
ტოტენჰემთან მატჩის წინ გამოშვებულია ოფიციალური პროგრამა, რომელზეც 2010/11 წლების შემადგენლობაა გამოსახული.
მარცხნიდან: ილუნგა, ბეჰრამი, გებიდონი, გრინი, სტეხი, კოული, პიკიონი, და კოსტა
იაკობსენი, ტომკინსი, კოვაჩი, ბოფინი, კურუჩი, ბენ ჰაიმი, სპექტორი
კოლისონი, ბოა მორტე, პარკერი, გრანტი, აპსონი, მაკარტი, დაიერი (მეტი არ ჩანს

)
===============================================
მოწინააღმდეგე: ტოტენჰემ ჰოთსპური• 14 თვის შემდეგ ვესტ ჰემმა პირველი გასვლითი გამარჯვება მოიპოვა, თანაც სანდერლენდზე, რომელიც სახლში ბრწყინვალედ ასპარეზობს. ამიტომ ტოტენჰემთან მატჩს გუნდი კარგი განწყობით ხვდება.
• თავის მხრივ სპურსი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს. ჩვენთან მატჩიდან ოთხი დღის შემდეგ ისინი საკუთარ მოედანზე ჰოლანდიის ჩემპიონ ტვენტეს მიიღებენ. ჰარი რედნაპის გუნდი მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში მეხუთე ადგილს იკავებს. ხუთი ტურის შემდეგ მამლებმა თავი რვა ქულას მოუყარეს.
• ავრამ გრანტის გუნდმა სანდერლენდთან გამარჯვების შემდეგ ქარლინგ ქაფის მეოთხე რაუნდის საგზური მოიპოვა. ტოტენჰემი საკუთარ მოედანზე პრინციპულ დაპირისპირებაში არსენალთან 1:4 დამარცხდა.
• ჩაქუჩებს ტოტენჰემი 2006 წლის 7 მაისის შემდეგ არ დაუმარცხებიათ. მაშინ მამლებს 2:1 ვძლიეთ. გამარჯვების გოლი იოსი ბენაიუნმა გაიტანა.
• ავრამ გრანტი და ტალ ბენ ჰაიმი იომ კიპურის შემდეგ გუნდში უკვე დაბრუნდნენ. სანდერლენდთან მატჩში ისინი უკვე მოედანზე იყვნენ. ახლა ბენ ჰაიმი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ხვალინდელი მატჩისათვის ემზადება.
• ტოტენჰემს, რომელმაც გასულ სეზონში სამივე მატჩი მოგვიგო, 2009 წლის 29 ივლისს Barclays Asia Trophy-ს მატჩშიც შევხვდით, სადაც 75-ე წუთზე დეფოს გოლით დავმარცხდით. ამავე მატჩში მიიღო ტრავმა ბოა მორტემ, რომელმაც მთელი სეზონი გამოტოვა.
• ბოლინ გრაუნდზე ბოლოს ტოტენჰემს 2009 წლის 23 აგვისტოს შევხვდით და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დავმარცხდით. 49-ე წუთზე პირველი გოლი კარლტონ კოულმა ლამაზი დარტმით გაიტანა, შემდეგ კი მისი შეცდომის წყალობით დაახლოებით 5 წუთში დეფომ გაათანაბრა. მატჩის ბოლო წუთებზე გამარჯვების გოლი ლენონმა გაიტანა.
• გუნდებს შორის ბოლო 5 შეხვედრა ტოტენჰემის გამარჯვებით დასრულდა. ბოლო 8 შეხვედრიდან ვესტ ჰემს არც ერთი არ მოუგია. ერთადერთი გოლი ბოლო 5 შეხვედრაში კარლტონ კოულმა გაიტანა 13 თვის წინ.
• ვესტ ჰემსა და ტოტენჰემს შორის ეს მატჩი რიგით 116-ე იქნება. აქედან 47 ტოტენჰემის გამარჯვებით დასრულდა, 39 - ვესტ ჰემის, ხოლო 29 მატჩი ფრედ მორჩა.
ახალი ამბები შემადგენლობებშივესტ ჰემი
• ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება ლარს იაკობსენი, რომელმაც სანდერლენდთან მატჩი გამოტოვა. კატებთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში ჟულიენ ფობერი იყო.
• მწვრთნელის განკარგულებაში არიან ასევე დენი გებიდონი, მეთიუ აპსონი, უინსტონ რიდი და ჰერიტა ილუნგა. ამათგან არც ერთს არ მიუღია მონაწილეობა ქარლინგ ქაფის ეგიდით გამართულ მატჩში.
• პრემიერ ლიგაში ხუთივე მატჩის ძირითად შემადგენლობაში თამაშის შემდეგ ამ მატჩშიც ძირითად შემადგენლობაში ბრუნდებიან რობერტ გრინი, მარკ ნობლი და კარლტონ კოული. სანდერლენდთან მატჩში გრინი განაცხადში საერთოდ არ ყოფილა, ხოლო ნობლი და კოული კი ცვლილებაზე შემოვიდნენ.
• სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ბენი მაკარტი მიმდინარე სეზონში მეორე მატჩის ჩასატარებლად ემზადება. პირველი მატჩი ამ სეზონში მან 24 აგვისტოს ქარლინგ ქაფის მეორე რაუნში ოქფორდის წინააღმდეგ ჩაატარა.
• კვლავ ტრავმირებულია 28 წლის გერმანელი ნახევარმცველი ტომას ჰიცლშპერგერი, რომელმაც დანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიღებული ტრავმა ჯერ არ მოუშუშებია. იმედია, ჰამერა 7-ე ტურის მატჩში ფულჰემის წინააღმდეგ მაინც მოახერხებს თამაშს.
• სტოკთან მატჩში მიღებული ტრავმა ჯერ ვერ მოიშუშა შვეიცარიელმა ნახევარმცველმა ვალონ ბეჰრამიმ. მას მუხლი აწუხებს.
• პიტერ კურუჩი, ჯეკ კოლისონი, ზავონ ჰაინსი და ენტონი ედგარი გუნდს წლის ბოლომდე ვერ დაეხმარებიან. კოლისონი და ჰაინსი სავარაუდოდ დეკემბერში დაბრუნდებიან, ხოლო კურუჩი და ედგარი კი - იანვარში.
ჰოტსპური• მამლების მხრიდან ტრავმირებულები არიან ვიცე-კაპიტანი მაიკლ დოუსონი და გოლეადორი ჯერმეინ დეფო. ისინი გუნდს კიდევ რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარებიან.
• 25 აგვისტოს იანგ ბოიზთან მიღებული ტრავმის შემდეგ ჯერ ვერ გამოჯანმრთელდა ბრაზილიელი გოლკიპერი ეურელიო გომესი.
• სპურსი კვლავ ჯონათან ვუდგეიტის გარეშე იქნება, რომელიც რეგულარული ტრავმების გამო გუნდმა პრემიერ ლიგის 25 კაციან განაცხადშიც არ შეიყვანა.
• ნახევარმცველი ჯეიმი ო'ჰარა, რომელიც გასულ სეზონში პორტსმუტში ავრამ გრანტთან, ტალ ბენ ჰაიმთან და ფრედერიკ პიკიონთან ერთად მუშაობდა, ხვალინდელ მატჩს გამოტოვებს.
გუნდებს შორის ნათამაშები ბოლო შეხვედრა• ტოტენჰემი და ვესტ ჰემი ერთმანეთს ბოლოს 2009 წლის 28 დეკემბერს უაით ჰართ ლეინზე შეხვდნენ, სადაც მამლებმა 2:0 იმარჯვეს. საწყის 20 წუთში ჩაქუჩებს ორი იძულებითი ცვლილების გაკეთება დასჭირდათ. გოლები ლუკა მოდრიჩმა და დეფომ გაიტანეს.
ტოტენჰემი: გომესი, დოუსონი, კინგი, ასუ-ეკოტო (ბეილი 88), ჩორლუკა, ჰადლსტოუნი, ლენონი (ჯენასი 89), პალასიოსი, მოდრიჩი (კრანჩარი 83), კრაუჩი, დეფო
სათადარიგო: ელნვიკი, ჰატონი, კინი, ბასონგი
ვესტ ჰემი: გრინი, აპსონი, ილუნგა (სპექტორი 19), ტომკინსი, პარკერი (ხიმენესი 12), კოვაჩი, ბეჰრამი, ფობერი, კოლისონი (სტანისლასი 79), ფრანკო, დიამანტი
სათადარიგო: სტეხი, და კოსტა, პეინი, ნობლი
ბოლო 6 შეხვედრა28 დეკემბერი 2009 - ტოტენჰემ ჰოტსპური 2:0 ვესტ ჰემ იუნაიტედი
23 აგვისტო 2009 - ვესტ ჰემ იუნაიტედი 1:2 ტოტენჰემ ჰოტსპური
11 აპრილი 2009 - ტოტენჰემ ჰოტსპური 1:0 ვესტ ჰემ იუნაიტედი
8 დეკემბერი 2008 - ვესტ ჰემ იუნაიტედი 0:2 ტოტენჰემ ჰოტსპური
9 მარტი 2008 - ტოტენჰემ ჰოტსპური 4:0 ვესტ ჰემ იუნაიტედი
25 ნოემბერი 2007 - ვესტ ჰემ იუნაიტედი 1:1 ტოტენჰემ ჰოტსპური
სულ ჩატარებული შეხვედრები ტოტენჰემის წინააღმდეგ (ყველა ტურნირზე) მ 43, ფ 34, წ 57
გუნდების მიერ ჩატარებული ბოლო შეხვედრებივესტ ჰემი
21 სექტემბერი 2010
ქარლინგ ქაფის მესამე რაუნდი
სანდერლენდი 1:2 ვესტ ჰემ იუნაიტედი
