებ - ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე ნათლად გამოჩნდა,თუ რამხელა პოტენციალის მქონე თავდამსხმელია!
მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც მწვრთნელთა მენტალიტეტია - ისინი 3-4,თუნდაც 5 შემტევი ფეხბურთელით არასოდეს ითამაშებენ. რა თქმა უნდა,თუ ტოტის და ვიერის შეუძლიათ წინ 2 ბურთის გატანა და შენ ამ დროს უკან ისეთ ბეტონს ასხამ,რომ კარშიც არ არტყმევინებ მოწინააღმდეგეს,მაშინ ყველა გაგამართლებს,მაგრამ როცა 1:0-ს იგებ და მთელ გუნდს დაცვაში ერეკები ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც ჩუნ სუ ლი თუ ან ჩუნგ ხვანი და მთელი 4 წლის შრომას წყალში გადაგიყრის!
ტოტის,ვიერის,დელ პიეროს,კასანოს და ფიორეს პატრონი 2 თამაშში 1 გოლს არ(!) უნდა იტანდე!
This post has been edited by Amadeo13 on 10 Jun 2007, 15:07