internazionaleachi800დილა მშვიდობისა! რა ხდება,რატომ ნერვიულობთ? რა გინდოდათ,რომ მსაჯს ბოლო წუთებზე ტრუხა პენალი დაედო,მერე ერთი რიკოშეტიც გამძვრალიყო და 4:0 მოგვეგო? მერე ხომ იტყოდნენ ზოგეირთები,მაგრად ითამაშესო!

არაფერი სანერვიულო არაა - ახლა მთავარია,რომ მინიმალური დანაკარგებით მაქსიმალური ქულები ავკრიფოთ - ეს გუნდი სულ მინიმუმ თვის ბოლომდე ფორმაში ვერ შევა - რაც არ უნდა იყოს,ძალიან ბევრი მოთამაშეა ისეთი,რომელსაც ტრავმების და სანაკრებო შეკრებების გამო პრეტემპორადა გაუცდა!
არც ახლა ვართ დალხენილები - სეზარის ყოფნა ძირითადში იმას ნიშნავს,რომ საკადრო პრობლემები გაწუხებს!
პირადად მე იმით დავრჩი კმაყოფილი,რომ როცა სიჩქარეს უმატებდნენ,ემპოლის უაზრო სირბილის მეტი არაფერი რჩებოდა - მაგრამ რად გინდა - მივიდოდა ბურთი იბრამდე და იწყებდა მაიმუნობას! მაგას ცოტა კეფაში თუ არ მოადეს თავი ყველაზე საუკეთესო ჰგონია და მასე არაა!
სეზარმა ნერვებზე მომშალა - სირბილი თუ ეზარება მაგ ჩემისას თქვას და სიმაღლეზე ხტომაში ავარჯიშებენ(თუმცა,ბოლოს ერთი ხეირიანი პასი მაინც გამოუვიდა!)
მოკლედ,მაგრად მეცინება ვიღაცეები აქ ბოღმად რომ იღვრებიან,"ტიპა ნე ჩემპიონსკაია იგრა"-ო

- რა დროს საჩემპიონო თამაშია,ჯერ სეზონი წესიერად არც დაწყებულა! შარშანაც დავიწყეთ საშინაო თამაშები სამპდორიასთან ფრით!
ახლა კი მოკლედ სათითაოდ ვიტყვი ჩემს აზრს ყველა ფეხბურთელზე:
ტოლდო - დაამტკიცა,რომ ძირითადის კაცია და ბებერი მგელი!
მაიკონი - ერთ ერთი საუკეთესო იყო,პირველი პასი დახატა და უამრავი ირბინა...
კორდობა - ეს ისევ სასაათო სარტყელშია გაჩხერილი და ხშირად აკიმარებს

სამუელი - ამას კიდევ არა უშავს,თავის კოლეგას სჯობდა კიდეც,თავდასხმაშიც ეხმარებოდა.
მაქსველი - ძალიან ბევრი სამუშაო შეასრულა,მაგრამ სეზარის საკეთებილიც ამისი საკეთებელი გახდა და შეტევას მოაკლდა.
სტანკოვიჩი - მეორე ტაიმში აშკარად უკეთესი იყო,შეტევაზე ცოტა მეტი უნდა ეფიქრა.
კამბიასო - ჯერ ფორმაში არაა,მაგრამ ცოტა ხანში ძველებურად ირბენს(თან პარტნიურიც დაუბრუნდება და... )
ძანეტი - ეს გინდა მარჯვნივ დააყენე,გინდა მარცხნივ და გინდაც კარებში!

სეზარი - ყველაზე სუსტი წერტილი!
სუაზო - სასიამოვნოდ გამაკვირვა,ამ კაცისგან ბევრს ველი!
იბრა - ნერვები მიშალა!