Atheous_Mortiაღმოაჩინე შენც ამერიკის ნაპირები. როგორ თუ ლიგა ფეხებზე გკიდია? მთელი საფეხბურთო ევროპა ევროტურნირებით საზღვრავს გუნდების სიძლიერეს და შენ კიდე ჩემპიონატს აწვები?
მაგრამ აწვები ალბათ იმიტომ რომ ლიგაზე არაფერი გამოგდით.
8 წელია საწყალი ფერგი ერთხელ მიღწეულის გამეორებას ცდილობს მაგრამ სადაა.... ისიც გინდა უარყო ოლდ ტრაფორდზე რომ ფინალი თამაშდებოდა იმ წელს ფერგის თავი არ მოუკლია ლიგაზეო? კაცმა პირდაპირ თქვა იმ წელს ერთერთ ინტერვიუში ლიგა მირჩევნია წელს ჩემპიონობასო. მაგრამ ახლოსაც არ მიასუნიეს.
ისარგებლა ინგლისური ფეხბურთის მიძინებით და 15 წლის მანძილზე ბოგინობდა ინგლისში. მაგრამ უკვე რამოდენიმე წელია ჩანს რომ წავიდა, ან უკეთ რომ ვთქვათ მიდის მანჩესტერის ეპოქა.
ისე მანჩესტერის მიმართ დიდი სიმპატიები გამაჩნია და როგორც ნებისმიერ ინგლისურ კლუბს წარმატებებს ვუსურვებ ევროსარბიელზე. იმასაც ვაღიარებ რომ ინგლისური ფეხბურთის გამოფხიზლება მანჩესტერის დიდი დამსახურებაა. მაგრამ ნუ გვტენით ყველგან ამ 9 ჩემპიონობას(ცხრა თექვსმეტიდან. აქედანაც ჩანს რომ ბოლო წლებში უფრო მეტი მოიგო ვიდრე მთელი 90 წლის განმავლობაში). დაიჭირა ამღვრეულ წყალში თევზი და ეგაა.
თუ რამის მაქნისია ლიგაზე მიდგეს და გაატრაკოს. ა ძმაო წელს ხომ მოიგო ჩემპიონობა და აქცენტი ლიგაზე ექნება, ხოდა ვნახოთ ვინ უფრო გაქაჩავს.
კარგი გუნდია, მაგრამ ყველამ ვიცით ინგლისის პირველი კლუბი ვინცაა. ხოდა ეს პირველი გუნდი მალე მოგადგებათ და მოგთხოვთ გამთბარი სამეფო ტახტის ჩაბარებას. ამისაა თქვენ რომ გეშინიათ, მაგრამ ეტა ნე იზბეჟნო!