ხვალ, თბილისის დროით 18 საათზე გაიმართება SBOBET Cup-ის შეხვედრა აპტონ პარკზე. ერთმანეთს ვესტ ჰემი და დეპორტივო შეხვდებიან. ხვალინდელ მატჩს ინგლისელი არბიტრი კევინ ფრენდი განსჯის.
• ვესტ ჰემისათვის დეპორტივოსთან თამაში რიგით მეშვიდე ამხანაგური მატჩი იქნება 2010/11 წლის სეზონის წინ. აქამდე ჩატარებული 6 მატჩიდან ჩაქუჩებმა 5 მოიგეს, ხოლო ერთი მატჩი ფრედ ითამაშეს 3 აგვისტოს საუთჰენდ იუნაიტედთან (1:1)

• ვესტ ჰემი 2010/11 წლების სეზონის მოსამზადებელ მატჩებში ჯერჯერობით დაუმარცხებელია. ავრამ გრანტის გუნდმა თავდაპირველად სტუმრად პიტერბორო დაამარცხა (1:2), შემდეგ გერმანული მიონხენგლადბახი (0:2), საბერძნეთის ჩემპიონი პანათინაიკოსი (0:1), პირველი ლიგის გუნდი მილტონ კეინს დონსი (0:2) და ენფოუერ ჩემპიონშიპის იპსვიჩ ტაუნი (0:1)
• ხვალინდელი შეხვედრა დებიუტი იქნება აპტონ პარკზე გუნდის ახალწვეულთათვის. ხვალ აპტონ პარკზე პირველად ითამაშებენ ტომას ჰიცლშპერგერი, პაბლო ბარერა, ფრედერიკ პიკიონი და ტალ ბენ ჰაიმი, რომელიც "პორტსმუტიდან" "ვესტ ჰემში" არენდის წესით იმყოფება.
• ამ მატჩით დასრულდება ვესტ ჰემის მოსამზადებელი ეტაპი პრემიერ ლიგის ახალი სეზონისათვის. 14 აგვისტოს კი პრემიერ ლიგის ეგიდით ჩაქუჩები "ვილა პარკზე" ბირმინგემულ "ასტონ ვილას" შეხვდებიან.
• დეპორტივოს შემადგენლობაში აქამდე ორ ყოფილ ჩაქუჩს აქვს ნათამაშები. ესენი იყვნენ ლიონელ სკალონი და დიეგო ტრისტანი.
• აპტონ პარკზე ბოლო სამი წლის განმავლობაში ესპანური გუნდის სტუმრობა რიგით მეორეა. 2008 წლის აგვისტოში "ვესტ ჰემის" საშინაო არენას ვილიარეალიც ეწვია.
• წინასასეზონო მატჩებში საკუთარ მოედანზე ვესტ ჰემს სხვადასხვა ევროპული გრანდთან აქვს ნათამაშები. ესენი არიან "პსვ" (2003 წელს, 2:1), "ანდერლეხტი" (2004 წელს, 4:4 (ანდერლეხტმა მოიგო 5:4 პენლებში), ოსასუნა (2005 წელს, 1:1), ოლიმპიაკოსი (2006 წელს, 1:1), რომა (2007 წელს, 2:1), ვილიარეალი (2008 წელს, 1:1) და ნაპოლი (2009 წელს, 0:1)
• ვესტ ჰემის გულშემატკივართათვის ამ მატჩისათვის დაიბეჭდა სპეციალური პროგრამები, რომლის ღირებულებაც 3,50 ფუნტია. პროგრამის გარეკანზე გუნდის ახალწვეულები ტომას ჰიცლშპერგერი, პაბლო ბარერა და ფრედერიკ პიკიონი არიან გამოსახულები.
ბოლო შეხვედრა• გუნდები ბოლო ერთმანეთს 1926 წლის 30 მაისს ესპანეთში შეხვდნენ. ტომი იევსისა და ვიკ უოტსონის გოლების წყალობით ვესტ ჰემმა გასვლით მატჩში 1:2 იმარჯვა.
• ვესტ ჰემის მაშინდელი განაცხადი ასეთი იყო: ჰაფტონი, ჰოჯსონი, ბარატი, კარტერი, კეი, კოლინსი, იევსი, ბ. რაფელი, უოტსონი, მური, ჯ. რაფელი
გუნდების მიერ ბოლოს ჩატარებული მატჩები3 აგვისტო 2010
სეზონისწინა მატჩი
საუთჰენდ იუნაიტედი 1-1 ვესტ ჰემ იუნაიტედი
ვესტ ჰემი: სტეჩი, სპექტორი (სპენსი 77), და კოსტა (ფრაი 62), გებიდონი, დაპრელა, კოვაჩი, ედგარი (ლი 62), დიამანტი (სირსი 87), ბარერა (მონტანო 70), სტანისლასი, პიკიონი (ნოუბლი 70)
სათადარიგო: კურუჩი, ეიოლფსონი, ბრაუნი, მონკური
გოლი: დიამანტი 62
პ.ს. მე მატჩის შემდგომ მიწერია რომ ბარერას აქვს გატანილი გოლი, ბარერას დარტყმის შემდეგ მცირე რიკოშეტი ყოფილა ბურთი დიამანტის მოხვედრია და ამას ჩაეთვალა.
3 აგვისტო 2010
სეზონისწინა მატჩი
დეპორტივო ლა კორუნია 0-0 ნიუკასლ იუნაიტედი (ნიუკასლმა მოიგო 5:4 პენალტებში)
დეპორტივო: მანუ, მანუელ პაბლო, ლოპო, აიტჰამი, სტოპირა (ლაური 46), ხუან როდრიგესი (ხუან დომინგესი 46), რუბენ პერესი (ზე კასტრო 71), საული (ვალერონი 67), მიჩელი, ურეტა (გუარდადო 46), რიკი
ახალი სეზონი• ახალი სეზონი დეპორტივოსათვის 29 აგვისტოს დაიწყება, როდესაც დეპორი საკუთარ მოედანზე სარაგოსას მიიღებს.
• ვესტ ჰემი კი პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩს 14 აგვისტოს ასტონ ვილასთან გასვლაზე გამართავს.