იაკობსენი და ბენ ჰაიმი ევრო 2012-ის შესარჩევ მატჩებშილარს იაკობსენმა და ტალ ბენ ჰაიმმა, შესაბამისად დანიისა და ისრაელის ნაკრები გუნდების შემადგენლობაში ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები სრულად, 90 წუთის განმავლობაში ჩაატარეს.
ჩაქუჩთა მარჯვენა მცველი ლარს იაკობსენი დანიის ნაკრებს კოპენჰაგენში ისლანდიის ნაკრებზე გამარჯვებაში დაეხმარა. მატჩის ერთადერთი გოლი კომპენსირებულ დროში ტომას კალენბერგმა გაიტანა. გუშინ საღამოს, თბილისში, შეუცვლელად ითამაშა ისრაელის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ტალ ბენ ჰაიმმა, რომლის დამსახურებაც არის ის, რომ ებრაელებმა კარი მშრალად შეინახეს (რაც მე გუშინ ამას ვაგინე, არადა მართლა კარგად ითამაშა). ბოლო ხუთ დღეში ეს იყო ბენ ჰაიმის რიგით მეორე ოფიციალური მატჩი, რომელშიც მან შეუცვლელად ითამაშა. 2 სექტემბერს ებრაელებმა საკუთარ მოედანზე მალტის ნაკრები დაამარცხეს 3:1.
ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე გაატარეს შვეიცარიასა და ინგლისს შორის გამართული მატჩი მეთიუ აპსონმა, კარლტონ კოულმა და ვალონ ბეჰრამიმ. მატჩი ინგლისელთა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.
__________________________________________
ნოუბლის გადამწყვეტი გოლი ლესტერთანამხანაგურ მატჩში, რომელიც ვესტ ჰემისა და ლესტერის რეზერვებს შორის გაიმართა, გამარჯვება ჩაქუჩებს დარჩათ. მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე გადამწყვეტი გოლი ფრენკ ნოუბლიმ გაიტანა. შესანიშნავი მატჩი ჩაუტარებია ახალწვეულ რუუდ ბოფინს, რომელმაც გუნდი შესანიშნავი სეივების წყალობით არაერთხელ იხსნა.
პრემიერ ლიგის სარეზერვო ტურნირში ვესტ ჰემის რეზერვები პირველ მატჩს 14 სექტემბერს გამართავენ. ალექს დაიერის გუნდი ევერტონს დაუპირისპირდება.
ეს კი შემადგენლობა, რომელმაც გუშინ ლესტერის წინააღმდეგ ითამაშა:
ვესტ ჰემის რეზერვები: ბოფინი, მოდელსკი, სპენსი, სანჩესი, ბრაუნი, კოვაჩი, აბდულა (მონტანო 67, მონკური 69), ლი, სტანისლასი, ნოუბლი, სირსი
სათადარიგო: კოულერი, კრეიგი, ლეტგეტი
This post has been edited by PePs1 on 8 Sep 2010, 13:20