შემდეგში გავითვალისწინებ სერ

ხო ეხლა გავაანალიზოთ თამაში, ტაქტიკური შეცდომოები ვიპოვოთ შემდეგისთვის გამოვასწოროთ და ა.შ...
ნუ პირველ რიგში მადლობის მეტი მაინც არაფერი გვეთქმის არც ერთს იმიტომ, რომ მთავარი რაც არის ბრძოლა და ჟილკა ეგ იყო. მთლიანობაში ყველამ ცვეტში კარგად ითამაშეთ და აქ მარტო თქვენს ნაკლებზე რომ დავწერ არ გაგიკვირდეთ... უბრალოდ შემდეგისთვის, რომ გამოვასწოროთ რა...
დავიწყეთ...
დაჩისთან აი ცვეტში არანაირი პრობლემა... პირიქით... ყველაფერი თითქმის იდელაური იყო, მამენტ ბრაზილიის კარში ასეთი მეკარე კარგა ხანია არ მინხავას

ნიკუშას რა სინდისით ვუთხრა რამე მაგისმა გოლმა და მაგისმა გამოძრობილმა ბურთმა გადაგვარჩინა ორ გადამწვეტ მომენტში... მაგრამ ნიკუშ მაინც ალბათ უკეთესი იქნება თუ შენივე დაწყებულ სწრაფ შეტევებს მაინც ბურთის დიდ ხანს თრევით არ შეაჩერებ, გასაგებია ბრაზილიელი ხარ და გიყვარს ბურთი, მაგრამ... ერთი ეგ "საყვედური" მაქვს ნიკუშ შენთან... მარა მთლიანობაში იმენნა დაგლიჯე... ძაან ჯიგრიანად თამაშობდი

დეკას რაც შეეხება... შეიძლება ვაზვიადებ მაგრამ ხანდახან თითქოს სადღაც გაფრინდებოდი ხოლმე რა... ისე ჩანდა, რომ კონცენტრაციას კარგავდი და ა.შ... ნუ ეგეც გვესმის ეხლა 5 გზის მსოფლიო ჩემპიონი ხარ და მუღამი დაკარგული გაქვს მაგრამ მაინც ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და გამოვასწოროთ... მეტი რა უნდა გითხრა ბოლო-ბოლო გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ხარ

რეზის ნაკლს რაც შეეხება... შეიძლება არ აქვს მაგრამ მაინც მოვუძებნი რამეს... მაგალითად რამოდენიმეჯერ უბრალოდ რომ ვთქვათ ბურთის ცოტა ზედმეტად თრევაში იყავი შემჩნეული... იყო რამოდენიმეჯერ ისეთი მომენტი რომ ერთი სწორი მოქმედება და 99% გოლი იქნებოდა... გადამწყვეტ მომენტებში ძნელი მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი თამაში... ნუ ალბათ ჩემზე უკეთ შენ იცი რა მომენტებზე გეუბნები... მაგრამ მთლიანობაში დაგლიჯე

როზერ შენ რაც შეგეხება ერთადერთი რაც უნდა გითხრა ის არის, რომ უფრო ისე თამაშობდი როგორც დიდ სტადიონზე 11X11-ზე (აი როლანდო და ზიდანი რო თამაშობენ ნაღდი ტყავის ბურთით იმხელაზე) უნდა ითამაშო... ტაქტიკურად სწორად თამაშობდი... მაგრამ ოდნავ უფრო სწრაფად გადაწყვეტილებების მიღება, სულ რაღაც წამის მეასედებით და ვაპშე რა... მოტყუება იქნება, პასის მიცემა, კარში დარყტმა თუ ა.შ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყდეს, მით უმეტეს მინიზე... ნუ გეში იტალიასთან შენი გატანილი გოლი კი არ დაგვიწყებია... ეგ რომ არა არავინ იცის რა მოხდებოდა

ფინქ ფლოიდ შენ რაც შეგეხება გასაგები მიზეზების გამო ვერაფერს ვიტყვი მაგრამ მაგარი კაცი ხარ სულ რო ყველაფერს თავი გავანებოთ მარტო იმიტომ, რომ ასე ძაან გაგიხარდა გუნდის გამარჯვება

და რო გაგიხარდა ეგ ცვეტში ვიცი...
ხო მე რაც შემეხება საკუთარი თავის შესახებ არ მიყვარს ლაპარაკი... მქონდა ბევრი შეცდომები... ტექნიკურ ხარვეზებს და ა.შ რომ თავი გავანებოთ მთავარი "შეცდომა" ალბათ მაინც ის იყო, რომ ჯობდა ოდნავ სხვა სტილი მეთამაშა და მთლიანობაში გუნდისთვის უფრო შედეგიანი ვიქნებოდი... მაგრამ გაუჩო მაინც მაგარი კაცი ხარ

მთლიანობაში გუნდს რაც შეეხება, ტაქტიკურ მონახაზს და ა.შ მგონი არ იყო ცუდი... როტაცია ამართლებდა... როტაციაში იმას ვგულისხმობ რომ ერთმანეთს პოზიციებს ვუცვლიდით.. ეგ მომეწონა შემდეგშიც ეგრე გავაგრძელოთ ოღონდ ვინც როცა რა ადგილზე იქნება პირველ რიგში თავის საქმეს მიხედოს და მერე ყველა სხვა დანარჩენს... შეტევის დროს ყოველთვის ვეცადოთ რომ ერთი კაცი უკან იყოს, ერთი ოდნავ მის წინ და სამი კაცი კაი გოლს გამოაცხობს, სტანდარტულები უკეთ უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად...
და ყველაზე მთავარი ჟილკა და გუნდურობა უნდა შევინარჩუნოთ
This post has been edited by gaucho on 7 Apr 2008, 22:27