Sneijderვიცი რომ გაჩარხულია. ბოა მორტე 33 წლის ხდება, მაგრამ მაინც ძალიან სწრაფია, ტექნიკური, თან ფორმაში რომ არის სიტისთან მატჩშიც დაამტკიცა, ძალიან აქტიური იყო და დიამანტის ძალიან მაგარი პასის შემდეგ გოლიც შეაგდო
პიტერბოროსთან გამარჯვების შემდეგ გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ავრამ გრანტმა მცირე პრესს კონფერენცია მოაწყო, სადაც გუშინდელ მატჩზე და ფეხბურთელებზე ისაუბრა.
"ის ძალიან კარგი ფეხბურთელია", - ამბობს გრანტი მეორე გოლის გამტან ენტონი ედგარზე - "როდესაც მე აქ მუშაობას ვიწყებდი, თავიდანვე ვთქვი, რომ ჩვენ ვითამაშებდით კარგ და ლამაზ ფეხბურთს, რაშიც დაგვეხმარებოდნენ ჩვენი აკადემიის ახალგაზრდა ფეხბურთელები. თქვენ ამ საღამოს უკვე თავად დარწმუნდით, რომ ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს"
"რაც შეეხება ტომასს, ჩვენ ყველა პოზიციაზე გვესაჭიროება გამოცდილი ფეხბურთელები და ტომასი ამის მაგალითია. მან დღეს შესანიშნავად ითამაშა. ის ჩვენი პირველი შენაძენია, ნამდვილი პროფესიონალია და ვფიქრობ მისი თამაში სხვებისათვის მაგალითI უნდა იყოს", - ამბობს გრანტი ჰიცლშპერგერზე
გრანტი ასევე შეეხო პირველი ტაიმის გმირს კარლტონ კოულს და ნახევარმცველთა დუეტს ლუის ბოა მორტესა და ჯუნიორ სტანისლასის სახით.
"კარლტონი ძალიან კარგი იყო. მან ფანტასტიური გოლი გაიტანა. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვიქნებით, თუ ყველა ტრავმირებული ფეხბურთელი მალე დაგვიბრუნდება და ახალ სეზონს პრობლემების გარეშე შევხვდებით"
"მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ ვივარჯიშეთ ათი დღის განმავლობაში და შედეგი ამ მატჩზეც აისახა. თუმცა ეს მხოლოდ პირველი მატჩი იყო. მოთამაშეებმა კარგად შეასრულეს თავიანთი სამუშაო. ჩვენ გვყავდა აკადემიიდან გადმოყვანილი ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი და, როგორც ეს იყო პირველ მატჩში, ჩვენ არ გვინდა რომელიმეს 45 წუთზე მეტი დროის თამაში მოუწიოს. ეს ყოველთვის კარგი და მომგებიანი დასაწყისია"
გერმანიაში გუნდს უკვე შეუერთდებიან სკოტ პარკერი, რომელიც Chadwell Heath-დან ამ კვირაში დაბრუნდება, ასევე მსოფლიო ჩემპიონატის კვარტეტი რობერტ გრინის, მეთ აპსონი, ვალონ ბეჰრამისა და ჯონათან სპექტორის სახით. ასევე დაბრუნდება ალესანდრო დიამანტიც, რომელმაც გუშინდელი მატჩი ოჯახური მიზეზების გამო გამოტოვა.
გრანტი ასევე შეეხო გუნდის ტრანსფერებსაც. "ჩვენ ვცდილობთ დავიმატოთ კიდევ რამდენიმე მოთამაშე, რომელიც გააძლიერებს და გააუმჯობესებს გუნდის შემადგენლობას. ჩვენი მიზანია, რომ ახალი ფეხბურთელების დამატება ამ კვირაშივე მოვახერხოთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ მათზე, რომელიც ამ მომენტისათვის ხორციელდება"
გუშინდელ მატჩში პირველი ტაიმში გუნდის კაპიტანი მარკ ნობლი ყოფილა, ხოლო მეორე ტაიმში ის ჯეიმს ტომკინსს შეუცვლია. ჰიცლშპერგერი ძალიან კარგად ჰყავს ოფიციალური საიტის ჟურნალისტს დახასიათებული, პირველ ტაიმში ყველა შეტევის ორგანიზებას ეგ ახდენდაო. ასევე ძალიან სასიხარულოა, რომ ტრავმები უკვე მოიშუშეს ბენი მაკკარტიმ, ჰერიტა ილუნგამ, ჯეიმს ტომკინსმა და კირონ დაიერმა, რომლებიც გუშინდელ მატჩში ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ.
ეს კი ის სურათები, რასაც ოფიციალურზე მივაგენი
ტომას ჰიცლშპერგერი
ენტონი ედგარი "ვესტ ჰემის" შემადგენლობაში გატანილ პირველ გოლს აღნიშნავს
კარლტონ კოული გატანილ გოლს აღნიშნავს, რომელმაც მატჩში ანგარიში გახსნა
ავრამ გრანტი თავის თანაშემწეებთან კევინ კინთან და პოლ გროუვზთან ერთად
მაიკ ტაისონი იღებს აპლოდისმენტებს