დღეს კარგი ამბებით მოვედი
კარლინგზე ოქსფორდი შეგვხვდაგუშინ, ლონდონის დროით 22 საათზე გაიმართა კარლინგ ქაფის მეორე რაუნდის წილისყრა, სადაც მეორე რაუნდში ჩვენი მოწინააღმდეგე გაირკვა. ეს გახლავთ მეორე ლიგის გუნდი ოქსფორდი. ამ გუნდთან ჩვენი ბოლო შეხვედრა 1993 წლის 23 მარტით თარიღდება, როცა ჩემპიონშიფის ეგიდით გამართულ მატჩში მათ სტადიონზე 1:0 დავმარცხდით. სულ ვესტ ჰემი და ოქსფორდი ერთმანეთს 14-ჯერ შეხვდნენ, სადაც 8 შეხვედრაში ვესტ ჰემმა გაიმარჯვა, ხოლო 2 ფრედ მორჩა.
ეს კი წილისყრის შედეგები:
Accrington Stanley v Newcastle United
Portsmouth v Crystal Palace
Leeds United v Leicester City
Wolverhampton Wanderers v Southend United
Blackburn Rovers v Norwich City
MK Dons v Blackpool
Tranmere Rovers v Swansea City
Everton v Huddersfield Town
Peterborough United v Cardiff City
Reading v Northampton Town
Scunthorpe United v Sheffield Wednesday
Brentford v Hull City
Sunderland v Colchester United
Leyton Orient v West Bromwich Albion
Morecambe v Burnley
Birmingham City v Rochdale
Crewe Alexandra v Ipswich Town
Watford v Notts County
West Ham United v Oxford UnitedSouthampton v Bolton Wanderers
Bradford City v Preston North End
Fulham v Port Vale
Millwall v Middlesbrough
Stoke City v Shrewsbury Town
Hartlepool United v Wigan Athletic
________________________________
ჩაქუჩები ამხანაგურ მატჩებშიგუშინ საღამოს ვესტ ჰემის ახალწვეულმა ტომას ჰიცლშპერგერმა გერმანიის ნაკრებს უკაპიტნა. გერმანელებმა ამხანაგური მატჩი კოპენჰაგენში დანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს და ფრედ 2:2 დაასრულეს. გერმანელთაგან გოლები მარიო გომესმა და პატრიკ ჰელმესმა გაიტანეს. სწორედ მეორე გოლის ავტორმა შეცვალა 66-ე წუთზე ტომასი. ჰიცლშპერგერისათვის ეს გერმანიის ნაკრების მაისურით ჩატარებული 52-ე მატჩი იყო.
ფრედ ითამაშა მეხიკო სიტიში პაბლო ბარერას მექსიკამაც. ამჯერად მათი მეტოქე მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები იყო. მექსიკელთაგან გოლი ხავიერ ერნანდესმა გაიტანა, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისში სწორედ ბარერამ შეცვალა. ანგარიში მატჩის ბოლო წუთზე მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა დავიდ სილვამ გაათანაბრა.
ამხანაგურ მატჩებში სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ ვალონ ბეჰრამი და კარლტონ კოული, რომელთა შვეიცარიამ და ინგლისმა, შესაბამისად ავსტრია (1:0) და უნგრეთი (2:1) დაამარცხეს.
რაც შეეხება 21 წლამდელთა ნაკრებებს, ფაბიო დაპრელამ ამხანაგურ მატჩში საბერძნეთის წინააღმდეგ შვეიცარიის ნაკრების მარცხენა ფლანგზე 45 წუთის განმავლობაში ითამაშა. ყველაზე წარმატებული კი გუშინ ჰოლმარ ორნ ეიოლფსონის თამაში იყო, რომლის ისლანდიის ახალგაზრდულმა ნაკრებმაც 2011 წლის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში გერმანიის 21 წლამდელთა ნაკრები 4:1 გაანადგურა. ჩაქუჩთა ფეხბურთელმა 90 წუთის განმავლობაში ითამაშა.
______________________
სულეიმანი თითქმის ვესტ ჰემშიავესტ ჰემმა მიაღწია შეთანხმებას ამსტერდამის აიაქსისა და სერბეთის ნაკრების ფორვარდთან მირალემ სულეიმანისთან ერთწლიანი არენდის თაობაზე.
ჩაქუჩთა ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ კლუბმა უკვე მოაგვარა ყველანაირი დეტალი როგორც აიაქსთან, ისე პირადად ფეხბურთელთან. გარიგების ოფიციალურად გაფორმებამდე ფეხბურთელს ინგლისში მუშაობის უფლების მოპოვებაღა სჭირდება.
21 წლის სულეიმანი დღემდე აიაქსის ისტორიაში რეკორდულ შენაძენად ითვლება. 2008 წლის ზაფხულში ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდმა სერბი ფეხბურთელის სანაცვლოდ ჰერენვენს დაახლოებით 16 მილიონი ევრო გადაუხადა. თუმცა, ამსტერდამული კლუბის შემადგენლობაში ჩატარებულ 44 მატჩში სერბმა მხოლოდ 10 გოლის გატანა შეძლო.
წყარო: WWW.FANEBI.COM