ვესტ ჰემი: სტეხი, ფობერი, და კოსტა, ტომკინსი, ბენ ჰაიმი, ბარერა (ნობლი 90), კოვაჩი, პარკერი, ბოა მორტე, ობინა (დაიერი 72), პიკიონი (კოული 79)
სათადარიგო: ბოფინი, ბრაუნი, სეპქტორი, მაკარტი
გოლები: პიკიონი 35, ობინა 59
ტოტენჰემი
21 სექტემბერი 2010
ქარლინგ ქაფის მესამე რაუნდი
ტოტენჰემ ჰოტსპური 1:4 არსენალი (ექსტრა-ტაიმები)
ტოტენჰემი: პლეტიკოშა, ასუ-ეკოტო, ბასონი, ნაუტონი, კაულკერი, ბენტლი, პალასიოსი, ლივერმორი (კინი 46), სანდრო (კრანჩარი 96), პავლიუჩენკო, ჯოვანი (ლენონი 46)
სათადარიგო: კუდიჩინი, ჯენასი, ჰადლსტოუნი, ჰატონი
გოლი: კინი 49
რეფერი• ხვალ რეფერი იქნება მარტინ ატკინსონი
• 40 წლის მსაჯმა ბოლინ გრაუნდზე ბოლო შეხვედრა 10 აგვისტოს იმსაჯა, როცა ერთმანეთს იტალიის და კოტ დ'იუვარის ეროვნული ნაკრებები შეხვდნენ.
• ატკინსონის მიერ განსჯილი პირველი მატჩი პრემიერ ლიგაში 2005 წლის 20 აპრილს შედგა, როცა ერთმანეთს ბირმინგემი და მანჩესტერ სიტი დაუპირისპირდნენ.
• ატკინსონმა იმსაჯა 2006 წელს ქომუნითი შილდის ფინალი კარდიფში მილენიუმ სტეიდიუმზე, სადაც ერთმანეთს ჩელსი და ლივერპული დაუპირისპირდნენ. ასევე მან იმსაჯა 2008 წელს FA Trophy-ს ფინალი ებსფლიტ იუნაიტედსა და ტორკაი იუნაიტედს შორის.
• ატკინსონმა გასულ სეზონში ვესტ ჰემის მონაწილეობით ორი მატჩი იმსაჯა - გასვლითი მარცხი სტოკთან (2:1) და ასევე გასვლითი მარცხი არსენალთან (2:0)
ოლდ ბოის• ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი ვესტ ჰემის შემადგენლობაში 1965-დან 1972 წლამდე თამაშობდა. სულ მან ჩაქუჩთა მაისურით 175 მატჩი გამართა, სადაც 8 გოლი გაიტანა. შემდეგ ის ბილი ბონდსის ასისტენტი იყო, ხოლო 1994 წლიდან კი ვესტ ჰემის მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა. ის ჩაქუჩთა თავკაცი 2001 წლამდე იყო. სულ მისი ხელმძღვანელობით ჩაქუჩებმა 327 მატჩი ჩაატარეს.
• ტოტენჰემის ფორვარდი ჯერმეინ დეფო 1999-დან 2004 წლამდე ვესტ ჰემის შემადგენლობაში თამაშობდა. სულ მას ვესტ ჰემის მაისურით 93 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 29 გოლი გაიტანა.
• ეს კი იმ ფეხბურთელთა სია, რომლებსაც ორივე გუნდში აქვთ ნათამაშები: კალუმ დევენპორტი, ილიე დუმიტრესკუ, დეივ დანმორი, მეთიუ ეთერინგტონი, ლეს ფერდინანდი, ჯიმი გრივსი, ფრედ გრიფიტსი, პეტ ჰოლანდი, კრის ჰიუტონი, ბილი ჯოისი, ბილ კეინი, ფრედერიკ კანუტე, კენი მაკაი, ფრედ მასეი, ფრედ მილნსი, ჯონ მონკური, ჯიმი ნეიბორი, ტონი პარკსი, მარტინ პიტერსი, სერგეი რებროვი, მარკ რობსონი, პიტერ შირინგი, ტედი შერინგემი, მაურისიო ტარიკო, მიჩელ ტომასი, მაიკლ კერიკი, და ბობი ზამორა.
შემდეგ• შემდეგ მატჩს ვესტ ჰემი 2 ოქტომბერს 18 საათზე ფულჰემის წინააღმდეგ გამართავს. ეს იქნება პრემიერ ლიგის 7-ე ტურის მატჩი.
• შემდეგ მატჩს ტოტენჰემი 29 სექტემბერს 23 საათსა და 45 წუთზე ჰოლანდიის ჩემპიონ ტვენტეს წინააღმდეგ გამართავს. ეს იქნება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი.