გილოცავთ ხალხო!
გუშინ ვუყყრე ჩანაწერს(თავიდან ბოლომდე და დიდი სიამოვნებით) და მინდა ვთქვა,რომ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი - ასეთი შემტევი,მრავალფეროვანი,ლამაზად მოთამაშე მიუნჰენის ბაიერნი არასოდეს მინახავს! თვით 1999 წელს,როცა 1,5 წუთი დააკლდათ ლიგის მოგებამდე!
მამაჩემი გაოცებული მიყურებდა - ყველა შეტევისას ვხტოდი(მიუხედავად იმისა,რომ გოლები ზუსტად მახსოვდა რომელ წუთებზე გადიოდა

) - რა იყო,როდის აქეთ ბალელშიკობ გერმანულ გუნდებსო? და მერე ჰოო,ერთი კაცი დაინახა

- იცნო და მაშინ ჰოო,მაშინ ჰოოოვოო!
სანამ ჩემს შთაბეჭდილებებს დავწერდი დანარჩენებზე,ტონიზე ორი სიტყვა მინდა ვთქვა კიდეც - ამას თუ მართლა ერთი კვირის დაწყებული აქვს თამაში და პირველად ითამაშა კლოზესთან ერთად,მაშინ... საწყალი ბუნდესლიგა - ასეთ დუეტს ნებისმიერი გრანდი ინატრებდა!!!
კანი - უკომენტაროდ!

- ბოლოს იხვეწებოდა,დამიგორეთ,მეც მათამაშეთო!
ლამი - თითქმის იმ დონეზე ითამაშა,რაც მუნდიალზე - მთელ შარშანდელ სეზონს მისი მეორე ტაიმი მირჩევნია!
ლუსიო - აშკარად შეეტყო,რომ ნოსტალგია აქვს მეტოქის საჯარიმოზე

- ჩაშლა და შეტევა ერთი ამოსუნთქვით!
მიჩო - ძალიან ძლიერად ითამაშა! სუულ ცოტა ტექნიკური წუნები რომ არ ჩავთვალოთ,ახლავე ძირითადის მოთამაშეა!
იანსენი - ძალიან მაგარია!!! ადრე მყავდა ნანახი,მაგრამ ბაიერნში სულ სხვაა - ძალიან მაგარია მეთქი!
ზე და ვან ბომელი - არ ვიცი,შეიძლება მეხსერება მღალატობს,ბუნდეს ლიგის ექსპერტები ალბათ შემისწორებენ,თუ გადავაჭარბებ - ასეთი მაგარი ჩამშლელი სვიაზკა მე არ მახსოვს გერმანიაში,აგერ უკვე 10 წელია!
რიბერი - ესეც უკომენტაროდ! მარტო ამის არსებობა ალამაზებს ბუნდესლიგას!
შვაინა - პირველ ტაიმში კარგად იტამაშა,მაგრამ მერე ლამის და რიბერის ჩრდილში მოექცა! ცოტა ხანში ესეც გააჯაზებს!
კლოზე - რა ცოდო იყო ეს ბიჭი სხვა გუნდებში - ბაიერნი არის ამის სახლი!!!
ტონი(დღეს მარტო კრიტიკით შემოვიფარგლები

) - ცოოტა ფორმაში არაა ჯერ,თორემ მინიმუმ მეორეს მაინც გაიტანდა! ოტმარამ ზუსტად გაარტყა - მარტო ამის მოედანზე ყოფნა მინიმუმ იმას ნიშნავს,რომ ერთი ზედმეტი კაცი სჭირდება,ამ დროს კი მირო დაფრინავს! ერთი ორჯერ 3-4 კაცში გაძვრომა მოინდომა,მაგრამ თამაშის ხასიათიდან გამომდინარე ეპატიებოდა,თანაც გამოსდიოდა კიდეც!

- ასეთი გაბარიტების თავდამსხმელი ერთი კარსტენ იანკერი ახსოვს თანამედროვე ბუნდესლიგას,თუმცა ის იანკერი იყო,ეს კი ლუკაა!
საბოლოო ჯამში,ყველაზე კაი ისაა,რომ ამ გუნდის თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა და სპორტ 1-ს მოუ^&ან მართლა პატრონი,რომ იმ Yლე ჩემპიონატს უნდა გვაყურებინონ,კვირაში 5-ჯერ და გულისრევამდე მიგვიყვანონ(როგორც ამას "მზე" აკეთებდა ბოლო წლებში)
პ.ს. ყოველი გოლის მერე ულის სახეს აჩვენებდნენ და მაგარს ვკაიფობდი - ტონი მიროს რომ ჩაეფსკვნა და ამან,ამანო რომ მიაძახა ტრიბუნებს,მაგ დროს მაგრად ცმუკავდა და ხტოდა სკამზე!

- მეორე გოლის მერე ისეთი გაფხორილი იჯდა,მე მგონი ყველა გერმანელი მენეჯერი შურით სკდებოდა!
ეკუთვნის ძმაო ამ კაცს ასეთი გუნდი,იწვალა და დაუფასდა!!!