კი

თავმოყვარე ბიჭი გვყავს ვისენტე და ბევრს არ გააბედინებს მაგათ

ნახეთ რა აღმოვაჩინეეეეე
ცრემლები ჩამომიგორდა თვალებზე

ვალენსია-ბარსელონა 1999/2000
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი
1999/2000 წლების ჩემპიონთა ლიგა ბევრი რამით იყო გამორჩეული და დასამახსოვრებელი. ამ წლის ერთერთი შეხვედრა კი ჩემპიონატის მშვენებად იქცა. ეს იყო ლიგის ნახევარფინალური მატჩი. მაშინ, ჯერ კიდევ ძლიერი, ლუის ვან გაალის დამოძღვრილ-დარიგებული ბარსელონა, იმ სეზონის აღმოჩენას და ბევრი ფეხბურთის მოყვარულის აღფრთოვანების საგანს, ექტორ რაულ კუპერის ვალენსიას ხვდებოდა. რა შეიძლება ითქვას იმდროინდელ ვალენსიაზე, გუნდი, რომელიც ევროპული საზომით არანაირად არ ჯდებოდა გრანდის პარამეტრებში, იმ წელს ბევრი სახელიანი გუნდი „მოსვა“ და დატოვა ევროპის უმთავრესი საფეხბურთო გათამაშების ბორტს მიღმა მაყურებლის რანგში. ექტორ კუპერს საათის მექანიზმივით ჰყავდა გუნდი აწყობილი, ფეხბურთი რომელსაც ვალენსია იმ წელს აჩვენებდა, იყო ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო გუნდის ლიდერები, გაისკა მენდიეტა და კლაუდიო ლოპესი არამხოლოდ ვალენსიაში, არამედ მთელს გრანდებზე შეყვარებულ ევროპაში საუკეთესონი იყვნენ თავიანთ პოზიციებზე. არავისთვის წარმოადგენდა საიდუმლოს, რომ ღამურების არგენტინელი დამრიგებელი დაცვითი ტაქტიკის მომხრე და მოტრფიალე იყო, ვალენსიაც დაცვით ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა ეს დაცვითობა კარგად შეეთვისა ესპანური ფეხბურთისათვის დამახასიათებელ ტექნიკასა და სისწრაფეს და გამოვიდა განსაკუთრებული, მხოლოდ ვალენსიასათვის დამახასიათებელი თამაშის სტილი. ასეთ ფორმაში მყოფი ვალენსია ხვდებოდა იმ ბარსელონას, რომელიც არანაირად არ იყო საუკეთესო ფორმაში. ეს ბარსელონაა და მაშასადამე მათ სისუსტის უფლება არ აქვთ, ეს ხომ ევროპული გრანდია. გუნდი, რომელიც რაც არ უნდა სუსტი იყოს ყველთვის ძლიერად უნდა ითამაშოს, სხვას ასულ გრანას ფეხბურთელებს გულშემატკივრები უბრალოდ არ პატიობენ. და აი.......
2 მაისი. სტადიონ მესტალიას 46 000 მაყურებელი ეწვია, შეიძლება ითქვას, რომ გადავსებული იყო სტადიონის ტრიბუნები ესპანური ნახევარფინალის მოლოდინში. მატჩს შვეიცარიელი ურს მაიერი სჯიდა.
კუპერის ჩანაფიქრთან ვან გაალმა ვერაფერი გააწყო. კილი გონალესი და მიგელ ანგულო პრესინგს ახორციელებდნენ ბარსელონას ფლანგებზე. ისინი სისტემატიურად იცვლიდნენ ადგილს, რაც თავგზას უბნევდა სტუმართა დაცვას, ისინი ვერაფრით აჩერებდნენ ამ ორი ფეხბურთელის თარეშს მათ ნახევარზე. კუპერი სწრაფ გოლზე აკეთებდა აქცენტს და გუნდმაც ხუთიანზე შეასრულა მწვრთნელის დავალება. კატალონიელების ფლანგებზე ზეწოლამ თავისი შედეგიც გამოიღო. მეცხრე წუთი მიმდინარეობდა როცა ვალენსიელებმა კუთხურის დარტყმის უფლება მოიპოვეს. პელეგრინომ ანგულოს გადააწოდა ბურთი, მანაც ძლიერი დარტყმით მატჩში ანგარიში გახსნა.
გაშვებული გოლის შემდეგ ბარსელონას ფეხბურთელები მთელი ათი კაცით შეტევაში წავიდა, რათა დაემტკიცებინათ, რომ ეს გოლი მათ კარში შემთხვევითობა იყო და სხვა არაფერი. აქ კი უკვე ვალენსიას მრავალგზის ნაქები დაცვა ამუშავდა. რა თქმა უნდა იყო მომენტებიც, კანისარესთან ერთი ერთზე გასულმა რივალდომ ბურთი ტრიბუნებისკენ გაგზავნა, მათ მიერ ჩამოწოდებულ კუთხურებს კი არანაირი საფრთხე არ შეუქმნია ვალენსიას კართან. ბარსას თავდამსხმელები ვალენსიას დაცვის ზღუდესთან ვერაფერს გახდენენ. შემდეგ კი უკვე ვალენსიას ჯერი დადგა. ბარსელონას მეკარეებს სჩვევიათ სახიფათო მომენტების „მოგონება“ საკუთარ კართან, ახლაც ასე მოხდა, გასვლაზე გამოსულმა კატალონიელთა კარის დარაჯმა კინაღამ აჩუქა ბურთი ვალენსიელთა ერთერთ ფორვარდს, თუმცა ყველაფერი მის სასიკეთოდ დასრულდა. მალევე ბარსელონელებმა მეტად სახიფათო სჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს. ლუიშ ფიგუს არყოფნაში ეს მძიმე მისია თავის თავზე ზენდენმა აიღო, თუმცა.....