ika_valencia
ბარერა და პიკიონი ოფიციალურად გავიფორმეთ

ფანებზე დავწერ ეხლა მოკლე სტატიას და ვრცლად თავის კომენატარებით და ყველაფრით ხვალ დავდებ (ან ცოტა ხნის შემდეგ)
"ვესტ ჰემმა" პიკიონი და ბარერა შეიძინა"ვესტ ჰემმა" ოფიციალურად დაადასტურა "ლიონის" ფრანგი ფორვარდის ფრედრიკ პიკიონისა და "პუმასის" მექსიკელი ვინგერის პაბლო ბარერას შეძენა.
გასული სეზონი 31 წლის პიკიონმა არენდით "პორტსმუტში" გაატარა ავრამ გრანტის ხელმძღვანელობით, რომელიც ახლა "ჩაქუჩთა" თავკაცია. დღეს პიკიონმა "აპტონ პარკზე" სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გასულ სეზონში "პომპის" მაისურით პიკიონმა 34 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლი გაიტანა. ფრანგის მიმართ ინტერესს "ჩაქუჩთა" თანაქალაქელი "ფულჰემიც" გამოხატავდა. არაოფიციალური ინფორმაციით ტრანსფერის ღირებულებამ 1 მილიონი ფუნტი შეადგინა.
გრანტის გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული მექსიკის ნაკრების ვარსკვლავი პაბლო ბარერა გახდა. ვინგერმა, რომელსაც 21 ივნისს 23 წელი შეუსრულდა, კლუბთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა კიდევ 1 წლის დამატების პერსპექტივით. "პუმასმა" ბარერას სანაცვლოდ ბიუჯეტი 4 მილიონი ფუნტით შეივსო.
"აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ "ვესტ ჰემში" თამაშის საშუალება მომეცა. ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს შესაძლებლობებშია. გულშემატკივრებს შეუძლიათ მოელოდნენ, რომ მე გუნდის წარმატებისათვის 100%–ით დავიხარჯები. ვიმედოვნებ, იმაზე უკეთესად ვითამაშებ, ვიდრე ადრე"
"მე საკმაოდ სწრაფი ვარ და ორივე ფეხით თამაში შემიძლია. ძალიან მომწონს ერთ–ერთზე მეტოქის მოტყუება და წარმატების მიღწევა. ძალიან მინდა, რომ გულშემატკივრებს მალე შევუყვარდე", – ამბობს ბარერა კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ პიკიონის და ბარერას გარდა "ვესტ ჰემი" ივნისის დასაწყისში ტომას ჰიცლშპერგერითაც გაძლიერდა. ინგლისური პრესის ინფორმაციით, ავრაამ გრანტს "პორტსმუტის" კიდევ ერთი ფეხბურთელის – ტალ ბენ ჰაიმის შეძენაც სურს.
This post has been edited by GreenWestHam on 16 Jul 2010, 23:01