თქვენი ნებართვით, მეც დავწერ ჩემეულ შეფასებებს (10-ბალიანი სისტემით და განმარტებებით)
დაჩი -
8 - საღოლ! მართალია, პირველი ორი (მგონი, ორი) თამაში გამოტოვე, მაგრამ რაც ითამაშე, ყველაფერი სუპერი იყო! გაშვებული გოლებიდან შენი ბრალი არცერთი არ ყოფილა, პირიქით, რამდენიმე მართლა წარმოუდგენელი ბურთი აიღე! ბრავო!
ფლოიდი -
6 - ასეთი დაბალი შეფასება მარტო იმიტომ, რომ ცოტა დრო გქონდა სათამაშო, თორემ შენი შეცდომა მე არ მახსოვს. კარშიც და დაცვაშიც ბოლო ირჯებოდი, რაც უდავოდ დასაფასებელია...
დათო aka ლეგენდა (
) -
6 - ვაღიარებ, არ მეგონა, ასე კარგად თუ თამაშობდი

თავიდან შენი წონა და სიმაღლე რომ დაწერე ამ თემაში, შაკილ ო'ნილი წარმოვიდგინე უცებ... მაგრამ სასიამოვნოდ გამიკვირდა

კარებში საუკეთესოდ იდექი, მაგრამ დაცვაში რამდენჯერმე მოგერიების დროს შეცდი... იმედია, არ გეწყინება კრიტიკა
ლეო -
7 - ლევანასთან ერთად ადრეც ბევრჯერ მითამაშია და რარაც არ მახსენდება, რომ მოედანი წაგებულებს დაგვეტოვებინოს

ფლანგზე კარგი ხარ და ბოლომდე იბრძვი
ნიკუშა -
5.5 - პრასტი ძმაო, მაგრამ ასე მგონია ამჯერად

ჯერ ერთი იმიტომ, რომ გვიან მოხვედი და თანაც ინგლისთან თამაში არ წაგივიდა აშკარად (ისევე, როგორც ყველას)
გაუჩო -
8.5 - ინგლისთან მაკრატელა გაიტანე, საუკეთესო ბომბარდირი გახდი და შეფასებაში იმდენს გიწერ, რამდენი გოლიც შეაგდე... მაგრამ ხანდახან იძაბებოდი (მით უმეტეს, ინგლისთან), არადა ბრაზილიელებს ლაღი თამაში სჩვევიათ
როზერ -
7 - წინასტან შედარებით, ბევრად უკეთ გამოიყურებოდი და ფინალის საუკეთესო მოთამაშე მგონიხარ... მაგრამ ინგლისთან იმენნა მოსიარულე 0 იყავი
რეზი -
8 - მოედანზეც გითხარი და აქაც ვიმეორებ, მესი ხარ ჩემს თვალში ძმაო

ტექნიკა+ბრძოლისუნარიანობა+ტვინი, რაც კარგია, კარგია...
მე -
6 - უფრო დაცვაში ვიდექი, მაგრამ რამდენიმე აშკარა შეცდომა დავუშვი, ბოლო დავიღალე და გამბედაობა მაკლდასავით... ინგლისთან რომ ვაგებდით, როზერამ მითხრა, წინ წადი და უკან დავრჩებიო, მაგრამ ჩემს ნახევარს არ გადავცილებულვარ... პირობას გაძლევთ, საკუთარ თავზე ვიმუშავებ!
მთლიანად გუნდი -
8!
This post has been edited by deka136 on 14 Apr 2008, 22:24