24:00
რამე საყურებელ ლინკს თუ ვნახავ აქ დავდებ .
მარადონას ბატჩერი არ ადარდებს არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ, შოტლანდიელებთან გასამართი ამხანაგური მატჩის წინა დღეს განაცხადა, რომ საერთოდ არ ინერვიულებს, თუკი ბრიტანელთა ერთ-ერთი მწვრთნელი ტერი ბატჩერი, შეხვედრის წინ, მასთან ხელის ჩამორთმევაზე უარს იტყვის.
ლეგენდარული ფეხბურთელის ეს სიტყვები BBC Sport-მა გაავრცელა.
საქმე ისაა, რომ ერთი დღით ადრე, ბატჩერმა აღიარა, მარადონასთვის დღემდე ვერ მიპატიებია 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის კარში ხელით გატანილი გოლიო და ალბათ, ამას ვერც ვერასოდეს ვაპატიებო. შოტლანდიელთა მწვრთნელს, ეს გოლი ასე მწარედ იმიტომ ახსოვს, რომ იმხანად ინგლისელთა ღირსებას თვითონ იცავდა.
"სიმართლე გითხრათ, ბატჩერის ასეთი საქციელი ვერაფრით ამიხსნია. 1966 წელს ინგლისი მსოფლიო ჩემპიონი იმ გოლის წყალობით გახდა, რომელიც სინამდვილეში არ გასულა. ამიტომ, ბრიტანელთა მიერ ჩემს მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, სამართლიანს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. მე ნებისმიერ ადამიანს ისე ვეპყრობი, როგორც ის არის ჩემს მიმართ განწყობილი. ასე რომ, ბატჩერის სიტყვები ნაკლებად მადარდებს. ალალად გეტყვით, ძილს ნამდვილად არ დავკარგავ, თუკი ის ჩემთვის ხელის ჩამორთმევას არ ისურვებს" - ამბობს მარადონა.
შოტლანდიელთა და არგენტინელთა დაპირისპირება, დღეს "ჰემპდენ პარკზე" შედგება და ლეგენდარული დიეგოსთვის, ეს ნაკრების თავკაცის რანგში ჩატარებული პირველი შეხვედრა იქნება.
http://www.msofsport.com/more.aspx?id=14674რა კაცია