სასტიკად არ მინდა, ეს თემა მეორე გვერდზე ვიხილო. ამიტომ, თქვენის ნებართვით, "მარაკანას" ფოტოებს დავდებ.
სტადიონი ქალაქის ფონზე

სტადიონის მთავარი შესასვლელი. თეთრი სვეტები რომ ჩანს, მაქედან შედიხარ ტრიბუნებზე. მაგ სვეტების მარცხენა ბოლოშია სალაროები. ბილეთი 20 რეალი ღირს, რაც დაახლეობით 10 $-ია, თუმცა იმათ რაღაც ბარათები ჰქონდათ, რომელსაც მოლარეს აჩვენებდნენ და მხოლოდ 10 რეალს იხდიდნენ.

ესეც იგივე ხედია ცოტა ახლოდან. მანდ შუაში გადახურული რომაა, ეგ მეორე იარუსზე ამავალი დერეფნის სახურავია. სწორედ მაგ დერეფნის ბოლოშია გარინჩას ბიუსტი.

ესეც იგივე ხედი, ოღონდ ამ ფოტოზე კარგად ჩანს წარწერა - "მარიო ფილიო". მოგეხსენებათ, "მარაკანა" მაგ ჟურნალისტის სახელს ატარებს.

ესეც ის წარწერა და ჩემს მიერ უკვე ნახსენები დერეფანი თავის სახურავიანად. მაგ სვეტების მწკრივში სწორედ სახურავით გაარჩევთ დერეფანს, რომლის ბოლოშიც გარინჩას ბიუსტია.

ესეც თავად ბიუსტი, რომლისკენაც ეს ზანგი თავში წამოსარტყმელად მიეშურება...

ეს ბრაზილიელთა პირველი მსოფლიო ჩემპიონი გუნდის კაპიტნის - ბელინის ძეგლია შესასვლელთან, ზედ იმ წარწერის წინ. თეთრ სვეტებს მანდაც მოკრავთ თვალს.

ესეც იგივე ძეგლი.
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".