კანისარესს არავისთვის მიუცია იმის საბაბი, წამითაც მაინც ეფიქრა მესტალიაზე დადუმებული ასულგრანას ფანებს, რომ რაიმე საფრთხე შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ დარტყმას. თუმცა ბარსელონამ მაინც შეძლო ანგარიშის გათანაბრება. ზენდენის დარტყმას გადაეღობა პელეგრინო, რომელიც ბურთის აუტზე მოგერიებას ცდილობდა, თუმცა ბურთი კარისკენ წავიდა, წინ გამოსული კანისარესი უძლური იყო რაიმე ეღონა გუნდის გადასარჩენად. გაშვებული გოლის შემდეგ გარკვეული ხანი ინიციატივა კატალონიელებმა იგდეს ხელთ. თუმცა სანამ პირველი ტაიმი დასრულდებოდა ღამურებმა ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყვეს ბარსელონას დაცვის ხაზს......ვალენსიელები შესვენებაზე ორი გოლის უპირატესობით გავლენ.
ჯერ კილი გონსალესის გადაცემას მარცხენა ფლანგზე პირველი გოლის ავტორი, ანგულო გამოეხმაურა, მან ბარსელონას ორი მცველი სტატისტის როლში დატოვა და ბურთი მათ კარში გადაგზავნა. ხოლო არბიტრის მიერ დამატებულ დროში კი მენდიეტა პენალტით ანგარიშს 3-1-ს ხდის.
შესვენების შემდეგ ვან გაალმა ცვლილება განახორციელა, მან ახალგაზრდა პუიოლი გამოცდილი ჰოლანდიელი მცველით, ბოგარდეთი შეცვალა. თუმცა მათ მაინც ვერ შეძლეს სიტუაცია თავიანთ სასიკეთოდ შემოებრუნებინათ. ვალენსიელები მართლაც ღამურებივით დაფრინავდნენ მესტალიაზე, სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და თითქოს მათი ენერგია ფეხბურთელებზეც გადმოდიოდა. ბარსელონელი მცველების დასატანჯად ვალენსიელთა ნახევარდაცვისა და თავდასხმის ფეხბურთელები ახალ ხერხებს იგონებდნენ, ისინი თამაშის მათთვის საყვარელ სტილზე, კონტრშეტევებზე გადავიდნენ. ბარსელონას დაცვა უკვე ვეღარ აჩერებდა მენდიეტას, რომლის შორეული დარტყმები სულ უფრო სახიფათო ხდებოდა და ვერც ანგულოს, რომელიც ისე დანებივრობდა კატალონიელთა ნახევარზე როგორც მოესურვებოდა. ყველაფერ ამის ფონზე ერთადერთი რაც კატალონიელებს გამოსდიოდათ , ეს იყო ზენდენის მწვავე შეტევები მარჯვენა ფლანგიდან, თუმცა სახეიროს კატალონიელები ვერაფერს გამორჩნენ. ყველანი კმაყოფილი იყვნენ, ვალენსიას ფეხბურთელებიც, სტადიონზე შეკრებილი საზოგადოებაც.... ერთადერთი ვისაც სიმშვიდე და კმაყოფილება არ ეტყობოდა სახეზე კუპერი იყო. მას კარგად ესმოდა, რომ კამპ ნოუზე სტუმრობის წინ ორბურთიანი უპირატესობა საკმარისი არ იყო. თამაშის მიწურულს კარბონიმ კლაუდიო ლოპესს გადააწოდა საჯარიმოში ბურთი, პიოხოსაც არ გასჭირვებია უკვე მეოთხე გოლის გატანა და ცხადი გახდა.....ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის მიზერული შანსი ჰქონდა დარჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ მათ მეორე შეხვედრა უკვე საკუთარ კედლებში ჰქონდათ ჩასატარებელი.
ვალენსია:კანისარესი, ანგლომა, ჯუკიჩი, პელეგრინო, კარბონი, ფარინოსი, ხერარდი (ხუან სანჩესი), მენდიეტა, კილი გონსალესი, ანგულო(ალბელდა), კლაუდიო ლოპესი (ილიე).
ბარსელონა: ხესპი, რაიციგერი, ფრენკ დე ბური, პუიოლი(ბოგარდე), გუარდიოლა, გაბრი, კოკუ, რივალდო, დანი(ლიტმანენი), კლუივერტი, ზენდენი(სარბოზა).
სურათებიც კი მაქვს ამ მატჩიდამ შემორჩენილი

ოე ტვინიკოოს
Penya GeoChe vol.9
კიარადა vol .10
This post has been edited by Patrizia21 on 14 Sep 2007, 18:31