ტაკს
რაც შეეხება თამაშს
ტევესი - ცდილობდა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ ნახევარდაცვას იმდენი უნდა ესმოდეს, რომ ტევესზე როცა თამაშობ - მაღალი ბურთები საჯარიმოში არ უნდა აწოდო... ეტყობა მაგ ბიჭს რომ კარგი ფეხბურთელია, ცოტა უნდა მოჯდეს გუნდში... კარგი თვისება რაც აქვს - თამაშის თავის თავზე აღებას არ ერიდება და ანდერსონივით მორიდებულად არ აგორებს უაზროდ პასებს...
ანდერსონი - ტორიჩელის სიცარიელე... მეტი არაფერი...
სქოულზი - ცოტა მეტი უნდა შეეტია
ჰარგრეივსი -

ნანი - წინა თამაშებში გაცილებით სახიფათოდ გამოიყურებოდა...
იგლზი - აშკარად არ იყო მაგის პოზიცია მარჯვენა ფლანგი...
დაცვის ხაზმა პრაქტიკულად უშეცდომოდ ითამაშა...
ფლეთჩერი - თამაში აშკარად გაამწვავა...
კერიკი - ნორმალურად ვერ ჩაერთო თამაშში
საა - ამ კაცს ერთადერთი ნაკლი აქვს - ხშირად იმტვრევა... თუ ფორმაშია თავის საქმეს 5იანზე აკეთებს... პრინციპში არანაირად არ მიკვირს რატომ ენდობა ფერგიუსონი...
და ერთი დეტალი... მთელი თამაში ტევესს მინიმუმ 1 კაცი (და ხშირად 2იც) ჰყავდა აკიდებული... ამიტომ საას მეტი სივრცე მიეცა... მაგნაირ თავდამსხმელს კი დიდი სივრცე არ უნდა მისცე...
1 ფორვარდით თამაში კი სლეობაა - იმედია მიხვდა ფერგიუსონი...
P.S. თამაშის შემდეგ კინი და ფერგი საღეჭ რეზინებს გაცვლიდნენ ალბათ... სიმბოლურად...
This post has been edited by Prankster on 2 Sep 2007, 03:16
ჩემი ჰალსტუხი მიმართულებას უჩვენებს მათ ვისაც მე არ მოვწონვარ...
-
“Each of us is full of shit in our own special way. We are all shitty little snowflakes dancing in the universe.”
(C) Lewis Black